ყირგიზეთის მუფთი სექს-ვიდეოს გამო გადადგა

ყირგიზეთის მუფთი სექს-ვიდეოს გამო გადადგა

ყირგიზეთში მუფთი რახმატულა ეგემბერდიევი გადადგა. ასეთი გადაწყვეტილება მან სექსუალური სკანდალის გამო მიიღო.

ულემების საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე ეგემბერდიევის გადადგომის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. დროებით მის მოვალეობებს მისი მოადგილე მაკსატ ტოკტომუშევი შეასრულებს. ახალ მუფთის 8 თებერვალს აირჩევენ.

ეგემბერდიევის გარშემო სკანდალი იანვრის დასაწყისში აგორდა, როდესაც ინტერნეტში მუფთისა და ახალგაზრდა ქალის მონაწილეობით ინტიმური შინაარსის ვიდეო გავრცელდა. მოგვიანებით ვიდეო წაშალეს. სავარაუდოდ, იგი ფარული კამერით გადაიღეს.

თავად მუფთიმ დაადასტურა, რომ ვიდეოზე სწორედ ის იყო აღბეჭდილი. რაც შეეხება ქალს, იგი მის მეორე ცოლად დაასახელა. ერთ-ერთ ინტერვიუში ეგემბერდიევმა აღნიშნა, რომ მისი ოჯახური ცხოვრება მათ ტრადიციებსა და შარიათს შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად მრავალცოლიანობა ყირგიზეთში აკრძალულია, იგი სისხლის სამართლის დანაშაულია. ეგემბერდიევის თქმით, ქალი მისი მეორე ცოლი ე.წ ნიკიახის - ისლამური ქორწინების ცერემონიით გახდა. ქვეყნებში, სადაც მრავალცოლიანობა აკრძალულია, მამაკაცები ამ ცერემონიის წყალობით რამდენიმე ცოლს ირთავენ.

ეგემბერდიევმა სკანდალში მაღალი თანამდებობის პირები დაადანაშულა. "აღნიშნული ვიდეოს გამოაშკარავება ჩვენი პოლიტიკოსების ბინძური და ამაზრზენი საქციელია",- განაცხადა მან.

6 იანვარს ბიშკეკში მუფთის ოფისის წინ მისი გადაყენების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

მომზადებულია rus.azattyq.org-ის მიხედვით.

რაში დაარწმუნა პუტინმა ფაშინიანი და როგორია ვითარება მთიან ყარაბაღში - კონფლიქტის მე-11 დღე

ყირგიზეთის პრემიერად პატიმრობიდან გათავისუფლებული ყოფილი პრემიერი დანიშნეს, ხელისუფლება კი ხელში ოპოზიციამ ჩაიგდო - რა ხდება ბიშკეკში

"აზერბაიჯანმა მსხვილმასშტაბიანი შეტევა დაიწყო" - რა ინფორმაციას ავრცელებს სომხური მედია