რას ტო­ვებ­დ­ნენ მომ­ლოც­ვე­ლე­ბი მამა გაბრიელის საფ­ლავ­ზე - რეპორტაჟი მცხეთიდან (+ ფოტორეპორტაჟი)

რას ტო­ვებ­დ­ნენ მომ­ლოც­ვე­ლე­ბი მამა გაბრიელის საფ­ლავ­ზე - რეპორტაჟი მცხეთიდან (+ ფოტორეპორტაჟი)

თქვენ­მა მო­ნა-მორ­ჩილ­მა 5-6 იან­ვა­რი, ათა­სო­ბით ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს­თან ერ­თად, მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­თან გა­ა­ტა­რა. საფ­ლავ­თან, სა­დაც ქა­ლი, კა­ცი, დი­დი თუ პა­ტა­რა სას­წა­უ­ლის იმედ­მა მი­იყ­ვა­ნა.

ხალ­ხ­მ­რავ­ლო­ბის გა­მო ბევ­რ­მა ვერ შეძ­ლო საფ­ლა­ვამ­დე მიღ­წე­ვა და წე­რი­ლე­ბი სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტ­რის გა­ლა­ვან­ზე დან­თე­ბულ სან­თ­ლებს შო­რის და­ტო­ვა. სურ­ვი­ლებ­ში მოკ­ვ­დავ­თათ­ვის უცხო არა­ფე­რია. უც­ნა­უ­რი მხო­ლოდ ისაა, რომ ამ ბა­რა­თე­ბის მი­სა­ტა­ნად ადა­მი­ა­ნებ­მა ყინ­ვა­ში კი­ლო­მეტ­რე­ბი ფე­ხით გა­ი­ა­რეს, რიგ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გა­ა­ტა­რეს, ბო­ლოს კი, მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლა­ვამ­დე რომ ვე­რა და ვერ მი­აღ­წი­ეს, მოთ­მი­ნე­ბა­გა­და­წუ­რუ­ლებ­მა მო­ნას­ტ­რის გა­ლა­ვან­ზე და­ტო­ვეს, ალ­ბათ იმ იმე­დით, რომ მათ თხოვ­ნას წმინ­და­ნი ამ ფორ­მი­თაც შე­ის­მენ­და…

წმინ­და­ნის საფ­ლავ­ზე მიმ­ს­ვ­ლელ­თა უზარ­მა­ზარ რიგ­ში კი, რო­მე­ლიც მო­ნას­ტ­რის ჭიშ­კ­რი­დან­ვე იწყე­ბო­და, უფ­რო ის ადა­მი­ა­ნე­ბი დარ­ჩ­ნენ, ვი­საც მე­ტად სჯე­რო­და, რომ მა­მა გაბ­რი­ე­ლი ორ სურ­ვილს უთუოდ შე­უს­რუ­ლებ­და. რი­გი კი სწო­რედ რომ "ქარ­თუ­ლი" იყო - რამ­დე­ნი­მემ­წ­კ­რი­ვი­ა­ნი, ხმაურიანი. იყო ერ­თ­მა­ნე­თის გა­დას­წ­რე­ბა, მომ­ლოც­ვე­ლე­ბი ტა­ძარს ორი­ვე მხრი­დან უვ­ლიდ­ნენ და ისე ცდი­ლობ­დ­ნენ საფ­ლა­ვამ­დე მიღ­წე­ვას. რი­გის მო­წეს­რი­გე­ბას სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი და სამ­ხედ­რო­ფორ­მი­ა­ნი პი­რე­ბი ამა­ოდ ცდი­ლობ­დ­ნენ.

აქ ყვე­ლა­ნა­ირ ადა­მი­ანს შეხ­ვ­დე­ბო­დით: სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლებს, სნე­უ­ლებს, ღა­რი­ბებს, მდიდ­რებს, ლა­მა­ზად ჩაც­მუ­ლებს, მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი წი­თე­ლი ფეხ­საც­მე­ლე­ბი­თა და სადღე­სას­წა­უ­ლო მა­კი­ა­ჟით…

ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლი, რო­მ­ლის ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გამ­ხე­ლა­საც მომ­ლოც­ვე­ლე­ბი არ ერი­დე­ბოდ­ნენ - ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს უკავ­შირ­დე­ბო­და.

"მა­მა გაბ­რი­ელს ვთხო­ვე, რომ ფეხ­ზე გა­ვი­ა­რო", - მე­უბ­ნე­ბა ერ­თი ახალ­გაზ­რ­და...

"ჩე­მი შვი­ლის გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბა ვთხო­ვე", - ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც 5 წლის ბი­ჭი ახ­ლავს, ბავ­შ­ვი კი ტი­რის, დე­დას კა­ბა­ში ექა­ჩე­ბა და ჩემ­თან სა­უ­ბარს არ აც­დის... "გვჯე­რა, რომ მა­მა გაბ­რი­ე­ლი ხალხს ცოცხ­ლად ეცხა­დე­ბა. ის ჩვე­ნი უდი­დე­სი წმინ­და­ნია და თხოვ­ნას უთუ­ოდ შეგ­ვის­რუ­ლებს"...

"გა­ვი­გე დე­და პა­რას­კე­ვას ხილ­ვა ჰქო­ნია, რომ ვინც შო­ბამ­დე მი­ვა საფ­ლავ­ზე, მა­მა გაბ­რი­ე­ლი ორ სურ­ვილს შე­უს­რუ­ლებს".

არა­ვინ ამ­ბობს, სა­ი­დან შე­იტყ­ვეს ამ ხილ­ვის შე­სა­ხებ, მაგ­რამ სჯე­რათ, რომ დე­და პა­რას­კე­ვას მა­მა გაბ­რი­ე­ლი გა­მო­ეცხა­და. არა­და, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბი­დან ორი დღის შემ­დეგ თა­ვად დე­და პა­რას­კე­ვა აცხა­დებ­და, რომ მას ხილ­ვა არ ჰქო­ნია.

"მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე ყო­ველ­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა მოს­ვ­ლა. ყო­ველ­დღე ხდე­ბა სას­წა­უ­ლე­ბი. ხალ­ხი ძა­ლი­ან მოწყე­ნი­ლი ევედ­რე­ბო­და და ვთხო­ვე მა­მა გაბ­რი­ელს, შე­წე­ო­და ამ ხალხს, რომ რწმე­ნა­ში გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ. მე­რე ეს ფაქ­ტი ვი­ღა­ცამ გა­მო­ი­ყე­ნა. არა­ვი­თა­რი ხილ­ვა არ მქო­ნია. შო­ბა უდი­დე­სი სა­უფ­ლო დღე­სას­წა­უ­ლია, მაგ­რამ აუცი­ლე­ბე­ლი არ არის, მა­ინ­ც­და­მა­ინც შო­ბას მო­ვიდ­ნენ საფ­ლავ­ზე, მა­მა გაბ­რი­ე­ლი ყვე­ლას უს­რუ­ლებს სურ­ვილს, სა­ი­და­ნაც არ უნ­და შე­ე­ვედ­რონ მას", - გა­ნაცხა­და დე­და პა­რას­კე­ვამ.

საფ­ლავ­თან შე­ჩე­რე­ბა მომ­ლოც­ვე­ლებს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წუ­თით შე­ეძ­ლოთ.

"არ და­ი­ჩო­ქოთ, მხო­ლოდ ხე­ლი შე­ა­ხეთ საფ­ლავს!" - მო­უ­წო­დებ­და მრევლს ერ­თი ქალ­ბა­ტო­ნი. თუმ­ცა მის მო­წო­დე­ბას ნაკ­ლე­ბად ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შ­ვი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დ­ნენ პა­ტა­რე­ბი საფ­ლავ­ზე რამ­დე­ნი­მე წა­მით მა­ინც და­ეს­ვათ.

"მე­დი­ცი­ნა უკ­ვე უძ­ლუ­რია, აღარც არა­ვინ გვეხ­მა­რე­ბა, ღვთის იმე­დად ვართ დარ­ჩე­ნი­ლი, გვჯე­რა, რომ მა­მა გაბ­რი­ე­ლი შე­ის­მენს ჩვენს თხოვ­ნას და ჩე­მი შვი­ლე­ბი გა­მო­ჯან­მ­რ­თელ­დე­ბი­ან", - მე­უბ­ნე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც საფ­ლავ­ზე ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბ­ლით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ტყუ­პი მი­უყ­ვა­ნია...

რას აღარ ტო­ვებ­დ­ნენ მომ­ლოც­ვე­ლე­ბი საფ­ლავ­ზე - სან­თ­ლებს, წე­რი­ლებს, ტკბი­ლე­ულს, ყვა­ვი­ლებ­სა და ფულ­საც კი.

5-6 იან­ვარს მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის მის­ვ­ლას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყ­ვა. ვინ გულ­წ­რ­ფე­ლი თა­ნად­გო­მა გა­მო­ხა­ტა, ვინ მომ­ლოც­ვე­ლე­ბი გა­ა­ქი­ლიკა, ნა­წილ­მა კი ყვე­ლას მო­უ­წო­და სა­კუ­თა­რი თავისთვის მი­ე­ხე­და.

თუმ­ცა ერ­თი რამ აუცი­ლებ­ლად უნ­და აღი­ნიშ­ნოს - ძა­ლი­ან ბევ­რი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბამ მი­იყ­ვა­ნა. ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე კი ქი­ლი­კი არ შე­იძ­ლე­ბა. რა თქმა უნ­და, მათ შორის "ყო­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის" და "რა იცი, რა ხდე­ბას პრინ­ცი­პით" მისულებიც იქნებოდნენ...

სხვა­თა შო­რის, მო­ქი­ლი­კე­ებს კარ­გად უპა­სუ­ხეს ბლო­გერ­მა სა­ლო­მე ასა­თი­ან­მა და ექ­ს­პერ­ტ­მა არ­ჩილ გამ­ზარ­დი­ამ, რო­მელ­თაც ბევ­რი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის აზ­რი გა­მო­ხა­ტეს.

"ნუ ვქი­ლი­კობთ იმ ხალ­ხ­ზე, ვინც სას­წა­უ­ლის იმე­და­დაა დარ­ჩე­ნი­ლი. ვი­ქი­ლი­კოთ იმათ­ზე, ვინც ამ ხალხს ეკო­ნო­მი­კურ სა­სო­წარ­კ­ვე­თა­ში ამ­ყო­ფებს, გან­კურ­ნე­ბი­სა და სი­ცოცხ­ლის გა­დარ­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს", - წერ­და ბლო­გე­რი სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნი.

"რომ ქი­ლი­კო­ბენ ამ მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე წა­სუ­ლი ხალ­ხის მი­სა­მარ­თით, მათ სა­ყუ­რადღე­ბოდ მინ­და ვთქვა, ყვე­ლამ ჩვენ წილ სიბ­ნე­ლეს მო­ვუ­ა­როთ, რა. სხვის სულ­ში რას იჩიჩ­ქ­ნე­ბა ეს ხალ­ხი, რომ ჰკითხო, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბას პა­ტივს სცე­მენ. დი­ა­ხაც, სჯე­რა და წა­ვი­და, ვი­სი რა საქ­მეა?... მე ჩე­მი შვი­ლი მყავს ყვე­ლა­ზე ხი­ლუ­ლი ღვთი­უ­რი სას­წა­უ­ლი და არ დავ­დი­ვარ ამის გა­მო მსგავს რა­მე­ებ­ზე, მაგ­რამ ვი­სი რა საქ­მეა... აჯო­ბებს, ყვე­ლამ თა­ვის სიბ­ნე­ლეს მი­ხე­დოს, ვის რას გიშ­ლით ეს ხალ­ხი, ვინ რა გა­გი­ფუ­ჭათ?.. აი, ვი­საც ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე უფ­რო "ნა­თე­ლი" და "მო­აზ­როვ­ნე" ჰგო­ნია სა­კუ­თა­რი თა­ვი, სა­კუ­თარ ნა­თელ­მო­სი­ლო­ბას მი­ხე­დოს", - ამ­ბობ­და არ­ჩილ გამ­ზარ­დია.

აჟი­ო­ტაჟს წერ­ტი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ოფი­ცი­ა­ლურ­მა გან­ცხა­დე­ბამ და­უს­ვა:

"ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს, ვინც 7 იან­ვ­რამ­დე მცხე­თა­ში მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავს მო­ი­ნა­ხუ­ლებს და რა­ი­მეს შეს­თხოვს, ყვე­ლა­ფე­რი აუს­რულ­დე­ბა. ჯერ ერ­თი, ღვთის წი­ნა­შე მა­მა გაბ­რი­ე­ლის მე­ო­ხე­ბა მლოც­ველთ 7 იან­ვ­რამ­დეც ექ­ნე­ბათ და 7 იან­ვ­რის შემ­დე­გაც. მე­ო­რეც, არ შე­იძ­ლე­ბა სი­მარ­თ­ლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს ის ნათ­ქ­ვა­მიც, თით­ქოს ყვე­ლას ყვე­ლა სურ­ვი­ლი აუს­რულ­დე­ბა, რად­გან ხორ­ცი­ელ­დე­ბა ის თხოვ­ნე­ბი, რაც ღვთის სათ­ნოა და, რა­ზეც უფ­ლის ნე­ბაა და არა ნე­ბის­მი­ე­რი ნატ­ვ­რა. სა­ერ­თოდ, დიდ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ეკ­ლე­სი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი ტრი­ა­ლებს და ამ დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გულ­მ­ხურ­ვა­ლედ უნ­და ვე­ვედ­როთ უფალს".

P.S. საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ ლურ­დ­ში მდე­ბა­რე კა­თო­ლი­კურ ტა­ძარ­ში სას­წა­უ­ლი­სა და გან­კურ­ნე­ბის იმე­დად წე­ლი­წად­ში მთე­ლი ევ­რო­პი­დან 5-7 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ჩა­დის. თუმ­ცა იქ ამ თე­მა­ზე ქი­ლი­კი ძა­ლი­ან ცუდ ტო­ნად ით­ვ­ლე­ბა. მარ­თ­ლაც, სჯობს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც ზოგ­ზო­გი­ერ­თ­მა იმა­ზე იმ­ს­ჯე­ლოს და იფიქ­როს, თუ რა აიძუ­ლებთ ადა­მი­ა­ნებს, სას­წა­უ­ლის იმე­დად მრა­ვა­ლი სა­ა­თი ყინ­ვა­ში გა­ა­ტა­რონ. და­ცინ­ვა და ქი­ლი­კი ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლია და ეს ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გან კულ­ტუ­რა­ზე ნამ­დ­ვი­ლად არ მეტყ­ვე­ლებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ნუ­ცა ახალ­კა­ცი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია