ჩხუბი პროკურატურაში: პროკურორი და ადვოკატი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ჩხუბი პროკურატურაში: პროკურორი და ადვოკატი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

პროკურორი და ადვოკატი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ:

"8 იანვარს, დაახლოებით 15 საათსა და 30 წუთზე საქართველოს მთავარი პროკურატურის თბილისის პროკურატურის ადმინიტრაციულ შენობაში პროკურორ ლევან ბაჩიაშვილსა და საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრ ადვოკატ რომეო საჯაიას შორის ადრე არსებული პირადი უთანხმოების საფუძველზე მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც მათ ერთმანეთს მიაყენს ფიზიკური შეურაცხყოფა.

აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა