რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს სახელი შეეცვალა

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს სახელი შეეცვალა

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს 1-ელი იანვრიდან სახელი შეეცვალა. მთავრობის დადგენილებით, "სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში" შეიცვალა სახელწოდებით - "სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში".

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, ახალი სახელი შეიცავს ორ მიმართულებას - კონფლიქტებსა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას.

"შერიგების" კომპონენტი შეეხება კონფლიქტების მოგვარებას, ხოლო "სამოქალაქო თანასწორობა" - ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ინტეგრაციის საკითხები ეხებათ. ამ უწყების დასახელებაში სიტყვა "რეინტეგრაცია" აფერხებდა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან კონტაქტს. ახალი სახელწოდება ნეიტრალური და ორი მიმართულების შემცველია და ვიმედოვნებთ, რომ სახელის ამგვარად შეცვლით ჩვენი ოპონენტების ერთი არგუმენტი გაქრება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო მინისტრების თანამდებობები ნაცვლად პრეზიდენტის ბრძანებულებისა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა