"იმ დღეს მეც უნდა ვყოფილიყავი "შარდენ-ბარის" სუფრაზე" - ვანო მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე

"იმ დღეს მეც უნდა ვყოფილიყავი "შარდენ-ბარის" სუფრაზე" - ვანო მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე

ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და აცხადებს, რომ ეს "ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს გატარებული რადიკალური რეფორმების გარდაუვალი შედეგი იყო.

ამჯამად პატიმრობაში მყოფე ექს-პრემიერს "კვირის პალიტრამ" ციხეში შეკითხვები შეუგზავნა, მან კი რამდენიმე კითხვა უპასუხოდ დატოვა.

"ისეთი რადიკალური და ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელმაც ქართველი საზოგადოება სრულიად შეცვალა, შეუძლებელი იყო, სხვანაირი შედეგით დასრულებულიყო. თქვენ ხართ პირველი ჟურნალისტი, ვინც ახსენა, რომ ვაზაგაშვილის დროს არ ვიყავი მინისტრი, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ნებისმიერი მცდელობა, გავემიჯნო ჩვენი ხელისუფლების დროინდელ მოვლენებს, უაზრობაა", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

ექს-პრემიერმა გირგვლიანის საქმის გამოძიებაში საკუთარი წვლილის შესახებაც ისაუბრა.

"იმ დღეს მეც უნდა ვყოფილიყავი იმ სუფრაზე და რაღაც შემთხვევის გამო ვერ მივედი... გამოძიება მედავება, თუ რატომ არ გადაეცა დაუყოვნებლივ საქმე პროკურატურას. ყველაზე მსუბუქი მუხლი მაქვს წაყენებული და ის, ძირითადად, ჯარიმას ან პირობით სასჯელს ითვალისწინებს", - განაცხადა ყოფილმა შს მინისტრმა.

მერაბიშვილმა უპასუხოდ დატოვა შეკითხვა გირგვლიანის მკვლელების განაჩენთან მისი ოჯახის წევრთა კავშირის შესახებ.

- გირგვლიანი საქმეში თქვენი ოჯახის წევრიც ფიგურირებდა. ჩვენ ვნახეთ, რომ სასამართლო, მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, მკაცრი არ ყოფილა დამნაშავეთა მიმართ. ხომ არ აღმოჩნდა მერაბიშვილი თავისივე გარემოცვის მსხვერპლი, ანუ თუ მკაცრად დაისჯებოდნენ მკვლელობის შემსრულებლები, მათ შეიძლება თითი თქვენი ოჯახისკენაც გამოეშვირათ. ხომ არ მოგიწიათ არჩევანის გაკეთებამ, რომ ყველაფრის ფასად დაგეცვათ მეუღლე?

- ???

"გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისის გარეთ, სასაფლაოს მახლობლად გარდაცვლილი იპოვეს მრავალჯერადი დაზიანებებით, რომლებიც სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის შედეგი უნდა ყოფილიყო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ