ახალი წლის ღამეს თბილისის მეტროპოლიტენი და საბაგირო ღამის 02:00 საათამდე უფასოდ იმუშავებს

ახალი წლის ღამეს თბილისის მეტროპოლიტენი და საბაგირო ღამის 02:00 საათამდე უფასოდ იმუშავებს

ახალი წლის ღამეს თბილისის მეტროპოლიტენი და საბაგირო ღამის 02:00 საათამდე იმუშავებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ღამის 23:00 საათიდან 02:00 საათამდე მეტროც და საბაგიროც უფასო იქნება. "ხვალიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულ მუშაობას, იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებები ეწყობა. მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება დამატებით ორი საათით და ხვალ საღამოს 11 საათიდან იქნება უფასო. ხვალ ღამე რიყეზე დაგეგმილი ღონისძიებებიდან გამომდინარე გახანგრძილვდება ასევე საბაგიროს მუშაობაც და ღამის 02:00 საათამდე იმუშავებს. ღამის 11 საათიდან საბაგიროს მუშაობაც იქნება უფასო", - აღნიშნა აკაკი ჯოხაძემ.

თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძის თქმით კი, ხვალიდან ძველით ახალი წლის ჩათვლით საგანგებო სიტუაციათა სამსახური გაძლიერებულ რეჟიმში იმუშავებს. "გაძლიერებულ რეჟიმში ვიმუშავებთ ძველ ახალ წლამდე, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით წელლს მაშხალებთან დაკავშირებით ძალიან ცოტა შემთხვევაა. თუმცა, ბევრი მოქეიფე ადამიანია, არიან ნასვამი ადამიანები ახალი წლის დღეებში და სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მოქალაქეებს. ასევე, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ შუშხუნები და მაშხალები გამოიყენონ ინსტრუქციით, ასევე, ბავშვები მოარიდონ ნაძვის ხის ნათურებსა და სათამაშოებს და ამ მიმართულებით ყველა ფრთხილად იყოს", - განაცხადა გიორგაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია