სიჩქარის გადაჭარბებაზე 100-ლარიანი ჯარიმა განახევრდა

სიჩქარის გადაჭარბებაზე 100-ლარიანი ჯარიმა განახევრდა

სიჩქარის გადაჭარბებაზე 100-ლარიანი ჯარიმა 2014 წლის 1-ელი იანვრიდან განახევრდა. 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმის ოდენობის 100 ლარიდან 50 ლარამდე შემცირებას, ხოლო საურავის ოდენობის 500-დან 150 ლარამდე დაწევას ითვალისწინებს.

1-ელი იანვრიდან ასევე განახევრდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმის და მასზე დარიცხული საურავის გადაუხდელობისთვის მართვის უფლების ჩამორთმევის ვადები. კერძოდ, 1 წლის ვადით მართვის უფლების ჩამორთმევა იცვლება ექვსი თვით, ხოლო 2 წლის ვადით მართვის უფლების ჩამორთმევა - 1 წლის ვადით.

გარდა ამისა, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" აქამდე მოქმედი ნორმის მიხედვით, ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის გამო, 1 წლის ვადით ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენისთვის პირს 1000 ლარიანი ჯარიმა უნდა გადაეხადა, ხოლო 2 წლის ვადით ჩამორთმევის შემთხვევაში - 1500 ლარი. კანონის ეს ნაწილიც შეიცვალა - 6 თვის ვადით ჩამორთმეული მართვის უფლების დადგენილება შეიცვალა 500 ლარის ოდენობის ჯარიმით, ხოლო მართვის უფლების ერთი წლის ვადით ჩამორთმევის შემთხვევაში, 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა