როგორ მოვიზიდოთ ფულის ენერგია 2014 წელს - რჩევები მიხეილ ცაგარელისგან

როგორ მოვიზიდოთ ფულის ენერგია 2014 წელს - რჩევები მიხეილ ცაგარელისგან

რო­გორც შეხ­ვდე­ბი ახალ წელს, მთე­ლი წე­ლი ისე­თი იქ­ნე­ბა­ო, - ნათ­ქვა­მი­ა. "ყვე­ლა სი­ახ­ლეს" ას­ტრო­ლოგი მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლი შე­სა­ბა­მის რჩე­ვებს აძ­ლევს.

-  რო­გორ შევ­ხვდეთ 2014 წელს, რა­თა ახა­ლი წე­ლი ჩვენ­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდეს?

-  2014 წელს, ცხე­ნის წე­ლი­წადს, უმ­ჯო­ბე­სი­ა, მრა­ვალ­რიცხ­ო­ვან კამ­პა­ნი­ა­ში შევ­ხვდეთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მხი­ა­რუ­ლად და ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც იქ­ნე­ბა სა­თა­მა­შო, სა­ცეკ­ვა­ო ფარ­თობი. ცხენს უყ­ვარს სირ­ბი­ლი და სივ­რცე. თუ ახალ წელს შინ ხვდე­ბით, აირ­ჩი­ეთ ყვე­ლა­ზე დი­დი ოთა­ხი და იქ შეხ­ვდით. კარ­გი იქ­ნე­ბა შეხ­ვედ­რა მე­გობ­რებ­თან, ახ­ლობ­ლებ­თან, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვებ­თან.

-  რო­გორ მოვ­რთოთ ნაძ­ვის ხე, რა ფე­რებს მი­ვა­ნი­ჭოთ უპი­რა­ტე­სო­ბა?

-  სა­თა­მა­შო­ე­ბის ფე­რებ­ში უნ­და ელ­ვა­რებ­დეს: მწვა­ნე, ოქ­როს­ფე­რი, ყვი­თე­ლი ფე­რე­ბი. ში­გა­და­შიგ წი­თე­ლიც. რად­გან წე­ლი­წა­დის ერ­თ-ერთ მმარ­თვე­ლი და მას­პინ­ძე­ლი ხის სტი­ქი­ა­ა, ამი­ტომ რაც მე­ტად იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ოთახ­ში და სუფ­რა­ზე ხის ნა­კე­თო­ბე­ბი, უკე­თე­სი­ა. ნაძ­ვის ხის გვერ­დით მო­ა­თავ­სეთ ჩი­ჩი­ლა­კი, ხის სტი­ქია ცხე­ნის დამ­ცვე­ლი ელე­მენ­ტი­ა, ამი­ტომ თქვენს სამ­კა­ულ­შიც უნ­და ერი­ოს ხის­გან შექ­მნი­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, მძი­ვე­ბი, რაც თქვენ­თვის ამუ­ლე­ტის როლს შე­ას­რუ­ლებს. სა­მოს­ში სა­სურ­ვე­ლია მწვა­ნე, ყა­ვის­ფე­რი, ბე­ჟი, კრე­მის­ფე­რი, ოქ­როს­ფე­რი ტო­ნე­ბი. ში­გა­და­შიგ შე­იძ­ლე­ბა წი­თე­ლი ფე­რის აქ­სე­სუ­ა­რის გა­მო­ყე­ნე­ბაც. რაც მე­ტად მო­ა­პირ­კე­თებთ თქვენს სახლს ხის მა­სა­ლით, მით უკე­თე­სი იქ­ნე­ბა თქვე­ნი იღ­ბლის­თვის.

-  სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის­თვის რა კერ­ძე­ბი უნ­და მომ­ზად­დეს?

-  საკ­ვებ რა­ცი­ონ­ში შე­ი­ტა­ნეთ სა­ლა­თე­ბი, ბოს­ტნე­უ­ლი, ხი­ლი, უმე­ტე­სად მწვა­ნე ფე­რის, მათ შო­რის კარ­გი­ა ­კი­ვი. სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე უნ­და იყოს თევ­ზე­უ­ლი და ხორ­ცის კერ­ძე­ბი, თუმ­ცა არა ცხე­ნის ხორ­ცი! ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბი­დან: სა­ცი­ვი, ხა­ჭა­პუ­რი, გო­ზი­ნა­ყი, ნამ­ცხვრე­ბი, ასე­ვე უნ­და იყოს ღვი­ნო, შამ­პა­ნუ­რი, გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი, რაც მე­ტად შე­უწყ­ობს ხელს ცხე­ნის ვიბ­რა­ცი­ულ ენერ­გი­ებ­თან შერ­წყმას. ნუ მი­ი­ტანთ სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე ლუდ­სა და ბუ­რახს. ცხე­ნი მხი­ა­რუ­ლი და აზარ­ტუ­ლი­ა. მას უყ­ვარს ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბი, სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტე­ბი. იღ­ბლის ელე­მენ­ტი წელს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია წყალ­თან, კარ­გი იქ­ნე­ბა ჯა­მის წყლით ავ­სე­ბა, შიგ­ნით რკი­ნის ფუ­ლის ჩაყ­რა, რაც თქვენ­კენ ფუ­ლის ენერ­გი­ას მო­ი­ზი­დავს. რად­გან ცხე­ნის წე­ლი­წა­დი ცვლი­ლე­ბე­ბის მომ­ტა­ნი­ა, ამი­ტომ კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ახა­ლი წლის ღა­მეს ჩვე­ულ ფორ­მას, ტან­საც­მელს შე­იც­ვლით, რა­ი­მე ახალს შე­ი­ძენთ და ჩა­იც­ვამთ, შეც­ვა­ლეთ თქვე­ნი გა­რეგ­ნუ­ლი იმი­ჯი, თუნ­დაც თმის ვარ­ცხნი­ლო­ბა.

-  რა ვა­ჩუ­ქოთ სა­ა­ხალ­წლოდ ახ­ლობ­ლებს?

-  წელს სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი ცხე­ნის ნა­ლი­ა, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მას კარ­ზე ან შე­მო­სას­ვლელ­თან ჩა­მო­კი­დებთ. ახა­ლი წლის ღა­მეს, სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე ცხე­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა წი­ნა პლან­ზე მო­ა­თავ­სეთ, ოდ­ნავ უკან კი - გვე­ლის, რად­გან 31 იან­ვრამ­დე აღ­მო­სავ­ლუ­რი კა­ლენ­დრით გვე­ლის წე­ლი­წა­დი გრძელ­დე­ბა. სა­სურ­ვე­ლი­ა, თუ ნა­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა მა­გი­და­ზეც გვე­დე­ბა. ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე აან­თეთ 1,2 ან 7 სან­თე­ლი, მწვა­ნე ან ყვი­თე­ლი ფე­რის, სთხო­ვეთ ცეცხ­ლის სტი­ქი­ას, რი­სი შეს­რუ­ლე­ბა გსურთ მო­მა­ვალ წელს, და რომ მან და­ი­ტო­ვოს 2013 წლის დარ­დე­ბი და პრობ­ლე­მე­ბი. ასე ან­თე­ბუ­ლი სან­თლით შეხ­ვდით ახა­ლი წლის დად­გო­მას, შემ­დეგ შე­გიძ­ლი­ათ სან­თე­ლი ჩა­აქ­როთ და სხვა დროს აანთოთ. მი­ნე­რა­ლე­ბი­დან გა­მო­ი­ყე­ნეთ მა­ლა­ქი­ტი, ოლი­ვი­ნი და სხვა ყვი­თე­ლი და მწვა­ნე ფე­რის ქვე­ბი.

თეკლა ტუღუში

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია