მიხეილ სააკაშვილის ძმა ცოლს დაშორდა

მიხეილ სააკაშვილის ძმა ცოლს დაშორდა

დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, ყვითელი პრესის ფურცლებზე მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილიც მოხვდა. დავით სააკაშვილის და განათლების ყოფილი მინისტრის ხატია დეკანოიძის დაქორწინება საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ხატია და დათო დაქორწინებამდე, რამდენიმე თვის მანძილზე ფარულად ხვდებოდა ერთმანეთს.

სულ ცოტა ხნის წინ წყვილთან დაახლოებული პირები მათი დაშორების შესახებ ალაპარაკდა. ამბობდნენ, რომ დათომ ხატიასგან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო, სულ ცოტა ხანში კი პირველ ცოლს თეა მოსიძეს შეურიგდა. თეას და დათოს ორი საერთო შვილი ჰყავს. Ambebi.ge-მ წყვილთან დაკავშირება ვერ მოახერხა. ინფორმაცია დავით სააკაშვილის და თეა მოსიძის შერიგების შესახებ მათი ოჯახის ახლობელმა დაადასტურა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია