დუტა: "ა­რა­ვის ვურ­ჩევ, მეკ­ვლედ მი­მიწ­ვი­ოს"

დუტა: "ა­რა­ვის ვურ­ჩევ, მეკ­ვლედ მი­მიწ­ვი­ოს"

მუ­დამ მო­უც­ლელ მსა­ხი­ობ­სა და შო­უ­მენ დუ­ტა სხირ­ტლა­ძეს ძვე­ლი და ახა­ლი წლის მიჯ­ნა­ზე შევ­ხვდით და იმ­წამს კა­ხურ­-სხარ­ტუ­ლად მო­მი­გო: ინ­ტერ­ვი­უც მო­მიჯ­ნა­ვე გა­მოგ­ვი­ვა­ო. ჰო­და, სწო­რედ ამ "მო­მიჯ­ნა­ვე ინ­ტერ­ვი­უს" ვთა­ვა­ზობთ ჩვენს მკითხ­ველს სა­ა­ხალ­წლოდ.

- სხვა­თა შო­რის, ახა­ლი წე­ლი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან "და­ლა­გე­ბუ­ლი" მაქვს, თუ იმას არ ვი­გუ­ლის­ხმებთ, რომ სულ სადღ­აც ვარ, სა­ა­ხალ­წლო შო­უპ­როგ­რა­მა­ზე და სულ შინ გა­მოვ­რბი­ვარ, ახალ წე­ლი­წადს რომ მო­ვუს­წრო. მხო­ლოდ ორ­ჯერ მო­მი­წია გა­რეთ, სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად შეხ­ვედ­რამ, და­ნარ­ჩე­ნად კი, "ა­ხა­ლი წე­ლი" ჩემ­თან სა­ო­ჯა­ხო დღე­სას­წა­უ­ლი­ა. შინ ტრა­დი­ცი­ად გვაქვს, ყვე­ლა­ნი ერ­თად შე­ვიკ­რი­ბოთ, და­ვე­ლო­დოთ უც­ვლელ მეკ­ვლეს - ჩემს მე­გო­ბარს და მე­რე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვეწ­ვი­ოთ მე­გობ­რებს.

- არ გა­უც­ვდა მეკ­ვლეს ფე­ხი, ასე­თი კარ­გი­ა, რომ არ ცვლი?

- ძა­ლი­ან კარ­გია და ვერ გა­მოვ­ცვლი.

- ალ­ბათ, ამი­ტო­მა­ა, მუ­დამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღ­ე­ბის ცენ­ტრში რომ ხარ, სა­მუ­შაო გაქვს და ა.შ.

- კი, სულ მა­გი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა (ი­ცი­ნის). არა­და, თვი­თონ არას­დროს დავ­დი­ვარ მეკ­ვლედ, არ მიყ­ვარს და არც არა­ვის ვურ­ჩევ, მი­მიწ­ვი­ოს. ამ დროს სა­ა­ხალ­წლოდ ყო­ველ­თვის კარგ გუ­ნე­ბა­ზე ვარ, ვმხი­ა­რუ­ლობ, მაგ­რამ არ მაქვს კარ­გი ფე­ხი. ბავ­შვო­ბის შემ­დეგ დავ­შინ­დი: მე­გობ­რის ოჯახ­ში მეკ­ვლედ რომ მი­ვე­დი, ის წე­ლი­წა­დი ძა­ლი­ან ცუ­დი აღ­მოჩ­ნდა იმ ოჯა­ხის­თვის. ამი­ტომ მას მე­რე აღა­რა­ვის­თან მივ­დი­ვარ.

- ეგ მა­ინც ცრურ­წმე­ნა მგო­ნი­ა...

- მეკ­ვლე­ო­ბა ცრურ­წმე­ნა ვერ იქ­ნე­ბა. "კუჩხი ბე­დი­ნე­რი" ხომ გაქვს ნა­ნა­ხი?!

- დუ­ტა, 2013-ზე რას იტყ­ვი, რო­გო­რი წე­ლი­წა­დი იყო შენ­თვის, რა­ღაც, და­დინ­ჯე­ბუ­ლიც მეჩ­ვე­ნე­ბი წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში?

- საკ­მა­ოდ კარ­გი წე­ლი­წა­დი მქონ­და. 2013-ში 40 წე­ლი შე­მის­რულ­და.

- და დაბ­რძენ­დი?

- სულ ბრძე­ნი ვი­ყა­ვი, ოღონ­დაც - ცე­ტი. სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ბრძე­ნე­ბი ხომ არ­სე­ბო­ბენ, მა­გა­ლი­თად, დი­ო­გე­ნე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კას­რში რომ იჯ­და... ამი­ტო­მაც არ მე­ში­ნი­ა, ერ­თდრო­უ­ლად ცე­ტიც ვი­ყო და ბრძე­ნიც (ი­ცი­ნის)... "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" ჩემს სი­დინ­ჯეს რაც შე­ე­ხე­ბა, ვფიქ­რობ, ეს მა­ინც ფორ­მა­ტის ბრა­ლია - ოთხი წამ­ყვა­ნი ვართ, ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წა­რაა და­წე­რი­ლი და იმ­პრო­ვი­ზა­ცი­აც ნაკ­ლე­ბი­ა.

- მა­ინც რით იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი 2013 წე­ლი?

- პირ­ვე­ლი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი "გი­ვი" გა­და­ვი­ღე. კო­მე­დი­უ­რი ჟან­რი ავირ­ჩი­ე, რად­გან ვი­ფიქ­რე, უფ­რო ახ­ლო­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ჩემ­თვის. ახ­ლა კი­დევ მო­რიგ ექ­სპე­რი­მენტს ვა­ტა­რებ: მე­გო­ბარ­თან - ტო­რე­სა მოს­თან ერ­თად ზღაპ­რის სცე­ნარს ვწერ, ბავ­შვე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მის გა­და­ღე­ბა გვინ­და. ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ცოდ­ნა არ ჰყოფ­ნის ჩე­მი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ამი­ტომ კონ­სულ­ტა­ცი­ებს გავ­დი­ვართ ეთერ თა­თა­რა­ი­ძეს­თან, ბა­ტონ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­თა­ნაც ვი­ყა­ვით - ცხა­დი­ა, არა რო­გორც პო­ლი­ტი­კოს­თან, არა­მედ - რო­გორც წიგ­ნი­ერ ადა­მი­ან­თან. სა­ო­ცა­რი მი­თო­ლო­გია გვქო­ნია და ჩე­მი ფილ­მ-ზღაპ­რით ჩვენს წელ­თაღ­რიცხ­ვამ­დე წლებ­ში, სა­უ­კუ­ნე­ებ­ში უნ­და გა­და­ვი­ნაც­ვლოთ... რომ იცო­დე, ხმა­მაღ­ლა აქამ­დე არც მი­ლა­პა­რა­კია ამა­ზე, პირ­ვე­ლად შენ გიყ­ვე­ბი... სა­ერ­თოდ, ზღაპ­რე­ბი მიყ­ვარს. გეხ­სო­მე­ბა, წლე­ბის წინ ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან 250 ზღა­პა­რი ვუ­ამ­ბე სა­ქარ­თვე­ლოს ბავ­შვებს.

- ძვე­ლი წლის მი­წუ­რულს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წყვი­ლიც და­სა­ხელ­დე­ბა, ოღონდ ჩვე­ნი გა­ზე­თი მა­ნამ­დე გა­მო­დის. შე­ნი ფა­ვო­რი­ტი ვინ არის და ვინ გგო­ნი­ა, რომ გა­ი­მარ­ჯვებს?

- ძა­ლი­ან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ ქე­თი ხა­ტი­აშ­ვილს, რო­მე­ლიც მარ­თლა აღ­მო­ჩე­ნა­ა, ძა­ლი­ან კარ­გი გო­გო­ნაა თა­კო, მაგ­რამ... გი­ორ­გი ყიფ­ში­ძეს­თან ბავ­შვო­ბი­დან ვმე­გობ­რობ და არც ვმა­ლავ, რომ სწო­რედ მას ვგულ­შე­მატ­კივ­რობ და მი­სი გა­მარ­ჯვე­ბა მინ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად. მი­სი "ნე­ლი ვალ­სი" მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო, უდი­დე­სი ემო­ცია მო­დი­ო­და. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ემო­ცი­ით სავ­სე პრო­ექ­ტი­ა.

- არ იცეკ­ვებ თუნ­დაც მო­მა­ვალ სე­ზონ­ზე, ან პარ­ტნი­ო­რად ვის აირ­ჩევ­დი?

- არ ვი­ცეკ­ვებ. სა­ჩე­მოდ ეგ პრო­ექ­ტი არ მომ­წონს. მე მხო­ლოდ ჩემ­თვის ცეკ­ვა მიყ­ვარს, ტუ­ტუ­ცო­ბე­ბი. მაგ­დენს რა ის­წავ­ლის, სად მაქვს დრო! ისე, თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც ვი­ცეკ­ვებ­დი, ჯუ­ლი­ა­ნა ბარ­გნარს ავირ­ჩევ­დი - მსუ­ბუ­ქია და მას­თან ერ­თად კარ­გი "პად­ძერ­ჟკე­ბის" გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა. მაგ­რად ცეკ­ვავს, მაგ­რამ... აპ­-აპ­-აპ­-აპ, ჩე­მი ცეკ­ვა გა­მო­რიცხ­უ­ლი­ა!

- ახალ წელს რო­გორ ეგე­ბე­ბი?

- წელს მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ვართ ქვე­ყა­ნა­ში და ამი­ტომ შინ, ცოლ­-შვილ­თან ერ­თად შევ­ხვდე­ბი. ტრა­დი­ცი­უ­ლად, და­ვე­ლო­დე­ბი ჩემს უც­ვლელ მეკ­ვლეს და და­ვა­ლე­ვი­ნებ ჩემ­სა და მის ერ­თობ­ლი­ვად და­წუ­რულ­-გა­და­ღე­ბულ ღვი­ნოს. სხვა­თა შო­რის, შარ­შან რომ გა­გა­სინ­ჯე, იმა­ზე უკე­თე­სი გა­მო­მი­ვი­და წელს, მთლად გა­და­სა­რე­ვი­ა. ჩე­მი ღვი­ნო ყან­წე­ბი­თა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბით კი არ უნ­და და­ლი­ო, არა­მედ პა­ტა­რა, წელ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლი ჭი­ქით, 3-4 ჭი­ქა უნ­და შეს­ვა და ისი­ა­მოვ­ნო. პა­პა­ჩემს უყ­ვარ­და ასე და კარ­გი რამ ყო­ფი­ლა - 40 წლის ასაკ­ში მივ­ხვდი ღვი­ნის და­ლე­ვის წესს...

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია