პრეზიდენტმა მზრუნველობამოკლებულ და შშმ ბავშვებს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე უმასპინძლა

პრეზიდენტმა მზრუნველობამოკლებულ და შშმ ბავშვებს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე უმასპინძლა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მზრუნველობამოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე უმასპინძლა.

პრეზიდენტის საახალწლო ნაძვის ხე თბილისის ისტორიულ მუზეუმში, "ქარვასლაში" გაიმართა. გიორგი მარგველაშვილი "ქარვასლაში" ოჯახთან ერთად მივიდა. ნაძვის ხე პრეზიდენტმა პირადად აანთო და ბავშვებს საჩუქრები დაურიგა.

"მე მივულოცე ბავშვებს ახალი წელი. ყველა უფროსის გრძნობა გამოვხატე, რომ ჩვენთვის ახალი წელი არის მათი სიხარული და გვიხარია იმიტომ, რომ ვხედავთ, როგორ უხარიათ მათ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

დღესვე ბავშვებისთვის "ბასტი-ბუბუს" პატარა მომღერლებმა ნაძვის ხესთან იმღერეს. ახალი წელი ბავშვებს თოვლის ბაბუამაც მიულოცა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია