საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთში თავშესაფრის მოთხოვნის პირობები მკაცრდება

საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთში თავშესაფრის მოთხოვნის პირობები მკაცრდება

საფრანგეთის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ბიუროს (OFPRA) დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო, ალბანეთი და კოსოვო ეგრეთ წოდებული "უსაფრთხო" ქვეყნების ნუსხაში შევიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ service-publik.fr ავრცელებს.

OFPRA-ს მიერ შედგენილ სიაში მოხვედრილი ქვეყნები უსაფრთხოდ ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ის თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანთა უფლებების პრინციპების დაცვას უზრუნველყოფს.

ამასთან, პირები, რომლებიც ამ ქვეყნიდან საფრანგეთში ეძიებენ თავშესაფარს, ქვეყანაში თავშესაფარს ვერ მიიღებენ. თუმცა, მათ შეეძლებათ OFPRA-ს ინდივიდუალური განაცხადებით მიმართონ, მაგრამ ქვეყანაში არ დაიშვებიან, ვიდრე მათი განცხადება განხილვის პროცესში იქნება.

OFPRA-ს ეგრეთ წოდებული "უსაფრთხო ქვეყნების" ნუსხაში ამ დროისთვის 18 ქვეყანა შედის.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა