"ღარიბაშვილის რაშს ბევრი აქვს სასწავლი"

"ღარიბაშვილის რაშს ბევრი აქვს სასწავლი"

2014 წელი ცხენის წელიწადია და ბედნიერება რომ მოგიტანოს, საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა გედგას ციცქნა ცხენის ფიგურა. იმედია იღბალს მოიტანს, თანაც ბუნებაში ცხენზე ლამაზი განა ბევრი რამეა?!

გინახავთ, როგორ დგება ფეხზე ახალდაბადებული კვიცი? მყარს შეიგრძნობს თუ არა, მიიხედ-მოიხედავს, მოატარებს ლამაზ კისერს, შეიკეცავს წინა ფეხებს, წამოიმართება და... მერე მიქრის და მიქრის! შევყურებ ლისის ტბის ფერდობებზე (იპოდრომი 2007 წლის შემდეგ ამ ტერიტორიაზე გადაიტანეს) გაფანტულ ცხენებს და შორიდან ვზვერავ, მათ შორის ლურჯა რომელია.

- ლურჯა ის არის, მეწინავე... თეთრი, მუქ-მონაცრისფრო ხალებიანი. ეს ხალები მზე რომ დახედავს, მოლურჯო იერს იღებს და იმიტომაც ეძახიან ლურჯას, მეუბნება დიდიმ ჯაფარიძე და ბედაურს თვალს არ აშორებს, - უყურე, რა ლაღია, ტვირთის დადებას ამას ვინ აკადრებს! მერე კი მოახლოებულ მხედარს აღვირს ართმევს, - ცხენების ამბებს ჩემზე კარგად ეს კაცი, გოგა ქობლიანიძე მოგიყვება. ამას ცხენის სიყვარულმა ექიმობა უნაგირზე გააცვლევინა. როგორც ნარბენ ბავშვს ოფლი უნდა შეუმშრალო, რომ არ გაცივდეს, ნარბენი ცხენიც უნდა გაატარ-გამოატარო ოფლის შესაშრობადო, - და ცხენს ჯერ დიდიმი ეფერება, მერე გოგა...

- გოგა, ისე ეხუტები ცხენს, თითქოს მართლა ბავშვი იყოს.

- იმიტომ, რომ ცხენს სიყვარული ბავშვივით სჭირდება. ზოგჯერ ადამიანზე მეტად გრძნობს როგორ გიყვარს. თავლაში რომ შევალ, ფლოქვების ცემით მესალმებიან.

- ახალ მთავრობაში ვის ჰყავს ცხენი?

- ირაკლი ღარიბაშვილს. აჩუქეს.

ჩემი თხოვნის მიუხედავად, ჟოკეიმ პრემიერ-მინისტრის ცხენი არაფრით არ მაჩვენა, - ეწყინებაო. ვერც მის მონაცემებზე დავაძვრევინე კრინტი. თუმცა იპოდრომიდან გამოსვლისას შემთხვევით პრემიერ-მინისტრის ცხენის მეჯინიბე, მარნეულელი ისმაილი შემხვდა. შენ მაინც მითხარი, ღარიბაშვილს როგორი ცხენი ჰყავს-მეთქი? და არ დამზარდა: - ბევრი რამ აქვს სასწავლი, მაგრამ აუცილებლად ისწავლისო!

აი, ასე - ადამიანებში სწავლა სიბერემდეა. ჩვენთვის კი მთავარი ის არის, ჩვენმა პრემიერმაც ისწავლოს, როგორ გაგვაქროლოს იმ ბედნიერი მომავლისკენ, საითაც წლებია მივჩაქჩაქებთ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია