რას წერენ ქართველი ქალის სილამაზეზე უცხოურ გამოცემებში?

რას წერენ ქართველი ქალის სილამაზეზე უცხოურ გამოცემებში?

დასავლურ გამოცემებსა და ვებსაიტებზე ხშირად აქვეყნებენ რეიტინგებს, სადაც მასობრივად ლამაზი ქალებით დასახლებული ქვეყნების სიაა წარმოდგენილი.

უცხოელი ბლოგერები ქართველი გოგონების სილამაზესა და საქართველოზე ხშირად წერენ, მაგრამ ამჯერად რამდენიმე დასავლურ გამოცემაში სხვადასხვა დროს დაბეჭდილ სტატიებს გაგაცნობთ.

ვებსაიტმა Beautiful Women Pedia-მ, რომელიც მკითხველს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლამაზ ქალებს აცნობს,  ქართველ ქალებზე ვრცელი სტატია სახელწოდებით - "ლამაზი ქართველი ქალები" გამოაქვეყნა.

"საქართველო ცნობილია ღვინით, სტუმართმოყვარეობითა და ლამაზი ქალებით. ამ ქვეყნის გოგონები კარგად იცნობენ ხელოვნებას. ქართველ გოგონებს მასობრივად მუქი ყავისფერი თმა, ლამაზი თვალის ჭრილი და ღია ფერის კანი აქვთ. ამ ქვეყნის ქალბატონებს შესაშური ქალური ფორმები აქვთ. მათ ბუნებრიობა ხიბლავთ და ზედმეტ კოსმეტიკას არ იყენებენ. შებრძანდით ნებისმიერ დაწესებულებაში და მოიხიბლეთ მათი მანერებით. ქართველი გოგონების დიდი ნაწილი ქორწინებამდე ქალწულია. იშვიათად თუ შეხვდებით ქართველ ქალს, რომელსაც მუსიკალური განათლება არ ჰქონდეს, ან ვერ ცეკვავდეს. ვიდრე ქართველ გოგონას პაემანზე დაპატიჟებთ, მისი გულის მოგება მოგიწევთ. თუმცა, შედეგი ამად ღირს", - წერია სტატიაში.

ბრიტანულ გამოცემა The Independent-ში 1997 წლის 31 აგვისტოს ჟურნალისტ მაიკ ჟერარდის სტატია დაიბეჭდა, რომელიც საქართველოს, ქართულ კულტურასა და ქართველ ქალებს ეძღვნებოდა.

"ვფიქრობდი, ყველა ქართველი ქალი ასეთი ლამაზია, თუ მეჩვენება-მეთქი. ამდენი ლამაზი ქალი არსად მინახავს. გოგონებს ხორბლისფერი კანი და თაფლისფერი თვალები ჰქონდათ. შევნიშნე, რომ ასაკოვან ქალებს მხოლოდ შავი ფერის კაბები ეცვათ", - წერს ჟურნალისტი.

რაც შეეხება საიტ targetmap.com-ს - სტატიის ავტორმა ქალების მოხიბვლის სირთულის მიხედვით რეიტინგი შეადგინა - რომელ ქვეყანაშია ქალის მოხიბვლა ადვილი, საშუალოდ რთული და ძალიან რთული. რეიტინგში 32 ქვეყანა შევიდა. უცხოელი მამაკაცების აზრით, ქართველი ქალების გულის მოგება "საშუალოდ რთულია".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია