საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ასტროლოგიური პროგნოზი

საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება 2014 ლურჯი (ცისფერი) ხის ცხენის წელი საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისთვის? გიორგი მარგველაშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის, დავით უსუფაშვილისა და ირაკლი ალასანიას 2014 წლის ჰოროსკოპები, ასტრო-ეზოთერული ცენტრის ასტროლოგებმა - ხათუნა ღვინიაშვილმა და თორნიკე ბიძინაშვილმა "გურია ნიუსისთვის" შეადგინეს.

გიორგი მარგველაშვილი

4 სექტემბერი 1969 წელი

2014 წელი საქართველოს პრეზიდენტისთვის საკმაოდ დადებითად შეიძლება ჩაითვალოს. ეს იქნება მოგზაურობების, სხვადასხვა რანგის პოლიტიკოსებთნ შეხვედრების, დიპლომატიური ურთიერთობების, ახალი კავშირების დამყარების წელი. რიგ სიტუაციებში იზრდება გადამეტებული ამბიციურობის ალბათობა, რაც, გამოცდილების შეძენის მიუხედავად, პრაქტიკული შედეგიანობის მაჩვენებელს დაბლა დასწევს. სამაგიეროდ, 2014 წელს დაწყებული საქმეების დიდი ნაწილი რეზულტატს მოიტანს 2015 წელს, რომელიც ამავდროულად ბატონი გიორგისათვის კარმულიც იქნება. ამ ეტაპზე არ ვურჩევთ დაქორწინებას. თუმცა, არსებული კავშირის შენარჩუნება სასიკეთოა.

დავით უსუფაშვილი

5 მარტი 1968 წელი

46 წელი ითვლება ასტროლოგიაში კარმულ ასაკად და სწორედ 46 წელი უსრულდება 2014 წელს ბატონ დავითს. შესაბამისად, ამ დროს ხდება განვლილი ცხოვრების მანძილზე დაგროვილი კარმული ვალების გასტუმრება. გამოიკვეთება პრობლემები ფინანსურ, საკანონდებლო და პარტნიორულ სფეროებში. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა მოიტანს გარკვეულ პრობლემებს - შესაძლოა იყოს მცდელობა ჩაითრიონ იგი ფინანსურ მაქინაციებში. ამიტომაც, მოვუწოდებთ სიფრთხილისაკენ. პოზიტიურად შეიძლება ჩაითვალოს განვითარებად სისტემაში ინტეგრაცია, კომუნიკაციის გაძლიერების ხარჯზე, მათ შორის დიპლომატიურ ჭრილშიც.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 ივნისი 1982 წელი

2014 წელი ბატონი ირაკლისთვის წინა წელთან შედარებით არ იქნება გამორჩეული. თუმცა, პოზიტიური მოვლენების სიმცირე მაინც არ იგრძნობა: მნიშვნელოვანი დიპლომატიური შეხვედრები გააფართოებენ მისი მოღვაწეობის არეალს და გაუმყარებენ საკუთარი თავის რწმენას და პოზიციებს. საქმიანობა მაღალი შედეგიანობით იქნება გამორჩეული. წინა პლანზე წამოიწევს სოციალური საკითხები, რაც დადებითად გადაწყდება და პოზიტიურ შედეგსაც მოიტანს - გაიზრდება მისი ავტორიტეტი და ის ნელ-ნელა დაიკავებს აღიარებული ლიდერის ადგილს ფართო საზოგადოებში. თუმცა, არ გამოირიცხება, რომ დროდადრო მოულოდნელმა ხელისშემშლელმა ფაქტორებმა იჩინონ თავი და გაართულონ ზოგიერთი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა. ზოგადად, 2014 წელი რთულია კაცობრიობისთვის, ხოლო შემდეგი 2015 – 2016 წლები ბატონი ირაკლისათვის ბევრად უფრო პოზიტიური იქნება.

ალასანია ირაკლი

21 დეკემბერი 1973 წელი

2014 წელი ბატონი ირაკლისათვის საქმიან სფეროში საკმაოდ წარმატებული იქნება, მას არ გაუჭირდება არც ხელქვეითების სიყვარულის, არც ზედა იერარქიულ საფეხურზე მდგომების ნდობის მოპოვება. თუმცა, არის გარკვეული სირთულეებიც - საქმიან სფეროში ფინანსურმა პრობლემებმა იჩინონ თავი და გაართულონ კონკრეტული მიზნების შესრულების ალბათობა. რეკომენდაციას მივცემდით, რომ ყურადღება მიაქციოს საკუთარ ჯანმრთელობას. იკვეთება სასიკეთო ცვლილებების ალბათობა ოჯახში. ზოგადად წელი შეიძლება შეფასდეს ნეიტრალურად.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა