"გა­წეწ­ვა ქარ­თუ­ლად"- რა ჯდე­ბა ქარ­თუ­ლი ახა­ლი წე­ლი

"გა­წეწ­ვა ქარ­თუ­ლად"- რა ჯდე­ბა ქარ­თუ­ლი ახა­ლი წე­ლი

სა­ა­ხალ­წლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ხელ­მოკ­ლე ოჯა­ხიც­ კი, რომ იტყ­ვი­ან, "ნემ­სის ყუნ­წში გაძ­ვრე­ბა" და სა­ა­ხალ­წლო სუფ­რას მა­ინც გაშ­ლის. რა ჯდე­ბა ქარ­თუ­ლი ახა­ლი წე­ლი? შემ­წვა­რი გო­ჭის გა­რე­შე ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­ა. მას და­ახ­ლო­ე­ბით 90-100 ლარ­ში შე­ვი­ძენთ. გო­ჭის ფასს არც ინ­და­უ­რი ჩა­მორ­ჩე­ბა, მი­სი ფა­სი 70-80 ლა­რამ­დე­ა. შემ­წვა­რი გო­ჭის არ იყოს, ინ­და­უ­რის სა­ცი­ვი სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი­ა. გო­ზი­ნა­ყი - ახა­ლი წლის სიმ­ბო­ლო, ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი ნუგ­ბა­რი­ა. მი­სი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის ფა­სიც საგ­რძნობ­ლად მო­მა­ტე­ბუ­ლი­ა. 1 კგ თაფ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 15-19 ლა­რამ­დე­ა, ნიგ­ვზის კი - 19-26 ლა­რამ­დე. ქა­თა­მი 15-18 ლა­რი ღირს. სუფ­რას არც სუ­ლუ­გუ­ნი, თევ­ზი და ლო­რი უნ­და აკ­ლდეს. სუ­ლუ­გუ­ნი­სა და ლო­რის ფა­სი 12-დან 15-ლა­რამ­დე­ა. მე­ნი­უ­ში სა­ლა­თებ­თან და ფხა­ლე­ულ­თან ერ­თად სო­კოც აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა, რომ­ლის ფა­სი 10 ლა­რი­დან იწყ­ე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ღვი­ნოს - ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლურ ვა­რი­ან­ტში 20 ლიტ­რი ღვი­ნო 50-70 ლა­რი ჯდე­ბა. ტკბი­ლე­უ­ლის მხრივ დი­დი არ­ჩე­ვა­ნია - შო­კო­ლა­დის ფა­სი 8 ლა­რი­დან იწყ­ე­ბა, სა­უ­კე­თე­სო შო­კო­ლადს კი 25-30 ლა­რად შე­ი­ძენთ. რა თქმა უნ­და, უფ­რო ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი შო­კო­ლა­დიც არ­სე­ბობს, თუმ­ცა ოჯა­ხის ბი­უ­ჯე­ტიც უნ­და გა­ვით­ვალის­წი­ნოთ... ტკბი­ლე­ულ­თან ერ­თად სუფ­რას არც ხი­ლი და ჩურ­ჩხე­ლა უნ­და ­აკ­ლდეს. ჩურ­ჩხე­ლის ფა­სი 2-2.5 ლარს შე­ად­გენს, ხილს 2-3 ლა­რად შე­ი­ძენთ. მოკ­ლედ, სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა სა­შუ­ა­ლოდ 500-600 ლა­რი და­გიჯ­დე­ბათ. ... გა­ივ­ლის ახა­ლი წე­ლი და, ზო­გი­ერ­თი კერ­ძი სუფ­რა­ზე კვლავ ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი­ა. ჩვენ კი ზედ­მე­ტი სას­მელ­-საჭ­მე­ლის­გან თა­ვი გვტკი­ვა და ინ­და­უ­რის სა­ცი­ვი თუ შემ­წვა­რი გო­ჭის გემ­რი­ე­ლი ნა­ჭე­რი უკ­ვე არც ისე მიმ­ზიდ­ვე­ლი გვეჩ­ვე­ნე­ბა. რას ვი­ზამთ, რაც მთა­ვა­რი­ა, ახალ წელს ღირ­სე­უ­ლად შევ­ხვდით, ჩვენს სა­ა­ხალ­წლო სუფ­რას "ჩი­ტის რძეც" კი არ აკ­ლდა... ახა­ლი წლის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი­სათ­ვის ალ­ბათ ყვე­ლა­ზე "მძი­მე­ა", ბო­ლოს და ბო­ლოს ამ­დენ კერძს მო­ნე­ლე­ბა არ უნ­და?

ქეთი საგინაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია