უგულავამ გირაოს გადასახდელად სიდედრის ბინა ჩადო

უგულავამ გირაოს გადასახდელად სიდედრის ბინა ჩადო

გიგი უგულავა დაკისრებულ 50-ათასიან გირაოს სიდედრის ბინით უზრუნველყოფს. უგულავა პროკურატურაში დღეს ადვოკატებთან ერთად იმყოფებოდა და გირაოს გაფრთხილების ოქმს ხელი მოაწერა.

როგორც უგულავამ პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, მისი დაბარება სწორედ გირაოსთან დაკავშირებით მოხდა, რადგან "ბომბეიმდე გვირაბი ჯერ არ გაუთხრია".

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას, უგულავას ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ აღნიშნა, რომ დაცვის მხარემ პროკურატურას 50-ათასიანი გირაოს ნაცვლად უძრავი ქონება შესთავაზა.

"უკვე ჩადებულია გიგი უგულავას სიდედრის ერთოთახიანი ბინა, რითაც მოხდება გირაოს უზრუნველყოფა. პროკურატურას ამის დამადასტურებელი დოკუმენტები გადაეცა", - განაცხადა გოგიტა გაბაიძემ.

გიგი უგულავას 50 ათასლარიანი გირაო საქალაქო სასამართლომ "თბილისის განვითარების ფონდთან" დაკავშირებულ ბრალდებაზე შეუფარდა. აღნიშნული ბრალდების საფუძველზე შეუჩერდა მას მერობის უფლებამოსილებაც.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ