რატომ დატოვა უგულავამ საქართველო

რატომ დატოვა უგულავამ საქართველო

გიგი უგულავამ რამდენიმე დღით საქართველო დატოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" უგულავას ადვოკატმა გიზო უგლავამ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდებულის პირობებში, ქვეყნის დატოვება არ ეკრძალება. ადვოკატი არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაში წავიდა უგულავა, თუმცა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში 2 დღეში დაბრუნდება და 15 იანვარს, ჩანიშნულ პროცესს დაესწრება.

"იგი აუცილებლად დაბრუნდება. ქვეყნიდან პირადი საქმის გამო გავიდა 9 იანვარს საღამოს, რაზეც ინფორმირებული იყო როგორც სასამართლო, ასევე პროკურატურა. გიგი უგულავას ქვეყნის დატოვების შეზღუდვა დაწესებული არ აქვს და მიუხედავად ამისა, მან 9 იანვარს, სასამართლოზე განაცხადა, რომ აპირებდა ქვეყნის დატოვებას", - განაცხადა გიზო უგლავამ.

"ინტერპრესნიუსი" მთავარ პროკურატურასაც დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ უგულავას მხრიდან, ქვეყნის დატოვების შესახებ მათ ინფორმაცია გააჩნდათ. პროკურატურაში ადასტურებენ, რომ საქართველოს დატოვების უფლება ბრალდებულ უგულავას შეზღუდული არ აქვს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა