"მთვრა­ლი ახა­ლაია უმოწყა­ლოდ სცემ­და პა­ტიმ­რებს" - ნავ­თ­ლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას მოკლული შო­თა გორ­გა­ძის ძმის სკანდალური ინტერვიუ

"მთვრა­ლი ახა­ლაია უმოწყა­ლოდ სცემ­და პა­ტიმ­რებს" - ნავ­თ­ლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას მოკლული შო­თა გორ­გა­ძის ძმის სკანდალური ინტერვიუ

2006 წელს ნავ­თ­ლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას სა­მი ახალ­გაზ­რ­და მოკ­ლეს. შსს მა­შინ ავ­რ­ცე­ლებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბი პა­ტი­მარ გი­ორ­გი გორ­გა­ძეს­თან შე­თან­ხ­მე­ბით, მსჯავ­რ­დე­ბუ­ლე­ბის ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვის მიზ­ნით, რუს­თა­ვის ცი­ხე­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თავ­დას­ხ­მას გეგ­მავ­დ­ნენ. მოკ­ლულ­თა შო­რის პა­ტი­მარ გორ­გა­ძის 17 წლის ძმა, შო­თა გორ­გა­ძეც იყო. პრო­კუ­რა­ტუ­რამ სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის მა­შინ­დელ მი­ნისტრ ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას ამ საქ­მე­ზე ბრა­ლი წა­მე­ბი­სა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის მუხ­ლე­ბით 13 იან­ვარს და­უმ­ძიმ­ა. მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლია გაქ­ცე­უ­ლი მე­გის ქარ­და­ვა. "ყვე­ლა სი­ახ­ლეს" ესა­უბ­რა ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი გი­ორ­გი გორ­გა­ძე, რო­მელ­მაც ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მ­დეგ მის­ცა ჩვე­ნე­ბა.

- დი­ახ, მე მი­ვე­ცი ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მ­დეგ ჩვე­ნე­ბა ნავთ­ლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე. მე ცი­ხე­ში ვი­ყა­ვი. ჩე­მი ძმა და მი­სი მე­გობ­რე­ბი წალ­კი­დან მო­დი­ოდ­ნენ. მე მათ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი მქონ­და. ნავ­თ­ლუღ­ში უნ­და შეხ­ვედ­როდ­ნენ ჩე­მი ერთ-ერ­თი მე­გობ­რის ძმას, იქ კი ისი­ნი ბა­ჩო ახა­ლა­ი­ამ და მის­მა სპეც­რაზ­მ­მა ჩაცხ­რი­ლეს. ჩემს ძმას­თან ვრე­კავ­დი, მაგ­რამ აღარ მპა­სუ­ხობ­და. ბო­ლოს ვი­ღა­ცამ მი­პა­სუ­ხა და მითხ­რა, შე­ნი ძმის დე­დაც, ახ­ლა შენ­თან მოვ­დი­ვართ და შე­ნი დე­და­ცო. მეც ასევე ვუ­პა­სუ­ხე, ამის შემ­დეგ, 5-10 წუთ­ში, ზო­ნა­ში სპეც­რაზ­მი შე­მო­ვი­და ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას თან­ხ­ლე­ბით. გა­მოგ­ვი­ძა­ხეს 6 ადა­მი­ა­ნი. გა­და­ვე­დი ვახ­ტა­ზე, სა­დაც მთე­ლი ეზო სპეც­რაზ­მით იყო სავ­სე. რო­დე­საც და­მი­ნა­ხეს, თქვეს, ეს არი­სო და მთე­ლი სპეც­რაზ­მი და­მე­სია, უმოწყა­ლოდ მცემ­დ­ნენ - ხელ­კე­ტე­ბით, ავ­ტო­მა­ტით, ფე­ხით… ცე­მის ბრძა­ნე­ბა ბა­ჩო ახა­ლა­ი­ამ გას­ცა და თვი­თო­ნაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამის შემ­დეგ ზო­ნის გა­რეთ გაგ­ვიყ­ვა­ნეს, კე­დელ­თან მიგ­ვა­ყე­ნეს. ბა­ჩო ახა­ლა­ი­ამ თა­ვი­სი ხელ­კე­ტით ჩა­მოგ­ვი­ა­რა, გვცემ­და და გვა­გი­ნებ­და. შემ­დეგ ისევ დაგ­ვე­სია სპეც­რაზ­მი და მო­საკ­ლა­ვად რომ გა­ი­მე­ტებ ადა­მი­ანს, ისე გვცემ­დ­ნენ. მე ძირს ვეგ­დე. ახა­ლა­ი­ამ იკითხა, ეს არი­სო? ამა­ყე­ნეს ფეხ­ზე. ბა­ჩო ახა­ლა­ი­ამ წიხ­ლი სა­ხე­ში ჩა­მარ­ტყა. ამის მე­რე აგ­ვიყ­ვა­ნეს "ვა­რონ­კა­ში", 5-10 წუ­თის შემ­დეგ ისევ ჩა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს დაბ­ლა და გაგ­ვა­შიშ­ვ­ლეს, ჯერ კე­დელ­თან დაგ­ვა­ყე­ნეს, შემ­დეგ ძირს დაგ­ვ­ყა­რეს ტა­ლახ­სა და თოვ­ლ­ში და შიშ­ვ­ლებს გვცემ­დ­ნენ. ამის მე­რე წაგ­ვიყ­ვა­ნეს N7 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. იქაც გვცემ­დ­ნენ და მოითხოვ­დ­ნენ, მე­ღი­ა­რე­ბი­ნა, რომ წალ­კი­დან ჩე­მი ძმა და მი­სი მე­გობ­რე­ბი ჩემ­თან მო­დი­ოდ­ნენ, თით­ქოს ცი­ხის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას უნ­და დას­ხ­მოდ­ნენ თავს 2 არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი და ერ­თი სრულ­წ­ლო­ვა­ნი ბი­ჭი. თით­ქოს მე უნ­და გა­ვეყ­ვა­ნე ზო­ნი­დან. ჩემს ძმას იარა­ღი თვა­ლით არ ჰქონ­და ნანახი. მოკ­ლუ­ლი რომ ჰყავ­დათ, ეგეც არ ვი­ცო­დი. 4 თვის შემ­დეგ გა­ვი­გე გა­ზე­თის მეშ­ვე­ო­ბით.

- N7 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ კი­დევ ცდი­ლობ­დ­ნენ, რომ ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა გე­ღი­ა­რე­ბი­ნათ?

- N7-ში მე­გის ქარ­და­ვა და სან­დ­რო ხუ­ლორ­და­ვა 6 დღე აგ­რ­ძე­ლებ­დ­ნენ ჩვენს ცე­მა­სა და წა­მე­ბას. ჩემ­გან კვლავ აღი­ა­რე­ბას ითხოვ­დ­ნენ. 8 თვე წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და არა­ვის, სად ვი­ყა­ვი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ცოცხალ­თა საფ­ლავ­ში ვი­ყა­ვი. 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვის­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მქო­ნია. არც ტე­ლე­ფო­ნით და­მი­რე­კავს. მხო­ლოდ იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, იქი­დან ცოცხალს გა­მო­მეღ­წია. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას კი არა, იმას ვნატ­რობ­დი, რომ N7-დან სხვა­გან გა­და­ვეყ­ვა­ნე ცოცხა­ლი. ეს ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა იყო, სა­დაც სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ შე­მო­ვარ­დე­ბო­და სპეც­რაზ­მი და ყვე­ლას სცემ­და. ბა­ჩო ახა­ლაია თით­ქ­მის ყო­ველ ღა­მე მო­დი­ო­და, გა­ჰყავ­და პა­ტიმ­რე­ბი, ძი­რი­თა­დად მთვრა­ლი იყო და უმოწყა­ლოდ სცემ­და პა­ტიმ­რებს. ის ხმე­ბი მთელ შე­ნო­ბა­ში ის­მო­და. ე.წ. ქურ­დე­ბიც გა­ჰყავ­და და სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბო­და. ეს ის დრო იყო, სან­დ­რო გირ­გ­ვ­ლი­ა­ნის მკვლე­ლე­ბი რომ და­ი­ჭი­რეს. ისი­ნი მე­ო­რე სარ­თულ­ზე ჰყავ­დათ. თით­ქ­მის ყო­ველ­დღე ბა­ჩო ახა­ლაია და კი­დევ ვი­ღა­ცე­ბი შე­მო­დი­ოდ­ნენ გირ­გ­ვ­ლი­ა­ნის მკვლე­ლებ­თან, შე­მოჰ­ყავ­დათ ქა­ლე­ბი. ის­მო­და მა­თი კის­კი­სი და სადღეგ­რ­ძე­ლო­ე­ბის ხმა. საკ­ნე­ბის ფან­ჯ­რე­ბი­დან ვუ­ყუ­რებ­დით, მთვრალ ახა­ლა­ი­ას, ვი­საც მო­ი­სურ­ვებ­და, გაჰ­ყავ­და მე­გი­სას­თან ­(­ქარ­და­ვა) ერ­თად კა­ბი­ნეტ­ში და სცემ­და.

- თქვენ რის­თ­ვის იხ­დი­დით სას­ჯელს?

- თით­ქ­მის 3 წე­ლია გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ვარ, სას­ჯელს ქურ­დო­ბის­თ­ვის ვიხ­დი­დი. 16-17 წლის ვი­ყა­ვი, რომ და­მა­კა­ვეს და იმის შემ­დეგ, რამ­დენ­ჯერ­მე გაქ­ცე­უ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ არა­ვი­თა­რი მკვლე­ლო­ბის ბრალდებით ან ვინ­მეს თან­ხ­ლე­ბით. ასე­თი წარ­სუ­ლი რომ მქონ­და, ამი­ტო­მაც და­ას­ვეს ეს ბე­ჭე­დი მომ­ხ­დარს, თით­ქოს მე გაქ­ცე­ვას ვა­პი­რებ­დი. ჯამ­ში, 8 წე­ლი ვი­ჯე­ქი ცი­ხე­ში.

P.S. ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კა­ტე­ბი წარ­დ­გე­ნილ ბრალ­დე­ბას პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშ­ს­წო­რე­ბად აფა­სე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ მას და­ნა­შა­ულ­თან კავ­ში­რი არა აქვს, რა­საც სა­სა­მარ­თ­ლო­ში და­ამ­ტ­კი­ცე­ბენ.

ხა­თუ­ნა გაგ­ნი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ