"მთვრა­ლი სან­ტა-­კლა­უ­სი სახ­ლი­დან სულ კინ­წის­კვრით გა­ვაგ­დეთ"

"მთვრა­ლი სან­ტა-­კლა­უ­სი სახ­ლი­დან სულ კინ­წის­კვრით გა­ვაგ­დეთ"

სა­ქარ­თვე­ლო­ში სე­ზო­ნურ ბი­ზ­ნესს მი­ე­კუთ­ვნე­ბა სან­ტა-­კლა­უ­სე­ბი­სა თუ თოვ­ლის ბა­ბუ­ე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბის სერ­ვი­სი. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" ერ­თ-ერთ ასეთ კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბუ­ლებს გა­ე­სა­უბ­რა, რო­მელ­თაც სა­ხა­ლი­სო ის­ტო­რი­ე­ბი გა­იხ­სე­ნეს.

ვა­სო (21 წლის): - ერ­თ-ერთ სკო­ლა­ში, ჩვენ­თვის გა­უ­გე­ბა­რი მი­ზეზით, ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ცუ­დად გა­ნეწყო ჩვენს მი­მართ და და­ას­კვნა, რომ ბავ­შვებს ვერ ვარ­თობ­დით. ჩვენ გვაქვს თა­მა­ში, რო­მელ­საც "თო­კის გა­და­ქაჩ­ვა" ჰქვი­ა, ფიფ­ქია და გო­გო­ე­ბი ეჯიბ­რე­ბი­ან სან­ტა­სა და ბი­ჭებს. სა­ნამ ბავ­შვებს თა­მა­შის წე­სებს ვუხ­სნი­დი, ამ გაბ­რა­ზე­ბულ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა თო­კის მთე­ლი ძა­ლით გა­ქაჩ­ვა და­იწყო და მეც მი­მათ­რევ­და, წარ­მო­იდ­გი­ნეთ მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც თოკს ექა­ჩე­ბა და სან­ტა, რო­მე­ლიც წაქ­ცე­ვის პი­რა­საა და ყვი­რის - რას შვრე­ბი­თ? მი­პა­სუ­ხა - თქვენ ვერ არ­თობთ და მე მა­ინც გა­ვარ­თობ ბავ­შვებ­სო. ბო­ლოს ზღარ­თა­ნი მო­ვა­დი­ნე და ბავ­შვებ­მაც ბევ­რი იცი­ნეს (ი­ცი­ნის).

გი­ორ­გი, 30 წლის: სან­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე და ჩემს შვილს კარ­გი მო­გო­ნე­ბე­ბი არ გვაქვს. სა­ბა სა­მი წლის იყო და გა­დავ­წყვი­ტე, ახა­ლი წლის ღა­მეს მის­თვის სან­ტას მო­ე­ტა­ნა სა­ჩუ­ქა­რი. დავ­რე­კე ერ­თ-ერთ გა­სარ­თობ ცენ­ტრში და გა­მო­ვი­ძა­ხე. ჯერ ერ­თი, რომ არა­პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა და პირ­ვე­ლის ნა­ხევ­რის ნაც­ვლად ორის ნა­ხე­ვარ­ზე მო­ვი­და ნა­ხევ­რად მძი­ნა­რე ბავ­შვთან, თა­ნაც, ნუ­ნუ­ას მოყ­ვა­რუ­ლიც ყო­ფი­ლა და გზა­დაგ­ზა კარ­გად გა­მომ­თვრა­ლა. შე­მო­ვი­და თუ არა, ისე არა­ბუ­ნებ­რი­ვად ბო­ხი ხმით აღ­რი­ალ­და, რომ ბავ­შვი და­ი­ძა­ბა, მე­რე უთხ­რა - ასე ნუ მი­ყუ­რებ, თო­რემ ცუ­დი კა­ცე­ბი შეგ­ჭა­მე­ნო და ამა­ზე სა­ბა გა­დაბ­ჟირ­და. მე და ჩე­მი ძმა­კა­ცე­ბი ისე გავ­ბრაზ­დით, რომ სახ­ლი­დან სულ კინ­წის­კვრით გა­ვაგ­დეთ, მოკ­ლედ, ახა­ლი წლის ღა­მეს სან­ტა "გავ­ტის­კეთ". მას შემ­დეგ ბავ­შვი სად­მე თოვ­ლის ბა­ბუას რომ გა­ი­გო­ნებს, ყვი­რის - თოვ­ლის ბა­ბუ არ მინ­და, არ მინ­და­ო.

ნი­კა, 25 წლის: რამ­დე­ნი­მე წე­ლი­ა, სან­ტად ვმუ­შა­ობ და ფიფ­ქი­ას­თან ერ­თად გა­მო­ძა­ხე­ბებ­ზე დავ­დი­ვარ. ახა­ლი წლის სა­ღა­მო კარ­გად იწყ­ე­ბა, მაგ­რამ პირ­ვე­ლი სა­ა­თის მე­რე სა­მუ­შაო რთულ­დე­ბა, რად­გან ხალ­ხი თვრე­ბა და თავს ბევ­რის უფ­ლე­ბას აძ­ლევს. ხში­რად მთვრა­ლე­ბი რე­კა­ვენ და გვე­უბ­ნე­ბი­ან, მხო­ლოდ ფიფ­ქი­ას გა­მო­ძა­ხე­ბა გვინ­და, სან­ტას გა­რე­შეო (ი­ცი­ნის). ასე­თებს, რა თქმა უნ­და, მა­შინ­ვე ვუ­თი­შავთ ტე­ლე­ფონს. თა­ვის­თა­ვად, ფიფ­ქი­ე­ბი ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბი არი­ან და ხში­რად გვი­წევს მა­თი დაც­ვაც. ერ­თი შემ­თხვე­ვა მახ­სენ­დე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­თვის კუ­რი­ო­ზი ნამ­დვი­ლად არ არის. გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­სუ­ლებს შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლი მო­ქე­ი­ფე ტი­პე­ბიც დაგ­ვხვდნენ და ცუდ დღე­ში აღ­მოვ­ჩნდით. ერ­თ-ერ­თი ფიფ­ქი­ას მო­ხიბ­ვლას ცდი­ლობ­და, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი ღვი­ნოს ძა­ლით მას­ხა­მდნენ პირ­ში, ამ და­ძა­ბუ­ლო­ბა­ში ვხე­დავ, რომ მთვრალ­მა მა­მა­კაც­მა ფიფ­ქია მე­ტის­მე­ტად შე­ა­წუ­ხა. რა თქმა უნ­და, ფი­ფ­ქი­ას დახ­სნა გა­დავ­წყვი­ტე, რა­საც შე­ლა­პა­რა­კე­ბა, შემ­დეგ კი ჩხუ­ბი მოჰ­ყვა, სახ­ლში ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა დად­გა და იქი­დან გა­წე­წი­ლებ­მა ძლივს გა­მო­ვაღ­წი­ეთ. ასე რომ, სან­ტებს ხში­რად გვი­წევს მთვრა­ლი კა­ცე­ბის­გან ფი­ფ­ქი­ე­ბის დაც­ვა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ბა­ლი კულ­ტუ­რის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი­ა.

თბი­ლის­ში 2000-ლა­რი­ა­ნი ნაძ­ვის ხე­ე­ბი კარ­გად იყი­დე­ბა

თბი­ლის­ში ნაძ­ვის ხის ფა­სე­ბი 14-15 ლა­რიდან იწყ­ე­ბა. და­თოვ­ლი­ლი ნაძ­ვის ხე­ე­ბი კი - 500-700 ლა­რი ღირს. იყი­დე­ბა ათას­ლა­რი­ა­ნი ნაძ­ვის ხე­ე­ბიც, რო­მე­ლიც 3 მეტ­რის სი­მაღ­ლი­სა­ა. რო­გორც ერ­თ-ერ­თი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის კონ­სულ­ტან­ტმა გვითხ­რა, ქსელ­ში 4-მეტ­რი­ა­ნი ნაძ­ვის ხე­ე­ბიც აქვთ, რო­მელ­თა ფა­სი 2 ათა­სი ლა­რი­ა. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან კარ­გად იყი­დე­ბა.

ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნაძ­ვის ხე მსოფ­ლი­ო­ში

ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნაძ­ვის ხე 2010 წელს აბუ-­და­ბის სას­ტუმ­რო Eმი­რა­ტეს Pა­ლა­ცე-­ში დად­გეს. მის მო­სარ­თა­ვად გა­მო­ი­ყე­ნეს ოქ­როს, მარ­გა­ლი­ტის, ბრი­ლი­ან­ტის, სა­ფი­რო­ნი­სა და ზურ­მუხ­ტის სა­თა­მა­შო­ე­ბი. ნაძვს სა­თა­მა­შო­ე­ბის გარ­და სა­ა­თე­ბი, სა­მა­ჯუ­რე­ბი და ყელ­სა­ბა­მე­ბი ამ­შვე­ნებ­და. ნაძ­ვის ხე 11 მლნ დო­ლა­რად იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი.

მაკა ქობალია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია