Newsweek-ი აფხაზეთიდან ფოტორეპორტაჟს აქვეყნებს (+20 ფოტო)

Newsweek-ი აფხაზეთიდან ფოტორეპორტაჟს აქვეყნებს (+20 ფოტო)

"სოჭის აჩრდილქვეშ", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Newsweek იაპონელი ფოტოგრაფის, კოსუკე ოკაჰარას ფოტორეპორტაჟს აფხაზეთიდან. "ჩვენი ოცნება ოლიმპიურ თამაშებზე აფხაზეთის სახელით გამოსვლაა" , - ციტირებს ავტორი აფხაზი მწვრთნელის, ჯარნაზ ბენიას სიტყვებს.

როგორც კოსუკე ოკაჰარა წერს, აფხაზეთი საქართველოს თვითგამოცხადებული ტერიტორიაა, რომელიც 10 მილითაა დაშორებული სოჭის ოლიმპიური პარკიდან.

ამასთან, იაპონელი ფოტოგრაფი წერს, რომ 1992-1993 წლებში აფხაზეთსა და საქართველოს შორის ომი იყო, რის შემდეგად აფხაზეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

"აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა და სხვა რამდენიმე პატარა სახელმწიფომ აღიარეს. არც მსოფლიოს დანარჩენ ნაწილს და არც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებიათ. აფხაზეთიდან სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ნებისმიერი სპორტსმენი რუსეთის სახელით მიიღებს, თუმცა არც ერთი მათგანი არ მიდის თამაშებზე", - წერს კოსუკე ოკაჰარა.

ამასთან, როგორც ავტორი აღნიშნავს, გასულ წელს აფხაზეთში ყოფნისას ადგილობრივ სტუდენტებს შეხვდა, რომელთაც უთხრეს, რომ ამაყობენ თავიანთი აფხაზობით, მაგრამ იციან, რომ მათი ქვეყნის მომავალი გაურკვეველია.

"მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვამაყობ მისით, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენ ახლა ჩიხში ვართ. ჩვენი ქვეყნის საკუთარი გზა სწორედ ჩვენმა თაობამ უნდა გაიკვალოს", - ციტირებს ავტორი ერთ-ერთი აფხაზი სტუდენტის ნათქვამს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Newsweek-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია