"სასურველია, დედა პარასკევა თუ შეინანებს"

"სასურველია, დედა პარასკევა თუ შეინანებს"

ორი დღის წინ, ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარს დედა პარასკევას, სიზმარში გამოცხადება ჰქონდა, სიზმარში მას მამა გაბრიელმა უთხრა, რომ ვინც შობამდე მის საფლავზე რწმენით ნანატრ 2 სურვილს ითხოვს, აუცილებლად აუსრულდება. ამის გამო მამა გაბრიელის საფლავს ათასობით ადამიანი მიადგა. რამდენად სწორია ეს, ამაზე კომენტარი ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარს მამა გიორგი თევდორაშვილს ვთხოვეთ.

- მცხეთას არის მომდგარი სრულიად ქართველობა. ძალიან რთული სანახავია, ამდენი ხალხი 2 სურვილით რომ გარბის წმინდანის საფლავზე. ესაა მართლმადიდებლობის და თავად მამა გაბრიელის შეურაცხყოფა. მამა გაბრიელი ამხელდა ხოლმე მსგავს უგუნურებას და დღეს მისი სახელით ხდება ასეთი უმსგავსობა. თურმე ასრულდება მხოლოდ ორი სურვილი, რა შუაშია ორი ან სამი?! ასეთი რამე მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ არსებობს. მე იმ ხალხზე კი არ ვარ გაბრაზებული, ვინც საფლავთან მიდის, არამედ იმ ადამიანებზე, ვისაც ხელეწიფება, რომ ეს შეაჩეროს და ხმას არ იღებენ ამ სისულელეებზე.

- მამაო, ისტორიულად, კათოლიკურ ეკლესიას ჰქონდა შემთხვევები, როდესაც წმინდანებს იყენებდნენ პიარ-სვლებისა თუ ბიზნესისათვის. ერთგვარად ასეთ სიტუაციასთან ხომ არ გვაქვს საქმე?

- რა თქმა უნდა. მართლმადიდებლური ეკლესია ასეთ რამეს გმობს, ვითომდა წმინდანი უხმობდეს თავის მრევლს საფლავზე, რათა სურვილები შეუსრულოს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია