კონკურსი "ოქროს საჭე 2013" მიმდინარეობს

კონკურსი "ოქროს საჭე 2013" მიმდინარეობს

ჟურნალ "აუტო ბილდის" და კომპანია "ვისოლის" ერთობლივი პროექტი, საავტომობილო ოსკარად წოდებული კონკურსი "ოქროს საჭე 2013" უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს და წლის საუკეთესო ავტომობილების გამოვლენას ისახავს მიზნად.

კონკურსში "ოქროს საჭე 2013" რენოს ცენტრი ტესტ დრაივით ჩაერთო. ახალმა "რენო დასტერმა" დიდ დიღომში ოფროუდის რთული ბარიერები დაძლია და უგზოობის პირობებში, საკუთარ შესაძლებლობებში დაგვარწმუნა. თუმცა საავტომობილო ოსკარად წოდებულ დაჯილდოებაში რენოს ცენტრი მონაწილეობას 2013 წლის მოდელით ღენაულტ ჩაპტურ- ით იღებს, რომელიც ჯერჯერობით ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

"დღევანდელი ჩვენი შეხვედრა იმან განაპირობა, რომ "ოქროს საჭე" არის ძალიან დიდი და პრესტიჟული პროექტი არამარტო საქართველოში, არამედ გლობალურად. მადლობა მინდა გადავუხადო "აუტო ბილდს", რომ შესაძლებლობა მოგვცა მონაწილეობა მიგვეღო ამ კონკურსში. მოვუწოდებთ მომხმარებელს, დააფასოს ჩვენი ბრენდი და ხმა მისცეს კონკრეტულად ღენაულტ ჩაპტურ-ს, რომელიც 2013 წელს ჩაეშვა მოხმარებაში. იმედი გვაქვს, რომ 2014 წელს ჩვენც შევთავაზებთ მომხმარებელს ამ მოდელს", - განაცხადა "რენოს" ოფიციალურმა დილერმა საქართველოში "ფრანს ავტოს" მარკეტინგის მენეჯერმა ერეკლე გაბუნიამ.

ჟურნალ "აუტო ბილდის" პრესტიჟულ საავტომობილო დაჯილდოებაში მონაწილეობას წლის საუკეთესო ავტომობილები იღებენ, ხმის მიცემის პროცედურა რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს და მასში მონაწილეობა "პალიტრა მედიის" საიტებზე, ასევე კომპანია "ვისოლის" ვებგვერდზე და ფეისბუქით არის შესაძლებელი. "ოქროს საჭე 2013" გრძელდება.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია