რა ქონებით მოვიდა და წავიდა მიხეილ სააკაშვილი

რა ქონებით მოვიდა და წავიდა მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 15 წლის განმავლობაში ათეულობით ქონებრივი დეკლარაცია აქვს შევსებული. წლიდან წლამდე მისი უძრავ-მოძრავი ქონება ქალაქის ცენტრში მდებარე ერთი ბინისა და იაფფასიანი ავტომანქანისაგან შედგებოდა. დეკლარაციებიდან ჩანს, რომ სააკაშვილი საკუთარი შეხედულებისამებრ ხან აძვირებდა სანდრას სახელზე რეგისტრირებულ ოჯახის ერთადერთ ბინას, ხან კი აიაფებდა.

რა ქონება დააგროვა 2 საპრეზიდენტო ვადაში მიხეილ სააკაშვილმა? გთავაზობთ დეკლარაციის მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტის გაპრეზიდენტებიდან დღემდე შეძენილი ქონების მონაცემებს.

2003 წელი - მიშა სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეა. ცვლილება მის ქონებრივ დეკლარაციაში სანდრას 1800 ლარად ღირებულმა "ფოლკსვაგენმა" შეიტანა. რულოვსი ახალშენის ბინას ყიდის და ბარნოვის 9-ში შედარებით იაფფასიან ბინას ყიდულობს. მიშას ხელფასი კვლავ 400 ლარია, სანდრა კი 1000 დოლარს იღებს ყოველთვიურად.

2004 წელი - სააკაშვილი პრეზიდენტია, ოჯახის ფულადი დანაზოგი მნიშვნელოვნად იმატებს. სააკაშვილი: 12 500 ლარი და 3 900 დოლარი, სანდრა რულოვსი 3 500 ევრო.

სამუშაოდან მიღებულ შემოსავალში პრეზიდენტს 6 851 ლარი აქვს მითითებული, სანდრას ხელფასი 1 500 ევროა. იმ წელს პრეზიდენტის სამივლინებო ხარჯებმა 14 633 ლარი შეადგინა.

2005 წელს სააკაშვილებს უძრავი ქონება არ შეუძენიათ, სამაგიეროდ გაიზარდა მათი ფულადი დანაზოგი. სააკაშვილი - 21 000 ევრო და 9 000 ლარი. სანდრა რულოვსი 2 000 დოლარი. პრეზიდნეტმა იმ წელს ხელფასის სახით 33 789 ლარი აიღო, დანამატიც თითქმის იმდენივე - 31 530 ლარი, პრეზიდენტთან არსებული განვითარებისა და რეფორმების ფონდთან გაფორმებული გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე.

2006 წელი - ბარნოვის 9-ში მდებარე ბინის გასწვრივ სააკაშვილს მიუწერია ფასი 180 000 ლარი და შენიშვნა "ჩემი შეფასებით გასულ წელთან შედარებით ბინის ფასები თბილისის ცენტრში თითქმის გაორმაგდა". ოჯახის დანაზოგი კი ასე გამოიყურება: სააკაშვილი - 20 ათასი ევრო და 60 ათასი ლარი. მისი ყოველთვიური ხელფასი 4 ათასი ლარია. 2006 წელს პრეზიდენტის მივლინენებზე 79 391 ლარი დაიხარჯა.

2007 წელი - ბარნოვის ქუჩაზე მდებარე სანდრა რულოვსის ბინა უკვე 220 ათასი ლარი ღირს. იმ წელს მიშამ ხელფასის სახით 48 ათასი ლარი მიიღო, სანდრამ კი 30 ათასი ევრო - წიგნის ჰონონარი.

2007 წელს პრეზიდენტს ბევრი არ უფრენია, სამივლინებო ხარჯი სულ რაღაც 24 ათასი ლარია. ოჯახის ფულადი დანაზოგი კვლავ იმატებს: 40 000 ლარი, 26 000 ევრო, 60 000 ევრო, 3 000 ევრო, 19 643 დოლარი და 15 000 ლარი. პრეზიდენტი თანხების წარმომავლობასაც უთითებს: "საქართველოს ბანკში" არსებული თანხა სახელფასო დანაზოგია, სანდრას უცხოურ ანგარიშებზე არსებული ფული კი მისი ჰონორარი.

2008 წლის დეკლარაცია თითქმის არ განსხვავდება წინა წლის დეკლარაციისგან.

2009 წელი - სააკაშვილის ხელფასი 54 075 ლარია. უძრავი ქონების გრაფაში ცვლილება არ არის, არც ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესებულა.

2010 წელი - სანდრა რულოვსი ბარნოვის 9-ში 164 კვ.მ მანსარდს ყიდულობს. ფულადი დანაზოგი კი ასეთია: 29 021 ლარი, 34 479 დოლარი, 30 000 დოლარი და 60 000 ევრო. პრეზიდენტის ხელფასი 59 000 ლარია.

2011 წელი - სააკაშვილები გუდაურში 500 კვ.მ მიწის ნაკვეთს ყიდულობენ.

2012 წელი - ოჯახის უძრავ ქონებას ემატება ნაკვეთი ყვარელში 6820 კვ.მ და საცხოვრებელი სახლი 97 კვ.მ, რომლის აშენებაც პრეზიდენტს 45 738 ლარი დააუჯდა, ნაკვეთში კი 33 000 ლარი გადაიხადა.

2013 წლის დეკლარაციაში ჩნდება ყვარელში შეძენილი მიწის 8 ნაკვეთი, რაშიც სააკაშვილმა 105 ათასი ლარი გადაიხადა. ნაკვეთების უმრავლესობა მიშამ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემედეგ 2012 წლის ოქტომბერში შეიძინა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა