საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალ ამინდი გაუარესდება

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალ ამინდი გაუარესდება

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. ქვეყნის მთელ ტერიტორტიაზე მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად კი თოვლის სახით. ზღვის სანაპიროზე სავარაუდოდ წვიმა იქნება, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზოგან მოსალოდნელია თოვლჭყაპი, ზოგან კი - თოვლიც.

მაღალ მთაში ყველგან თოვლია მოსალოდნელი, მაღალმთლიან რაიონებში შესაძლოა ქარბუქიც იყოს და ზოგან შეიძლება ძლიერადაც მოთოვოს.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია