საქართველოში ამაღამ ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი

საქართველოში ამაღამ ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი

საქართველოში ამაღამ ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომელმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა , ამ მომენტისთვის თოვს რიკოთზე, აგარაში, გორში, ახალქალაქში, ახალციხეში, გუდაურში, ბაკურიანში, თიანეთში, წალკაში, სტეფანწმინდაში, ფასანაურში, ასევე დასავლეთ საქართველოში. კერძოდ, ქუთაისში, სადაც თოვლის საფარი 5 სმ-ია, ზესტაფონში - 18 სმ; საჩხერეში - 10 სმ.

ძლიერი ქარი დაფიქსირდა გუშინ ბათუმსა და ქობულეთში, სადაც ქარის სიჩქარე 20-30 მეტრს შეადგენდა. ასევე - რიკოთზე-30 მეტრი წამში, ბოლნისში - 18 მეტრი წამში, მარნეულში - 19 მეტრი წამში.

დღეს, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარა, დასავლეთ საქართველოს იმ რაიონებში, სადაც ამჟამად თოვს, თოვლის ნალექი საღამომდე შენარჩუნდება.

15-16 იანვარს საქართველოში უნალექო, ცივი ამინდი იქნება. 17 იანვარს კი კვლავ ნალექია მოსალოდნელი. არამდგრადი და ცვალებადი ამინდები რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

ამაღამ ყინვა გაძლიერდება. დასავლეთ საქართველოს ბარში, ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება -4; მთაში -12; მაღალმთაში -18 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -10; მთაში -15; მაღალმთაში -18 გრადუსი. ღამით ყინვები 15 იანვრის შემდეგ შედარებით შესუსტდება. შესაბამისად, ტემპერატურა დღისითაც მოიმატებს.

15 იანვარს, საქართველოს დაბლობში დღისით 10 გრადუსი იქნება, მთაში მოსალოდნელია +5; მაღალმთაში +2; 16 იანვრიდან საშუალოდ, ჰაერის ტემპერატურა +14; +10 და +5 გრადუსი იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია