როგორი ამინდი იქნება ახალი წლის დღეებში

როგორი ამინდი იქნება ახალი წლის დღეებში

საქართველოში ახალი წლის დღეებში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა, 7 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით მოსალოდნელია +6;+11 გრადუსი; მთაში +2;+7, ხოლო მაღალმთაში _ 0;5 გრადუსი. ღამით დაფიქსირდება ყინვა. კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -10; -5; კახეთში -5;-3; მთებში -13;-8; ხოლო მაღალმთაში -16;-11.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია +1;+6; ზოგან -3 გრადუსამდე, კერძოდ, სამეგრელოსა და ზუგდიდში. მთაში იქნება -8;-3 გრადუსი ყინვა, ხოლო მაღალმთაში -13;-8.

ამასთან, დასავლეთ საქართველოს ბარში დღისით საშუალოდ ტემპერატურა იქნება +7;+12 გრადუსი; მთაში +3;+8; ხოლო მაღალმთაში 0;+5 გრადუსი.

თბილისში ახალი წლის დღეებში და შემდეგ ჰაერის საშუალო ტემპერატურა ღამით -4;-2 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო დღისით +7;+9.

ნინო წვერავას განცხადებით, ამინდის პროგნოზში აღნიშნული ყინვები ნორმალურია. მთლიანი თვის კლიმატური პირობების პროგნოზით სხვა წლებთან შედარებით იანვარი თბილი თვე იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია