საპატრიარქოს განცხადება აქციის მონაწილეთა დაპირისპირებასთან დაკავშირებით

საპატრიარქოს განცხადება აქციის მონაწილეთა დაპირისპირებასთან დაკავშირებით

საქართველოს საპატრიარქო მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. საპატრიარქოს შენობასთან დღეს გამართულ აქციასა და იქ მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

"დღეს, 16:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოსთან მოქალაქეთა მცირე ჯგუფმა მოაწყო აქცია სუროგატ დედებთან და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ საპირისპირო აზრის მქონე ადამიანებთან ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს. საპატრიარქო ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და ყველას მოუწოდებს, შეინარჩუნოს სიმშვიდე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს პრესსამსახურმა მიაწოდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია