რუსეთის ეკლესია სტალინის კალენდრის დაბეჭდვისთვის გააკრიტიკეს

რუსეთის ეკლესია სტალინის კალენდრის დაბეჭდვისთვის გააკრიტიკეს

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იოსებ სტალინის კალენდრის დაბეჭდვისთვის კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. 2014 წლის კალენდრის ფოტომ ინტერნეტმომხმარებლები გააღიზიანა.

კალენდარი მოსკოვში მდებარე წმინდა სერგის სამების ლავრის სტამბაში დაიბეჭდა. კალენდარზე წარმოდგენილია სტალინის ფოტოები და ბიოგრაფია - საქართველოში სემინარიაში მოღვაწეობის წლებიდან, საბჭოთა ლიდერობამდე. გამომცემლობა საკუთარ ვებსაიტზე სარეკლამო განყოფილებაში მიუთითებს, რომ კალენდარი ნამდვილი ბესტსელერია და "შესანიშნავი საჩუქარია ვეტერანებისთვის და ისტორიის მოყვარულებისთვის". მსურველებს კალენდრის შეძენა წიგნის მაღაზიებსა და ინტერნეტში 200 რუბლად (6 დოლარად) შეუძლიათ.

"რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ბიზნეს სტრუქტურად იქცა და ეკლესიები მაღაზიებში გვთავაზობენ რელიგიურ მომსახურებას", "ეს ნამდვილი შეურაცხყოფაა იმ ხალხის, ვინც სტალინის მმართველობისას გარდაიცვალა", - მსგავსი შინაარსის კომენტარებს წერდნენ გაღიზიანებული მომხმარებლები.

მომზადებულია Radio Liberty-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია