ირაკლი ღარიბაშვილი ქურდულ სამყაროსთან მიდგომასთან დაკავშირებით

ირაკლი ღარიბაშვილი ქურდულ სამყაროსთან მიდგომასთან დაკავშირებით

კანონიერ ქურდობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსი არ გადაიხედება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ ტელეარხებზე გასული სიუჟეტებით დაინტერესდა, სადაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები შეიმჩნეოდა.

პრემიერს თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ კეთდება მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებები და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების პოზიცია ურყევია– ქურდულ სამყაროსთან მიდგომა არ გადაიხედება.

ამასთან, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილი საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებითაც დაინტერესდა და მთავრობის წევრებს კანონპროექტების წარდგენამდე, უწყებებს შორის მეტი კოორდინაციისა და საკითხების შეთანხმებისკენ მოუწოდა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა