სერგენკოს თქმით, თავშესაფრის ბინადრებმა ნაჩუქარი ფეხსაცმლის ბრენდი დაიწუნეს

სერგენკოს თქმით, თავშესაფრის ბინადრებმა ნაჩუქარი ფეხსაცმლის ბრენდი დაიწუნეს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მალე, ახალი სტანდარტების შესაბამისი "მიუსაფართა თავშესაფარი" გაიხსნება. "მოსკოვის გამზირზე თავშესაფრის გახსნა სწრაფი გადაწყვეტილება იყო. ახლა ვაპირებთ სტანდარტების შესაბამისი თავშესაფარი გავაკეთოთ" , - განაცხადა სერგეენკომ "გურია ნიუსთან" საუბრისას.

როგორც მინისტრი განმარტავს, მოსკოვის გამზირზე არსებულ "მიუსაფართა თავშესაფარში" დაავადებათა კონტროლის შესაბამისი ჯგუფები დეზინფექცია-სტრელიზაციას ყოველდღიურად ახდენენ. თუმცა გარკვეული პირობების შექმნის მიუხედავად, თავშესაფარში მცხოვრებლებში უკმაყოფილება მაინც შეინიშნება.

"ასეთი ტიპის დასახლებებს ყოველთვის ახასიათებს მაცხოვრებლების მზარდი უკმაყოფილება. არა იმიტომ, რომ ისინი ცუდი ადამიანები არიან, რა თქმა უნდა ისინი ჩვეულებრივი საზოგადოების წევრები არიან. თუმცა აქ მოქმედებს ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური კანონები. კერძოდ მასლოუს იერარქიების წესი.

პირველი დონის იერარქია - უსაფრთხოება. იყინებოდნენ და შიმშილით კვდებოდნენ. როგორც კი შეავსეს პირველი დონის იერარქია, ავტომატურად აქტიურდება მეორე დონის იერარქია და ჩნდება ახალი მოთხოვნები. ჩვენ რა თქმა უნდა ამისთვის მზად ვართ.

როგორც მიღებულია მინიმუმ 5 დონიანი იერარქიის მეორე ტიპის იერარქიის მოთხოვნილებები დავაკმაყოფილოთ. იქ უკვე არიან რიგი ინდივიდები, რომლებსაც მე-3, მე-4, მე-5 დონის სურვილები გაუჩნდათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის მართვას არ ვაპირებთ. მაგალითად, მიუტანეს ფეხსაცმელი. მაგრამ, ფეხსაცმელის მწარმოებელი "ფირმა" დაიწუნა" - აცხადებს დავით სერგეენკო.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა