საახალწლო ისტერიის დასასრული და ახალი წლის ორომტრიალი დიასახლისის თვალით

 საახალწლო ისტერიის დასასრული და ახალი წლის ორომტრიალი დიასახლისის თვალით

ვი­საც "საბ­ჭო­თა" სკო­ლა­ში უს­წავ­ლია, ყვე­ლას ექ­ნე­ბა ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ნორ­მა­ტი­ვი, რო­მელ­საც მშთ ერ­ქ­ვა. ვის­თ­ვი­საც ეს გა­უ­გე­ბა­რია, ავ­ხ­ს­ნი: "მშთ" იშიფ­რე­ბა ასე - "მზად ვარ შრო­მი­სა და თავ­დაც­ვი­სათ­ვის" და ამ ნორ­მა­ტი­ვის ჩა­ბა­რე­ბა ფიზ­კულ­ტუ­რის გაკ­ვე­თილ­ზე ხდე­ბო­და. სპორ­ტის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბა­ში (მა­გა­ლი­თად, 100 მეტ­რ­ზე სირ­ბი­ლი, 500 მეტ­რ­ზე სირ­ბი­ლი, სიგ­რ­ძე­ზე ხტო­მა, სი­მაღ­ლე­ზე ჭო­კით ხტო­მა და სხვ.) გა­მოც­და უნ­და ჩა­გე­ბა­რე­ბი­ნა. თუ დაძ­ლევ­დი, ნი­შან­საც მი­ი­ღებ­დი და მშთ ნორ­მა­ტი­ვიც ჩა­ბა­რე­ბუ­ლად ჩა­გეთ­ვ­ლე­ბო­და. თუ არა და - "სა­შე­მოდ­გო­მო" გა­მოგ­ყ­ვე­ბო­და.

წი­ნა­სა­ა­ხალ­წ­ლო მზა­დე­ბის დროს ყო­ველ­თ­ვის ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მაქვს, რომ ყვე­ლა­ნი ნორ­მა­ტივს ვა­ბა­რებთ, ოღონდ მშთ-ს კი არა - მქპ-ს (მზად ვარ ქე­ი­ფი­სა და "პახ­მე­ლი­ის­თ­ვის") და მთე­ლი მონ­დო­მე­ბით ვემ­ზა­დე­ბით, რომ სა­შე­მოდ­გო­მო არ გა­მოგ­ვ­ყ­ვეს.

ყვე­ლა ფა­ცი­ფუ­ცობს, ყველ­გან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია, ქა­ლაქ­ში - სა­ცო­ბე­ბი, დიდ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში გა­სავ­ლე­ლი ად­გი­ლიც აღა­რაა. იყი­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი - ხორ­ცი, ყვე­ლი, ლი­მო­ნა­თი, ნაძ­ვის ხე­ე­ბი, სა­ჩუქ­რე­ბი, თოვ­ლის ბა­ბუ­ე­ბი, ნაძ­ვის მო­სარ­თა­ვი სა­თა­მა­შო­ე­ბი, ნა­თუ­რე­ბი და ბენ­გა­ლი­უ­რი შუშ­ხუ­ნე­ბი...

ყვე­ლა­ნი ვფიქ­რობთ, რომ სწო­რედ აი, ამ ახა­ლი წლი­დან შე­იც­ვ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი სულ სხვაგ­ვა­რად იქ­ნე­ბა... იმე­დი­ა­ნად შევ­ყუ­რებთ ახა­ლი წლის შე­მობ­რ­ძა­ნე­ბას, სა­ნუკ­ვარ სურ­ვი­ლებს ვუთ­ქ­ვამთ... იმი­სათ­ვის, რომ სურ­ვი­ლე­ბი ას­რულ­დეს, სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი "რი­ტუ­ა­ლიც" კი არ­სე­ბობს. გა­სათხო­ვა­რი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თ­ვის ზუს­ტად 12 სა­ათ­ზე მა­გი­დის ქვეშ შეძ­რო­მაა "რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი", რომ ბე­დი გა­ეხ­ს­ნათ და მა­მა­კაც­თა ხრო­ვას (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მგლის ხრო­ვას­თან ასო­ცი­ა­ცი­ას ვახ­დენ და არ უნ­და ეწყი­ნოს ძლი­ერ სქესს) "ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი", თუნ­დაც "და­სუს­ტე­ბუ­ლი" წევ­რის გუ­ლის მო­გე­ბა შეძ­ლონ.

ვი­საც სიმ­დიდ­რე, კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა ან სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სურ­ვი­ლი აქვს, სა­ნამ სა­ა­თი 12-ჯერ ჩა­მოჰ­კ­რავს, სურ­ვი­ლი ქა­ღალ­დ­ზე უნ­და და­წე­როს, დაწ­ვას, ფერ­ფ­ლი შამ­პა­ნუ­რის ჭი­ქა­ში ჩა­ყა­როს და ჭი­ქის ბო­ლომ­დე გა­მოც­ლა მო­ას­წ­როს.

თოვ­ლის ბა­ბუ­ას­თ­ვის წე­რი­ლის მი­წე­რა ხომ ძა­ლი­ან დი­დი ხნის ტრა­დი­ციაა... და რო­გორც ჩანს, ეს უფ­რო ჭრის, რად­გან სურ­ვი­ლე­ბი ბავ­შ­ვებს უფ­რო უს­რულ­დე­ბათ...

ახა­ლი წლის წი­ნა დღე­ებ­ში ქა­ლაქ­ში რომ გა­ვივ­ლი, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, თით­ქოს მთე­ლი წე­ლი სწო­რედ ამ დღის­თ­ვის ვცოცხ­ლობ­დით... დე­კემ­ბე­რი დად­გე­ბა თუ არა, იწყე­ბა იმა­ზე ფიქ­რი, რა გვინ­და ახა­ლი წლის­თ­ვის... თუმ­ცა, ამის გა­მო გო­ნე­ბას ძა­ლის და­ტა­ნე­ბაც არ უნ­და. დღის ბო­ლოს ჩა­ხე­დეთ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის მე­სი­ჯე­ბის "გან­ყო­ფი­ლე­ბას" და უბ­რა­ლოდ, აარ­ჩი­ეთ! სა­რეკ­ლა­მო მე­სი­ჯე­ბი უხ­ვად იქ­ნე­ბა - ფას­დაკ­ლე­ბა ავეჯ­ზე, ელექ­ტ­რო­ტექ­ნი­კა­ზე, ფეხ­საც­მელ­ზე, ტან­საც­მელ­ზე, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებ­ზე... აარ­ჩიე, სუ­ლო და გუ­ლო, რა გინ­და, რამ­დე­ნი, რო­გო­რი...

და იწყე­ბა მა­ღა­ზი­ე­ბის და­ლაშ­ქ­ვ­რა სა­ჩუქ­რე­ბის შე­სა­ძე­ნად... თით­ქოს ახა­ლი წე­ლია აუცი­ლე­ბე­ლი იმი­სათ­ვის, რომ ახა­ლი დი­ვა­ნი შე­ი­ძი­ნო ან ტოს­ტე­რი იყი­დო... მე­უღ­ლეს სა­ნატ­რე­ლი ტე­ლე­ფო­ნი, ქურ­ქი ან უთო აჩუ­ქო... ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ცდი­ლობ, ამ სა­ა­ხალ­წ­ლო სა­ჩუქ­რით მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი წყე­ნა და­ა­ვიწყო... ერ­თ­გ­ვა­რი ბო­დი­ში­ვი­თაა იმი­სათ­ვის, რაც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გი­შა­ვე­ბია. ახ­ლა კი, ახა­ლი წლი­დან ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად იქ­ნე­ბა...

დე­კემ­ბ­რის ბო­ლო კვი­რა­ში სა­სურ­სა­თო გან­ყო­ფი­ლე­ბებ­თან ისე­თი რი­გე­ბი, ხმა­უ­რი და აურ­ზა­უ­რია, გე­გო­ნე­ბა, "დი­დი შიმ­ში­ლო­ბა" იწყე­ბა და ახ­ლა თუ არ მო­ი­მა­რა­გებ პრო­დუქტს, შიმ­ში­ლით სიკ­ვ­დი­ლი გე­მუქ­რე­ბა. რაც მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­აგ­რო­ვე, ახა­ლი წლის­თ­ვის უნ­და და­ხარ­ჯო.

გო­ჭი აუცი­ლე­ბე­ლია... ინ­და­უ­რი? აბა, მა­გის გა­რე­შე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი წლის სუფ­რა? მე­რე რა, რომ ისე­თი ფა­სე­ბი აქვს, გან­ვა­დე­ბით ყიდ­ვა რომ აჯო­ბებ­და...

31 დე­კემ­ბ­რის დი­ლით ყვე­ლა­ფე­რი შე­ძე­ნი­ლია და ახა­ლი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა იწყე­ბა...

ხარ­შ­ვა, შეწ­ვა, დაბ­რაწ­ვა, ცხო­ბა, თუხ­თუ­ხი...

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხომ ახა­ლი წე­ლი უფ­რო ზღვარ­გა­და­სულ ჭა­მა-სმას­თან ასო­ცირ­დე­ბა...

შუბ­ლ­ზე ოფ­ლ­მომ­ს­კ­და­რი დი­ა­სახ­ლი­სე­ბი ცდი­ლო­ბენ, ყვე­ლა­ფე­რი მო­ას­წ­რონ. დრო არ იც­დის, მა­რა­თო­ნის მე­ო­რე ეტა­პი კი ზუს­ტად 12 სა­ათ­ზე სრულ­დე­ბა და იწყე­ბა მე­სა­მე, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ეტა­პი, რის­თ­ვი­საც მთე­ლი წე­ლი ვემ­ზა­დე­ბო­დით, - ახა­ლი ცხოვ­რე­ბა იწყე­ბა, ახა­ლი იმე­დე­ბით სავ­სე.

და "ა­ხა­ლი ცხოვ­რე­ბის" დაწყე­ბას დი­დი ჭა­მა-სმი­თა და ღრე­ო­ბით აღ­ვ­ნიშ­ნავთ...

პირ­ვე­ლი იან­ვ­რის დი­ლას გა­რეთ გა­სულ­ხართ? სა­ო­ცა­რია ქა­ლა­ქი ამ დროს... წიწ­ვე­ბი­სა და მან­და­რი­ნის სუ­ნი ტრი­ა­ლებს, ქუ­ჩე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან დაც­ლი­ლია, პე­ტარ­დე­ბი­სა და სხვა­დას­ხ­ვა "ბომ­ბაჩ­კის" ნაფ­ლე­თე­ბია მი­მო­ფე­ნი­ლი... ქა­ლა­ქი ფაქ­ტობ­რი­ვად, მკვდა­რია. ყვე­ლა მა­ღა­ზია და ოფი­სი გა­მო­კე­ტი­ლია... თუმ­ცა, რა აზ­რი აქვს, მა­ღა­ზი­ე­ბი მა­ინც და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლია და სუ­ლი­თა და გუ­ლით რომ გინ­დო­დეს, ვე­რა­ფერს შე­ი­ძენ... ტკბი­ლე­უ­ლი­სა და ძეხ­ვე­უ­ლის ნარ­ჩე­ნე­ბია მხო­ლოდ... პუ­რის ყიდ­ვა­ზე არც იოც­ნე­ბოთ... თუ სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნა არ გყავთ, არც სად­მე წას­ვ­ლა­ზე იოც­ნე­ბოთ - სა­ზო­გა­დო­ე­ბრი­ვი ტრან­ს­პორ­ტი არ მოძ­რა­ობს...

წი­ნა წლებ­ში არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ წელს მო­ბან­ცა­ლე თოვ­ლის ბა­ბუა შემ­ხ­ვ­და, ღი­ღი­ნით რომ მი­უყ­ვე­ბო­და ქუ­ჩას...

ამ დღეს ტე­ლე­ფონ­საც არა­ვინ პა­სუ­ხობს შუ­ადღემ­დე...

31 დე­კემ­ბერს ყვე­ლა იმე­დოვ­ნებ­და, რომ ახალ ცხოვ­რე­ბას და­იწყებ­და, მაგ­რამ პირ­ველ იან­ვარს ძვე­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის თა­ვიც არა აქვს უმე­ტე­სო­ბას.

პირ­ვე­ლი იან­ვა­რი ყვე­ლა­ზე მოკ­ლე დღეა - სა­ღა­მოს 4-5 სა­ათ­ზე იწყე­ბა.

ამ დროს ატყ­დე­ბა ტე­ლე­ფო­ნის რეკ­ვა, ერ­თ­მა­ნეთ­თან გა­და­პა­ტი­ჟე­ბა...

იმას, რაც შევ­წ­ვით, მოვ­ხარ­შეთ და გა­მო­ვაცხ­ვეთ, ბუ­ნებ­რი­ვია, მარ­ტო­ე­ბი ვერ მო­ვე­რე­ვით და და­სახ­მა­რებ­ლად მე­გობ­რებს ვუხ­მობთ, მაგ­რამ იმა­თაც ხომ შეწ­ვეს და მო­ხარ­შეს? ამი­ტომ გა­უ­თა­ვე­ბე­ლი - "ა­რა, შენ მო­დი ჩემ­თან" და "ა­ქე­დან ყვე­ლა მივ­დი­ვართ ჩემ­თან" იწყე­ბა...

ასე გრძელ­დე­ბა სულ ცო­ტა, 2 დღე მა­ინც... ეს - ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ისე კი ძვე­ლით ახა­ლი წე­ლი ადა­მი­ა­ნებ­მა იმის­თ­ვის მო­ი­გო­ნეს, რომ ახა­ლი წლის­თ­ვის გა­კე­თე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი ბო­ლომ­დე შე­ი­ჭა­მოს. 2-დან 14 იან­ვ­რამ­დე პე­რი­ოდს მე - "ჭა­მე, თო­რემ გა­ფუჭ­დე­ბას" ვუ­წო­დებ...

3 იან­ვარს ყვე­ლა "თავ­მოყ­ვა­რე" ოფი­სი იხ­ს­ნე­ბა და მუ­შა­ობს, ოღონდ თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი ისე­თი სა­ხე­ე­ბით სხე­დან, თავს დამ­ნა­შა­ვედ გრძნობ, თუ მა­თი მომ­სა­ხუ­რე­ბა დაგ­ჭირ­და და ოფი­სის კა­რი შე­ა­ღე...

"გი­ლო­ცავთ", - ეუბ­ნე­ბი და ისე ჟღერს, თით­ქოს გა­დარ­ჩე­ნას ულო­ცავ, მა­რა­თო­ნის დას­რუ­ლე­ბას, მქპ ნორ­მა­ტი­ვის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბას...

ახალ წელს ღირ­სე­უ­ლად შევ­ხ­ვ­დით... დავ­ს­ხე­დით სუფ­რას­თან, ვჭა­მეთ, ვსვით, შუშ­ხუ­ნე­ბი ავა­გიზ­გი­ზეთ... სტუმ­რად წა­ვე­დით, "პახ­მე­ლი­ა­ზეც" გა­მო­ვე­დით და სამ­სა­ხურ­შიც... "ფე­ის­ბუკ­ში" ახა­ლი ალ­ბო­მე­ბიც შე­იქ­მ­ნა, სა­ხელ­წო­დე­ბით - "ა­ხა­ლი წე­ლი 2014"...

და - რა?

აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ ცხოვ­რე­ბა ისევ თა­ვი­სი გზით მი­დის და კი­დევ ერ­თხელ რწმუნ­დე­ბი, რომ არა­ნა­ი­რი სას­წა­უ­ლი არ მოხ­და... ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე­ე­ბი იწყე­ბა, ძვე­ლი პრობ­ლე­მე­ბი­თა და ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნით... ფრა­ზა - "ხელ­ფა­სამ­დე რა გვეშ­ვე­ლე­ბა?" ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რია... მთა­ვა­რია, "სა­შე­მოდ­გო­მო" არ გა­მოგ­ვ­ყ­ვა და სა­ა­ხალ­წ­ლო მა­რა­თო­ნი ღირ­სე­უ­ლად დავ­ძ­ლი­ეთ...

არ მინ­და, და­სას­რულ­მა პე­სი­მის­ტუ­რად გა­ნგაწყოთ... უბ­რა­ლოდ, მგო­ნია, რომ ხში­რად ზო­მი­ე­რე­ბის გრძნო­ბა გვღა­ლა­ტობს - ბო­ლომ­დე ვი­ცით ქარ­თ­ვე­ლებ­მა და­ხარ­ჯ­ვა, ამ სიტყ­ვის პირ­და­პი­რი და გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით...

"სა­ა­ხალ­წ­ლო ზღა­პა­რი - 2014" დას­რულ­და და რო­გორც კი გონ­ზე მო­ვალთ, ვიწყებთ წუ­წუნს, დი­ე­ტა­ზე ყოფ­ნას (ა­ბა, ხომ უნ­და და­ვიკ­ლოთ ის კი­ლოგ­რა­მე­ბი, რაც სა­ა­ხალ­წ­ლოდ შე­მო­ვი­მა­ტეთ) და რაც მთა­ვა­რია - მზა­დე­ბას მო­მა­ვა­ლი, 2015 წლის­თ­ვის!

ბედ­ნი­ერ წე­ლი­წადს გი­სურ­ვებთ და ყვე­ლა იმე­დის გა­მარ­თ­ლე­ბას, რო­მე­ლიც 2014 წელს "შე­უკ­ვე­თეთ"...

P.S. ზღა­პა­რი რო­გორ სრულ­დე­ბა, ყვე­ლამ ვი­ცით, მაგ­რამ რად­გან ახა­ლი წე­ლია, "ჭი­რის­თ­ვის" და ქა­ტოს­თ­ვის არც "ი­ქა" მყოფ­ნი მე­მე­ტე­ბი­ან, ამი­ტომ თავს უფ­ლე­ბას მივ­ცემ და ცო­ტა შევ­ც­ვ­ლი: "ლხი­ნი იქა, ლხი­ნი აქა, პუ­რი იქა, პუ­რი აქა!"

მა­რი ჯა­ფა­რი­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია