ეკლესიების ძარცვის ფაქტები თბილისის ცენტრში

ეკლესიების ძარცვის ფაქტები თბილისის ცენტრში

ბოლო დღეებში, გვიან ღამით თბილისში ეკლესიები გაქურდეს -  წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია ვაჟა-ფშაველას გამზირზე და წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი პეკინზე. ორივე ეკლესიიდან მცირე ოდენობის თანხაა წაღებული.

შს სამინისტროს პრესცენტრის თანამშრომლის, ვიკა კლიმიჩევას ცნობით, ორივე ფაქტზე ორი არასრულწლოვანია დაკავებული და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული 177-ე მუხლით "ქურდობა".

კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მოძღვარის ცნობით, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის და მსგავსი თავდასხმა ტაძარზე გასულ წლებშიც მომხდარა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ