"ჰამარბერგიც და ომბუდსმენიც გავლენის ქვეშ მოექცნენ”

"ჰამარბერგიც და ომბუდსმენიც გავლენის ქვეშ მოექცნენ”

ბო­ლო დროს პე­ნი­ტე­ნციუ­რი სის­ტე­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღ­ე­ბის ეპი­ცენ­ტრშია მოქ­ცე­უ­ლი. ამი­სთ­ვის ორი სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს - პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფ ექ­სპრე­მი­ე­რ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა ღა­მით სა­პა­ტიმ­რო­დან პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მი­სი "გა­ტა­ცე­ბი­ს" შესახებ და საქ­მე­ე­ბის გა­და­ხედ­ვის მოთხ­ოვ­ნით მა­სობ­რი­ვად მო­შიმ­ში­ლე პა­ტიმ­რე­ბის სა­კითხ­ი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოპო­ნენ­ტე­ბი იმა­ზე ალა­პა­რაკ­დნენ, რომ ცი­ხე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი გა­რე­დან მარ­თუ­ლი­ა, სა­ს­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრი სო­ზარ სუ­ბა­რი კი, თა­ვის მხრივ, მა­ვან­თა მხრი­დან სი­ტუ­ა­ცი­ის ინ­სპი­რა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს.

-  ბა­ტო­ნო სო­ზარ, ცი­ხე­ებ­ში პა­ტიმ­რე­ბი შიმ­ში­ლო­ბენ და აპ­რო­ტეს­ტე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­პი­რე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას, კერ­ძოდ, უარს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მომ­ფხვრე­ლი კო­მი­სი­ის შექ­მნა­ზე.

-  პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვის მსგავ­სი ფორ­მე­ბი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის­თვის.  რაც შე­ე­ხე­ბა მოთხ­ოვ­ნებს, ამ ეტაპ­ზე რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა მოთხ­ოვ­ნა­ა, თუმ­ცა მთა­ვა­რი მა­ინც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხარ­ვე­ზე­ბის დამ­დგე­ნი კო­მი­სი­ის შექ­მნა­ა. არა­და, კარ­გად უნ­და გა­ვი­აზ­როთ, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა არ ნიშ­ნავს ცი­ხის კა­რე­ბის გა­ღე­ბას და ყვე­ლა მსჯავ­რდე­ბუ­ლის ერ­თდრო­უ­ლად გა­რეთ გა­მოშ­ვე­ბას. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში, ევ­რო­პის მას­შტა­ბით უპ­რე­ცე­დენ­ტო ამ­ნის­ტია გა­მო­ვი­და. არი­ან პა­ტიმ­რე­ბი, ვი­საც 15-20 წე­ლი ჰქონ­და მო­სახ­დე­ლი, ვი­საც ყო­ველ­დღე სცემ­დნენ, აწა­მებ­დნენ, ღირ­სე­ბას ულა­ხავ­დნენ, არ მკურ­ნა­ლობ­დნენ და ხმას არ იღებ­დნენ. დღეს, ამ­ნის­ტი­ის შემ­დეგ, მათ მო­სახ­დე­ლი დარ­ჩათ 3-4 წე­ლი, სას­ჯელს იხ­დი­ან ადა­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში, აქვთ ბევ­რად უფ­რო ლი­ბე­რა­ლუ­რი რე­ჟი­მი, კარ­გი კვე­ბა, კარ­გი მკურ­ნა­ლო­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ­თან დი­ა­ლოგ­ზე მი­დის და მათ სწო­რედ დღეს მი­მარ­თეს შიმ­ში­ლო­ბას და პრო­ტეს­ტის სხვა უკი­დუ­რეს ფორ­მებს თავიან­თი მოთხ­ოვ­ნე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. თა­ნაც, მუ­შა­ო­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ შეწყ­ვე­ტი­ლა და ინ­ტენ­სი­უ­რად გრძელ­დე­ბა. საქ­მე­ე­ბის გა­და­ხედ­ვა არ არის მარ­ტი­ვი საქ­მე და ნურც იმას და­ვი­ჯე­რებთ, რომ ყვე­ლა პა­ტი­მა­რი უსა­მარ­თლოდ იხ­დის სას­ჯელს. გე­თან­ხმე­ბით, რომ და­პი­რე­ბა იყო სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა და ამ კუთხ­ით ბევ­რი რამ გან­ხორ­ცი­ელ­და: 1. უპ­რე­ცე­დენ­ტო ამ­ნის­ტი­ა; 2. და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­უმ­ჯო­ბეს­და პი­რო­ბე­ბი; 3. ამოქ­მედ­და პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის კო­მი­სი­ა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც წე­ლი­წად­სა და ორ თვე­ში 2.500-ზე მე­ტი მსჯავ­რდე­ბუ­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდა (შე­ვა­და­როთ, მა­ნა­მ­დე 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ 800 კა­ცი გა­თა­ვი­სუფ­ლდა); 4. ამოქ­მედ­და აქ­ტი­რე­ბის კო­მი­სი­ა, რო­მელ­მაც 100-ზე მე­ტი ავად­მყო­ფი და ხან­დაზ­მუ­ლი პა­ტი­მა­რი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა (შე­ვა­და­როთ - მა­ნამ­დე 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 14 ხან­დაზ­მუ­ლი და არც ერ­თი ავად­მყო­ფი)­. ამ სი­ის გაგ­რძე­ლე­ბა მარ­თლა უსას­რუ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ხარ­ვე­ზე­ბის დამ­დგენ კო­მი­სი­ას, ნამ­დვი­ლად შე­იქ­მნა კა­ნონ­პრო­ექ­ტი, მაგ­რამ რო­ცა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის ყვე­ლა შე­ნიშ­ვნა, პრაქ­ტი­კუ­ლად, აღ­მოჩ­ნდა, რომ ის ადა­მი­ან­თა საკ­მა­ოდ ვიწ­რო წრეს შე­ე­ხე­ბა, რი­თაც პრობ­ლე­მა ვერ გა­და­იჭ­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ვმუ­შა­ობთ უფ­რო სწრა­ფი და ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე. შე­საძ­ლოა ეს იყოს პრო­კუ­რა­ტუ­რის სწრა­ფი და ეფექ­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა - შე­ის­წავ­ლონ და გა­და­ხე­დონ საქ­მე­ებს. მე­ო­რეც: სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა არ გუ­ლის­ხმობს მხო­ლოდ პა­ტიმ­რე­ბის გაშ­ვე­ბას, არა­მედ ძვე­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა­სა და დამ­ნა­შა­ვე­თა დას­ჯას - ვხე­დავთ, რომ ამ მხრი­ვაც ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბა მი­დის. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, პა­ტიმ­რე­ბის მოთხ­ოვ­ნა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი­ა, ისი­ნი თავიანთი საქ­მე­ე­ბის გა­და­ხედ­ვას ითხ­ო­ვენ. არც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი საქ­მე­ე­ბის გა­და­ხედ­ვა და არც კო­მი­სი­ის შექ­მნა კონ­კრე­ტუ­ლად ჩე­მი პრე­რო­გა­ტი­ვა არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, პა­ტიმ­რებს არც აქვთ პრე­ტენ­ზია სა­მი­ნის­ტროს მი­მართ. ერ­თ-ერ­თი მოთხ­ოვ­ნაა ისიც, რომ ამ­ნის­ტია უფ­რო ლი­ბე­რა­ლუ­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო 260 და 262-ე მუხ­ლე­ბის მი­მართ (ნარ­კო­ტი­კუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი), მაგ­რამ პარ­ლა­მენ­ტმა გა­მო­ხა­ტა ნე­ბა და მი­ი­ღო კა­ნო­ნი და მი­სი შეც­ვლა შიმ­ში­ლო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. პა­ტიმ­რე­ბის ნა­წი­ლი ითხ­ოვს 223-ე პრი­მა მუხ­ლის გა­უქ­მე­ბას (ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბა). ძა­ლი­ან მკა­ფიოა სა­ხელ­მწი­ფოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმა­ზე, რომ ეს კა­ნო­ნი არ შე­იც­ვლე­ბა, ეს არის არა სო­ზარ სუ­ბა­რის, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და შიმ­ში­ლო­ბა აქაც კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლი­ა.

-  თქვენ გა­ნაცხ­ა­დეთ, რომ ეს პრო­ცე­სი გა­რე­დან იმარ­თე­ბა. თქვე­ნი აზ­რით, ვის უნ­და აძ­ლევ­დეს ხელს ცი­ხე­ებ­ში სი­ტუ­ა­ცი­ის არე­ვა?

-  მე არ მით­ქვამს, რომ გა­რე­დან იმარ­თე­ბა, უბ­რა­ლოდ, რო­ცა გა­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა მა­ტუ­ლობს, ეს გავ­ლე­ნას ახ­დენს ში­და პრო­ცე­სებ­ზეც. ეს გავ­ლე­ნა ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან პირ­და­პი­რი­ა. ჩემს კა­ბი­ნეტ­ში იჯ­და ერ­თი უვა­დო პა­ტიმ­რის დე­და, რო­ცა მას და­უ­რე­კეს ერ­თ-ერ­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან და მოს­თხო­ვეს, სას­წრა­ფოდ მი­სუ­ლი­ყო და მი­ე­ღო 300 მო­საწ­ვე­ვი, რომ­ლე­ბიც 15 დე­კემ­ბრის აქ­ცი­ა­ზე და­სას­წრე­ბად უნ­და და­ე­რი­გე­ბი­ნა. მან­ვე მითხ­რა, ყვე­ლა პა­ტიმ­რის მშო­ბელს ურე­კა­ვენ და 300-300 მო­საწ­ვევს აძ­ლე­ვე­ნო. ცხა­დი­ა, ასე­თი რა­მე­ე­ბი პრო­ცეს­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს. ვი­ღა­ცე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ შიმ­ში­ლო­ბით რა­ღა­ცის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია და აქ­ცი­ე­ბიც გრძელ­დე­ბა. არა­და, პრო­ტეს­ტის ამ­გვა­რი ფორ­მე­ბი უხი­ფა­თო არ არის. ერ­თმა პა­ტი­მარ­მა, რო­მელ­მაც პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად არა­ერ­თხელ მი­ი­ყე­ნა თვით­და­ზი­ა­ნე­ბა, იმ­დე­ნად გა­ი­უ­ა­რე­სა ჯან­მრთე­ლო­ბა, რომ მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი მცდე­ლო­ბი­სა, მი­სი სი­ცოცხ­ლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შევ­ძე­ლით, თუმ­ცა ამის­თვის 60 ათას ლარ­ზე მე­ტი დავ­ხარ­ჯეთ. არა­და, რო­ცა ეს პა­ტი­მა­რი ხე­დავ­და, რომ მის ყო­ველ აქ­ცი­ას ხმა­უ­რი მოჰ­ყვე­ბო­და, უფ­რო მე­ტი შე­მარ­თე­ბით აგ­რძე­ლებ­და ამას. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ნაკ­ლე­ბად ფიქ­რო­ბენ შე­საძ­ლო შე­დე­გებ­ზე, ოღონდ კი თა­ვის მი­ზანს მი­აღ­წი­ონ და მზად არი­ან ტყუ­ი­ლი და მარ­თა­ლი ერ­თმა­ნეთ­ში აუ­რი­ონ.

-  ისიც დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ა­ა, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მო­შიმ­ში­ლე პა­ტიმ­რე­ბს სცე­მა და კარ­ცერ­ში ჩას­ვა? მო­შიმ­ში­ლე­ე­ბი არა­სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბა­საც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ...

-  რა თქმა უნ­და, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ა. იყო ერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც #7 საპყ­რო­ბი­ლე­ში მსჯავ­რდე­ბულს ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და ეს საქ­მე გა­მო­სა­ძი­ებ­ლად პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­და­ვგ­ზავ­ნეთ. ისიც ტყუ­ი­ლი­ა, თით­ქოს პა­ტიმ­რებს არ მკურ­ნა­ლო­ბენ. მთე­ლი წე­ლია თავს ვი­წო­ნებთ იმით, რომ პა­ტი­მა­რი არ დავ­ტო­ვეთ, ვი­საც არ ვუმ­კურ­ნა­ლეთ და ამ ერთ კვი­რა­ში შე­ვუწყ­ვი­ტეთ ყვე­ლას მკურ­ნა­ლო­ბა და წამ­ლის მი­ცე­მა? რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერ­თმა პა­ტი­მარ­მა თა­ვი და­ი­ზი­ა­ნა და ამ­ბობ­და, წა­მალს არ მაძ­ლე­ვე­ნო. იმ შემ­თხვე­ვა­ში ნამ­დვი­ლად არ მი­ვე­ცით ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი წა­მა­ლი, რო­მელ­საც მო­ითხ­ოვ­და, რად­გან ეს არ იყო ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. ზო­გა­დად, წელს ცი­ხე­ებ­ში ყო­ველ 1000 პა­ტი­მარ­ზე გა­ან­გა­რი­შე­ბით 35%-ით შე­ვა­მცი­რეთ ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა და იმე­დი გვაქვს, კი­დევ უფ­რო შე­ვამ­ცი­რებთ. ასე­ვე, ჩვენ შე­ვი­მუ­შა­ვეთ დო­კუ­მენ­ტი - "სა­ქარ­თვე­ლოს პე­ნი­ტენ­ცი­ა­ლუ­რი ჯან­დაც­ვის ბა­ზი­სუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ნუს­ხა", რო­მელ­შიც მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ დამ­ტკი­ცე­ბულ ნუს­ხა­ზე ბევ­რად მე­ტი წა­მა­ლია შე­სუ­ლი, რა­თა არ­ჩე­ვა­ნის მე­ტი სა­შუ­ა­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო და ამ წამ­ლებს მთლი­ა­ნად აფი­ნან­სებს სა­ხელ­მწი­ფო. ხო­ლო ვინ­მეს თუ კონ­კრე­ტუ­ლი ბრენ­დი უნ­და, მი­სი ყიდ­ვის უფ­ლე­ბა აქვს, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო არ და­ა­ფი­ნან­სებს. არ და­ა­ფი­ნან­სებს გარ­კვე­უ­ლი ტი­პის სერ­ვი­სებ­საც, მა­გა­ლი­თად, ერ­თმა პა­ტი­მარ­მა არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის სა­ხელ­ზე და ითხ­ოვს, სვი­რინ­გი წა­ვუ­შა­ლოთ, მაგ­რამ ამას სა­ხელ­მწი­ფო არ და­ა­ფი­ნან­სებს, რო­გორც და­ი­წე­რა, ისე წა­ი­შა­ლოს. ჯან­დაც­ვას და ჩვენც გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნე­ბი გვაქვს.

-  თქვე­ნი კრი­ტი­კა გა­მო­იწ­ვია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბამ, რომ მა­ყუ­რებ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ აკონ­ტრო­ლონ ცი­ხე­ე­ბი, თო­მას ჰა­მარ­ბერ­გმაც იგი­ვე გა­ნაცხ­ა­და. თქვენ უარ­ყოფთ ამას?

-  ჰა­მარ­ბერ­გიც და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლიც ერ­თი და იმა­ვე კლი­შეს გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ექ­ცნენ. რა თქმა უნ­და, არი­ან ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი და თუ ვინ­მე ოდეს­მე ამ­ბობ­და, რომ არ არი­ან, ცრუ­ობ­და. რო­ცა ჩვენ მო­ვე­დით, ექიმ­თან რიგს, ქა­ლაქ­ში გა­დაყ­ვა­ნას, პა­ტიმ­რის მი­ერ მი­სა­ღე­ბი წამ­ლის დო­ზა­საც კი "მა­ყუ­რე­ბე­ლი" აკონ­ტრო­ლებ­და. დღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ის­პო და ექი­მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ვე­რა­ვინ ერე­ვა. ასე­ვე, ერ­თ-ერ­თი წყა­რო, რაც აძ­ლი­ე­რებ­და კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებს, იყო მო­სამ­სა­ხუ­რე პა­ტიმ­რე­ბის, ე.წ. აბ­სლუ­გის მი­ერ აკ­რე­ფი­ლი ფუ­ლი. ის პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც საჭ­მელს არი­გებ­დნენ, ასუფ­თა­ვებ­დნენ ან ნა­გა­ვი გაჰ­ქონ­დათ, ყვე­ლა პა­ტიმ­რის­გან იღებ­დნენ ფულს. შე­სა­ბა­მი­სად, მათ ე.წ. ბრი­გა­დი­რებს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დროს თვე­ში რამ­დე­ნი­მე ათა­სი ჰქონ­დათ. ამ თან­ხის ნა­წი­ლი კი ავ­ტო­რი­ტე­ტებს მიჰ­ქონ­დათ. ჩვენ სა­ერ­თოდ გა­ვა­უქ­მეთ ფუ­ლის აკ­რე­ფა და მომ­სა­ხუ­რე პა­ტიმ­რებს ბი­უ­ჯე­ტი­დან 160-დან 200 ლა­რამ­დე ერიცხ­ე­ბათ ბა­რათ­ზე. და, რაც მთა­ვა­რი­ა, ეს საქ­მი­ა­ნო­ბა მათ­თვის აღარ არის ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი. ასე­ვე, ვა­პი­რებთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბას, რო­მე­ლიც უკ­ვე გა­დაგ­ზავ­ნი­ლია პარ­ლა­მენ­ტში და გუ­ლის­ხმობს პა­ტი­მარ­თა და­ყო­ფას რის­კე­ბის მი­ხედ­ვით. სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ოთხ კა­ტე­გო­რი­ად და­ი­ყო­ფა - ნა­ხევ­რად ღია და და­ხუ­რუ­ლი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი რის­კი­სა და და­ბა­ლი რის­კის სა­პა­ტიმ­რო­ე­ბი ემა­ტე­ბა. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან და­ნარ­ჩე­ნე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბულ­ნი და, შე­სა­ბა­მი­სად, ვე­რა­ვის­ზე მო­ახ­დე­ნენ გავ­ლე­ნას.

-  რამ­დე­ნი ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დია ცი­ხე­ში?

-  ზუს­ტად არ მახ­სოვს, მგო­ნი 12 თუ 14. ყვე­ლა­ნი ერთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში - მე-­7-ში არი­ან მო­თავ­სე­ბულ­ნი, ერ­თის გარ­და, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევს.

-  ბა­ტო­ნო სო­ზარ, მარ­თლა აქვთ ცი­ხე­ებ­ში პა­ტიმ­რებს ლეპ­ტო­პე­ბი, ტე­ლე­ფო­ნე­ბი და "ვა­ი­ფა­ი"?

-  თუ ასე­ა, მა­შინ უნი­ვერ­სი­ტე­ტი ყო­ფი­ლა, ცი­ხე კი არა. ცხა­დია არა, და ესეც მო­რი­გი ცრუ ბრალ­დე­ბა­ა.

-  მარ­თლა გა­იყ­ვა­ნეს თუ არა ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი მატ­რო­სო­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან და რა­ტომ არ არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი?

-  ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი არ­სად გა­უყ­ვა­ნი­ათ. პო­ლი­ტი­კუ­რად ჩვენ­თვის ხელ­საყ­რე­ლი­ა, რომ და­იწყ­ოს ამ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა, მაგ­რამ პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ბობს, რომ არ არ­სე­ბობს ამის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი. მხო­ლოდ მე­რა­ბიშ­ვი­ლის მოთხ­ოვ­ნით გა­მო­ძი­ე­ბა ვერ და­იწყ­ე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებს, ამ სფე­როს უშუ­ა­ლოდ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი და კონ­კრე­ტუ­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ. საქ­მი­სად­მი მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დავ­წყვი­ტეთ, და­ვიწყ­ოთ მოკ­ვლე­ვა და თუ რა­ი­მე სა­ფუძ­ვე­ლი გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, მა­შინ­ვე გა­დავ­ცემთ მას გა­მო­ძი­ე­ბას.

ესაუბრა ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა