საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ სამი მონაწილე აიყვანა

საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ სამი მონაწილე აიყვანა

საპატრულო პოლიციამ საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციის სამი მონაწილე აიყვანა. მათ შორის ორი საპატრიარქოს პოზიციის მომხრეა და ერთი - მოწინააღმდეგე.

საპატრიარქოსთან კონტრაქციის წევრებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ეს ადამიანები პატრულმა საპატრულო პოლიციის მანქანებით წაიყვანა, თუმცა როგორც საპატრულო პოლიციის წარმომადგენელები აცხადებენ, ისინი არ არიან დაპატიმრებულები და უბრალოდ სიტუაციას გაარიდეს.

ფიზიკური დაპირისპირება აქციაზე უკვე მეორედ მოხდა. საპატრიარქოსთან ვითარება დაძაბულია, ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. აქცია მართავენ საპატრიარქოს პოზიციის მომხრეები და პატრიარქის ეპისტოლეში სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებული პოზიციის მოწინააღმდეგეები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია