"სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­ტი­ო­სა­ნი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პრო­კუ­რო­რე­ბის პოვ­ნა ძნე­ლი­ა"

"სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­ტი­ო­სა­ნი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პრო­კუ­რო­რე­ბის პოვ­ნა ძნე­ლი­ა"

ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე პარ­ლა­მენ­ტა­რი, რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის ერ­თ-ერ­თი ლი­დე­რი ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ბა­ტო­ნო ლე­ვან, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის წას­ვლის შემ­დეგ ახა­ლი კან­დი­და­ტუ­რის შერ­ჩე­ვა გვა­რი­ა­ნად გა­ჭი­ა­ნურ­და.

- ეს მხო­ლოდ იმა­ზე მეტყ­ვე­ლებს, რომ კან­დი­დატს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით არ­ჩე­ვენ. ყვე­ლამ ვნა­ხეთ, სწრაფ­მა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ რა მო­ი­ტა­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა­ტომ ჭი­ა­ნურ­დე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა - სა­ქარ­თვე­ლო­ში ძნე­ლია პა­ტი­ო­სა­ნი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პრო­კუ­რო­რე­ბის პოვ­ნა, რად­გან ეს სის­ტე­მა შე­ვარ­დნა­ძის დრო­საც და შემ­დე­გაც სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ტრო­ლის ქვეშ იყო. თუ მა­ნამ­დე საბ­ჭო­თა და შე­ვარ­დნა­ძის პრო­კუ­რო­რე­ბი იყ­ვნენ, მათ ადე­იშ­ვი­ლის პრო­კუ­რო­რე­ბი ჩა­ე­ნაც­ვლნენ. სა­ქარ­თვე­ლომ ნა­ხა ორი ექ­სპე­რი­მენ­ტი: პირ­ვე­ლი - პრო­კუ­რო­რად და­ი­ნიშ­ნა კბი­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც არ იყო პრო­კუ­რო­რი და იყო ად­ვო­კა­ტი, ად­ვო­კა­ტის პრო­კუ­რო­რო­ბამ არ გა­ა­მარ­თლა. მას მად­ლო­ბა, მაგ­რამ ცხა­დად გა­მოჩ­ნდა, რომ ამ სტრუქ­ტუ­რა­ში მი­სი პრო­კუ­რო­რო­ბი­სას სხვა პი­რე­ბი მარ­თავ­დნენ ვი­თა­რე­ბას. შემ­დგომ უკ­ვე პრო­კუ­რო­რად "ძა­ლი­ან პრო­კუ­რო­რი" და­ი­ნიშ­ნა, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ პრობ­ლე­მე­ბი მის წარ­სულ­ში იყო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ის გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

- ამ ორი­ო­დე დღის წინ პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან გა­უშ­ვეს ორი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რი, მათ­გან ერ­თის, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­თა გა­მომ­ძი­ებ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზად ფო­ტო­შო­პის სა­შუ­ა­ლე­ბით კო­ლე­გის შე­უ­რაცხ­მყო­ფე­ლი ფო­ტოს შექ­მნა და­სა­ხელ­და, რა­საც თურ­მე სამ­სა­ხურ­ში თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის ლან­ძღვა-­გი­ნე­ბა და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა. არ ფიქ­რობთ, რომ ყო­ვე­ლი­ვე ეს კი­დევ უფ­რო უკარ­გავს სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის იმედს?

- გი­მე­ო­რებთ, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კად­რო პრობ­ლე­მე­ბი­ა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას, ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სი­ა. ვი­საც ეგო­ნა, რომ ეს ერთ დღე­ში მოხ­დე­ბო­და, შეც­და. უპირ­ვე­ლე­სად რაც უნ­და გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, ეს იყო სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის დამ­კვიდ­რე­ბა. ეს პრო­ცე­სი, ვფიქ­რობ, წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ვე­რა­ვინ იტყ­ვის, რომ ვი­ღა­ცებს აწა­მე­ბენ, აუ­პა­ტი­უ­რე­ბენ, ლა­პა­რაკს უშ­ლი­ან. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე წნე­ხი მო­იხ­სნა, მაგ­რამ ეს ცო­ტა­ა. ხალ­ხი ელო­დე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას, თუმ­ცა ეს პრო­ცე­სი სწრა­ფად ვერ წა­რი­მარ­თე­ბა. უნ­და შე­იქ­მნას სა­თა­ნა­დო კო­მი­სი­ა, რო­მე­ლიც გა­მო­ძებ­ნის გარ­კვე­ულ ფორ­მებს ამ პრო­ცე­სის წარ­სამ­ართა­ვად. რაც შე­ე­ხე­ბა ქო­ნებ­რივ და­ვებს, სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­ირ­კვე­ვა, რომ ქო­ნე­ბას ვე­რა­ვინ და­იბ­რუ­ნებს, თუ ამ პრო­ცეს­ში სა­ხელ­მწი­ფო არ ჩა­ე­რე­ვა. ყვე­ლა წარ­თმე­ულ ქო­ნე­ბა­ზე სა­ხელ­მწი­ფომ თუ აი­ღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ერთ დღეს სა­ქარ­თვე­ლო მთლი­ა­ნად და­იქ­ცე­ვა.

- მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხარ­ვე­ზე­ბის დამ­დგე­ნი კო­მი­სია ახ­სე­ნეთ, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ კო­მი­სი­ის შექ­მნა გა­და­ი­დო.

- გა­მო­ით­ქვა მო­საზ­რე­ბა, რომ ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო კო­მი­სი­ის შექ­მნა გა­და­დე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ, რო­გორც ვი­ცი, ეს სა­კითხი მოგ­ვარ­და. კო­მი­სია უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­იქ­მნე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის მე­ქა­ნიზ­მი ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა. იმის­თვის, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგეს, უპირ­ვე­ლე­სად უნ­და არ­სე­ბობ­დეს გა­რან­ტი­ა, რომ ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თვი­თონ არ ჩა­ი­დი­ნოს უსა­მარ­თლო­ბა, თა­ნაც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის სა­ხე­ლით. ასე­თი რა­მე­ე­ბი უკ­ვე მოხ­და. მა­გა­ლი­თად, დღეს ხე­ლახ­ლა რომ იხი­ლე­ბო­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის სა­კითხ­ი, ვი­ღაც­-ვი­ღა­ცე­ბი ამ სი­ა­ში ვერ მოხ­ვდე­ბოდ­ნენ და პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რის სა­ხე­ლით ნა­ხე­ვარ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვერ და­ა­წი­ო­კებ­დნენ.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" არა­ერ­თი ლი­დე­რია და­კა­ვე­ბუ­ლი, მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბუ­ლია გი­გი უგუ­ლა­ვა, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდე­გაც რამ­დე­ნი­მე საქ­მეა აღ­ძრუ­ლი. თქვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი გა­ნუწყ­ვეტ­ლივ პო­ლი­ტი­კურ დევ­ნა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ.

- სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ორ­მა­გი დარ­ტყმის ქვე­შაა - ოპო­ზი­ცია გა­ი­ძა­ხის, არა­ვინ და­ა­პა­ტიმ­რო­თო, ხალ­ხი ამ­ბობს, ყვე­ლა და­ა­პა­ტიმ­რე­თო, ამი­ტო­მაც გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რაც შე­იძ­ლე­ბა არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი იყოს ეს ბრალ­დე­ბე­ბი. თუ­კი ვინ­მეს ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და სინ­დი­სის პა­ტი­მა­რი ჰგო­ნი­ა, იმას, აბა, რა­ზე უნ­და ვე­ლა­პა­რა­კო?! რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სინ­დი­სის პა­ტი­მა­რი იყოს მე­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც სინ­დი­სი არას­დროს ჰქო­ნი­ა?! "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ამ რი­ტო­რი­კით და­სავ­ლე­ლი პარ­ტნი­ო­რე­ბის მოტყ­უ­ე­ბას თავ­და­პირ­ვე­ლად ახერ­ხებ­და, მაგ­რამ დღეს ამის აღა­რა­ვის სჯე­რა. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ქუ­თა­ი­სი­დან პარ­ლა­მენ­ტის გად­მო­ტა­ნის თა­ო­ბა­ზეც კი იმას გვე­უბ­ნე­ბი­ან, ჩვე­ნი ვა­ნო გა­მო­უშ­ვით და მე­რე ჩვენც მოგ­ვინ­დე­ბა თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ო.

- ზო­გი­ერ­თის აზ­რით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის გა­რე­შე სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნ­და გა­დაწყ­ვი­ტონ, სა­ქარ­თვე­ლო უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი? თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, მა­შინ უნ­და და­ვი­ჭი­როთ, მაგ­რამ უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ მსოფ­ლიო ამას არ მო­ი­წო­ნებს. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ი­ტინ­გი სა­ქარ­თვე­ლოს რე­ი­ტინ­გზე მა­ღა­ლი­ა. ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ თუ გა­მო­ძი­ე­ბა და­იწყ­ე­ბა, სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იკ­ვე­თე­ბა და ის და­სა­პა­ტიმ­რე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა, მაგ­რამ უღირს კი ეს ქვეყა­ნას, რო­მე­ლიც ასე­თი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე­ა: ევ­რო­კავ­ში­რი თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბა, ანუ მო­მა­ვა­ლი თუ წარ­სუ­ლი. ეს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა­ა. ჩე­მი აზ­რით, შე­იძ­ლე­ბა ეს სა­კითხი სხვაგ­ვა­რა­დაც გა­დაწყ­დეს. ის გმი­რად არ გა­მო­ვაცხ­ა­დოთ, მაგ­რამ არც და­ვი­ჭი­როთ.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა