საპატრიარქოსთან დაკავებულთა რიცხვი გაიზარდა (+ ფოტორეპორტაჟი)

საპატრიარქოსთან დაკავებულთა რიცხვი გაიზარდა (+ ფოტორეპორტაჟი)

საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციაზე ოთხი პირი დააკავეს, - ეს ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა.

მისი ინფორმაციით, დაკავებულმა პირებმა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი ლომიაშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რისთვისაც ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია საპატრიარქოსთან აქციის დასრულებამდე დარჩება და ვითარების განმუხტვას შეეცდება.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ