რა ასაკიდან შეიძლება აღსარების თქმა და შეიძლება თუ არა 16 წლის ასაკში ქორწინება - პასუხები მოძღვრისგან

რა ასაკიდან შეიძლება აღსარების თქმა და შეიძლება თუ არა 16 წლის ასაკში ქორწინება - პასუხები მოძღვრისგან

გან­კითხ­ვა, სხვა­თა ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი საკ­მოდ მძი­მე ცოდ­ვად ით­ვ­ლე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რ­მა კარ­გად იცის, რა­ო­დენ მძი­მე და სუ­ლის წარ­მ­წყ­მე­დე­ლი ცოდ­ვაა მოყ­ვას­ზე ძვირ­სიტყ­ვა­ო­ბა, ეს ცოდ­ვი­ლი ჩვე­ვა თით­ქ­მის ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს. ერთ-ერ­თი მკითხ­ვე­ლი გვწერს: "რა­ტომ იზი­დავთ ადა­მი­ა­ნებს გან­კითხ­ვა და სა­ერ­თოდ, რა­ტომ მი­ე­ცა ადა­მი­ანს სხვა­თა ცოდ­ვე­ბი­სა და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის და­ნახ­ვის უნა­რი?"... ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი სწო­რედ გზის მკითხ­ველ­თა ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­დავ­წყ­ვი­ტეთ...

დე­კა­ნო­ზი პეტ­რე გი­ორ­გა­ძე:

- უფალ­მა ადა­მი­ანს მის­ცა სუ­ლი­ე­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ხედ­ვა. სუ­ლი­ე­რი ხედ­ვით ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ ცოდ­ვებს შეიგრძნობს, ხო­ლო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, გრძნო­ბი­თი ხედ­ვით - სხვის ცხოვ­რე­ბას, სხვის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­სა და ცოდ­ვებს გან­ს­ჯის. ნათ­ქ­ვა­მია, ბრძე­ნი კა­ცი სხვის შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლობს, ჭკვი­ა­ნი თა­ვის შეც­დო­მებ­ზე, უგ­უ­ნუ­რი ვერც სხვე­ბის და ვერც თა­ვის შეც­დო­მებ­ზეო. რა­ტომ ვხე­დავთ სხვის შეც­დო­მებს? - იმის გა­მო, რომ შე­ფა­სე­ბის უნა­რი გვქონ­დეს, და­ვი­ნა­ხოთ, რო­გორ ცუ­დად ჩანს, რო­გორ ცუ­დად აისა­ხე­ბა ადა­მი­ან­ში არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ვე­ბი და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი, ასე­ვე იმის გა­მო, რომ ჩვენს თავ­შიც ვე­ძი­ოთ ის ცოდ­ვი­ლი ჩვე­ვე­ბი და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი, რომ­ლის გა­მოც სხვას გან­ვი­კითხავთ და არა იმის­თ­ვის, რომ სხვა­თა ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის გან­ს­ჯა, გან­კითხ­ვა და­ვიწყოთ. გან­კითხ­ვის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი ამ­პარ­ტავ­ნე­ბა და უსიყ­ვა­რუ­ლო­ბაა. რო­გორც უფა­ლი ამ­ბობს, ადა­მი­ა­ნი ხში­რად სა­კუ­თარ თვალ­ში დი­რე­საც ვერ ამ­ჩ­ნევს, სხვის თვალ­ში კი ბეწ­ვის და­ნახ­ვა­საც ახერ­ხებს. ეკ­ლე­სი­ა­ში მო­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი და გვე­უბ­ნე­ბი­ან, - სი­მარ­თ­ლის თქმა მიყ­ვარს, რო­დე­საც ვხე­დავ, რომ ადა­მი­ა­ნი სცო­დავს, არ შე­მიძ­ლია არ ვუთხ­რა და და­ვით­მი­ნოო. თუ ადა­მი­ა­ნის ქმე­დე­ბა არ მო­გე­წო­ნე­ბა, მხი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა. შე­საძ­ლოა, ადა­მი­ან­მა ადა­მი­ანს მი­უ­თი­თოს, მაგ­რამ ამას აუცი­ლებ­ლად ღვთი­სა და მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რუ­ლი უნ­და ედოს სა­ფუძ­ვ­ლად, სიყ­ვა­რუ­ლი უნ­და გვა­მოძ­რა­ვებ­დეს და არა - მრის­ხა­ნე­ბა და სი­ძულ­ვი­ლი. შე­ნი მხი­ლე­ბა გან­კითხ­ვა­სა და სი­ძულ­ვილ­ში არ უნ­და გა­და­ვი­დეს. ამას გან­ს­ჯის უნა­რი სჭირ­დე­ბა. თუ გან­ს­ჯის უნა­რი არ გვაქვს, რო­გორც მა­მე­ბი გვირ­ჩე­ვენ, უმ­ჯო­ბე­სია და­დუმ­დე და უფალს ევედ­რო, შე­ე­წი­ოს ცოდ­ვით და­ცე­მულ მოყ­ვასს, შენ­თ­ვის კი ითხო­ვო, გან­ს­ჯის ნი­ჭი მოგ­ცეს, რა­თა შეძ­ლო ხვალ და ზეგ მოყ­ვასს უმ­კურ­ნა­ლო. უფა­ლი ნიჭს მის­ცემს ადა­მი­ანს. გა­ვიხ­სე­ნოთ რამ­ხე­ლა ნი­ჭი მის­ცა უფალ­მა მე­თევ­ზე­ებს და უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებს, თუ გულ­წ­რ­ფე­ლად ვითხოვთ, ჩვენც მოგ­ვე­ცე­მა.

"არ გა­ნი­კითხო, რა­თა არ გა­ნი­სა­ჯო", - ამ­ბობს უფა­ლი, რო­მე­ლიც გვას­წავ­ლის, რო­გორ არ­თ­მევს გან­კითხ­ვა ადა­მი­ანს სუ­ლი­ერ ძა­ლას, რო­გორ შრეტს სუ­ლი­ე­რად ეს მძი­მე ცოდ­ვა. დღეს ჩვენ არ ვართ ჭეშ­მა­რი­ტი მლოც­ვე­ლე­ბი, ჭეშ­მა­რი­ტი მოწყა­ლე­ნი, მმარ­ხ­ვე­ლე­ბი... ეს არ შე­გიძ­ლია? მა­შინ არ გა­ნი­კითხო და არ გა­ნი­კითხე­ბი, - ეს არის უმოკ­ლე­სი გზა ცხო­ნე­ბის­კენ. ერ­თი შე­ხედ­ვით, თით­ქოს რო­გო­რი ად­ვი­ლია, მაგ­რამ რო­ცა და­უკ­ვირ­დე­ბით, ყვე­ლა­ზე ძნე­ლი სწო­რედ ენის და­კა­ვე­ბა, სიტყ­ვის შე­კა­ვე­ბაა. მა­მა­ო­ე­ბი ამ­ბო­ბენ, უფალ­მა ენას ორი ბა­რი­ე­რი გა­უ­კე­თა - კბი­ლე­ბი და ტუ­ჩე­ბი, მაგ­რამ ენა მა­ინც არ­ღ­ვევს ორი­ვე ბა­რი­ერ­სო. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ყო­ფა­შიც ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ მხრივ.

- რო­გორ ვებ­რ­ძო­ლოთ ამ ცოდ­ვას?

- ამ ცოდ­ვის დაძ­ლე­ვა ვის შე­უძ­ლია? - ვინც მარ­თ­ლა გულ­წ­რ­ფე­ლა­დაა შემ­დ­გა­რი ღვთის გზა­ზე, ვი­საც მარ­თ­ლა აწუ­ხებს ში­ნა­გა­ნად, ვინც ფიქ­რობს, ვინც იცის, რა­ო­დენ მძი­მე ცოდ­ვაა გან­კითხ­ვა და რო­გორ გა­და­დის ადა­მი­ა­ნი ამ ცოდ­ვი­დან სხვა ცოდ­ვებ­ში - სი­ძულ­ვილ­ში, მრის­ხა­ნებ­აში, უსიყ­ვა­რუ­ლო­ბა­ში... ბო­რო­ტიც აძ­ლევს ადა­მი­ანს სხვა­დას­ხ­ვა ენერ­გიას. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი გან­კითხ­ვის ცოდ­ვის სიმ­ძი­მეს ხვდე­ბა, ში­ნა­გა­ნად მძიმ­დე­ბა. უფალს უნ­და, რომ ჩვე­ნი ენერ­გია ქა­და­გე­ბასა და სი­კე­თის კე­თე­ბა­ს მოხმარდეს, ჩვენ კი უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში სუ­ლი­ე­რად დას­ნე­უ­ლე­ბულ­ნი ვბარ­დე­ბით უფალს და ვთხოვთ - გვი­პატ­რო­ნე, უფა­ლო! უფა­ლი კი შეგ­ვე­წე­ვა და გვიწ­ვ­დის ხელს, მაგ­რამ ჩვენც უნ­და ვე­ცა­დოთ, რომ სუ­ლი­ე­რად არ დავ­ს­ნე­ულ­დეთ, არ დავ­კ­ნინ­დეთ, არ დავ­ვარ­დეთ, ჩვე­ნი ენერ­გია ღვთის მსა­ხუ­რე­ბა­სა და ღვთის სიტყ­ვის გავ­რ­ცე­ლე­ბას შე­ვა­ლი­ოთ, ჩვე­ნი ბა­გე­ე­ბი იმას ამ­ბობ­დ­ნენ, რაც ღვთის­თ­ვის სათ­ნოა. უფა­ლიც ამ­ბობს, ვინც ჩემ­თ­ვის, სა­ხა­რე­ბის­თ­ვის თა­ვი და­დოს, მან ცხო­ნე­ბა მო­ი­პო­ვო­სო, შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა სრუ­ლად ვერ დას­ძ­ლი­ოს ცოდ­ვა, მაგ­რამ მცდე­ლო­ბა არ უნ­და და­აკ­ლოს.

აქ­ტუ­ა­ლუ­რი კითხ­ვე­ბი

- რა ასა­კი­დან უნ­და თქვას ბავ­შ­ვ­მა აღ­სა­რე­ბა? ბავ­შ­ვის მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი ცოდ­ვე­ბიც ისე­თი­ვე სიმ­ძი­მი­საა, რო­გორიც ზრდა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის?

- ამის შე­სა­ხებ ეკ­ლე­სი­ას ზუს­ტი გან­საზღ­ვ­რე­ბა არა აქვს. ერ­თი ბავ­შ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს ხუ­თი წე­ლი, სხვა შემ­თხ­ვევა­ში - ათი წე­ლი. ეს არის კონ­კ­რე­ტუ­ლად მშობ­ლი­სა და მოძღ­ვ­რის გა­და­საწყ­ვე­ტი, ბავ­შ­ვის ქმე­დე­ბე­ბი­დან და სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. თუ ბავ­შ­ვი სულ ცელ­ქობს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, შეგ­ნე­ბუ­ლად აფუ­ჭებს რა­მეს, მან აღ­სა­რე­ბა უკ­ვე ხუ­თი წლის ასა­კი­დან უნ­და ჩა­ა­ბა­როს. შე­იძ­ლე­ბა ბავ­შ­ვი იყოს ცხრა წლის, მაგ­რამ სა­ერ­თო­დაც არ ჰქონ­დეს ცოდ­ვე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა, იყოს ძა­ლი­ან მი­ა­მი­ტი და მშვი­დი. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში აღ­სა­რე­ბის ჩა­ბა­რე­ბა ათი წლის ასა­კამ­დეც არ არის აუცი­ლე­ბე­ლი. ბავ­შ­ვის მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი ცოდ­ვე­ბი არ არის იმ სიმ­ძი­მის, რაც ზრდას­რულ ასაკ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნის მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი, ეპი­ტი­მი­აც გა­ცი­ლე­ბით მსუ­ბუ­ქი უწეს­დე­ბა, თუმ­ცა აღ­სა­რე­ბის გზით მო­ნა­ნი­ე­ბა და სი­ნა­ნუ­ლი სა­ჭი­როა. არ უნ­და ვი­ფიქ­როთ, რომ ბავ­შ­ვო­ბის ასაკ­ში ჩა­დე­ნი­ლი ცოდ­ვა არ მოგ­ვე­კითხე­ბა.

- რა­ტომ იბა­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ხინ­ჯე­ბად და ლა­მა­ზე­ბად?

- ეს ყვე­ლაფე­რი ღვთის გან­გე­ბუ­ლე­ბა­შია. უფა­ლი ყო­ვე­ლი­ვეს კე­თი­ლად გა­ნა­გებს. რა­ტომ ხდე­ბა ეს, მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ღვთის­მეტყ­ვე­ლე­ბაა და პრე­სის ფურ­ც­ლე­ბი­დან ამომ­წუ­რავ პა­სუხს ვერ გავ­ცემთ, მაგ­რამ ჩვენ რომ ღვთის გან­გე­ბუ­ლე­ბას ბო­ლომ­დე ჩავ­წ­ვ­დეთ, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- რა უნ­და აკე­თოს შა­ბათ დღეს მორ­წ­მუ­ნე ადა­მი­ან­მა? საქ­მის გა­კე­თე­ბა ან ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბა და გარ­თო­ბა თუ შე­იძ­ლე­ბა?

- გარ­თო­ბა სა­ერ­თოდ არ არის სა­სურ­ვე­ლი მორ­წ­მუ­ნე ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, მან უნ­და იშ­რო­მოს, ილო­ცოს, თა­ვი­სი აზ­რე­ბი და გო­ნე­ბა და­უთ­მოს უფალს და აკე­თოს კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბი. ამ ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბა შა­ბათ დღეს შე­იძ­ლე­ბა. ხო­ლო რო­დე­საც შა­ბა­თის სა­ღა­მოს ლოც­ვე­ბი ტარ­დე­ბა ტა­ძარ­ში, ამ დროს უნ­და გა­თა­ვი­სუფ­ლ­დეს ყო­ველ­გ­ვა­რი მი­წი­ე­რი საქ­მე­ე­ბი­სა­გან, წა­ვი­დეს ტა­ძარ­ში და და­ეს­წ­როს მსა­ხუ­რე­ბას.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა, 16 წლის ბიჭ­მა ცო­ლი მო­იყ­ვა­ნოს?

- 16 წლის ასაკ­ში და­ქორ­წი­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ქა­ლი­სა და ვა­ჟის მშობ­ლე­ბის ნე­ბარ­თ­ვით.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ნათ­ლო­ბის ჯვრე­ბის შე­ერ­თე­ბა და ერთ ჯვრად გა­და­კე­თე­ბა?

- შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ სა­სურ­ვე­ლია, ერ­თი ნათ­ლო­ბის ჯვა­რი ხე­ლუხ­ლებ­ლად და­ი­ტო­ვოთ.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ძვე­ლი სა­ეკ­ლე­სიო კა­ლენ­და­რი სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნებ­თან ერ­თად მო­ვა­თავ­სოთ და გა­და­ვაგ­დოთ?

- არა მარ­ტო სა­ეკ­ლე­სიო კა­ლენ­და­რი, არა­ნა­ი­რი სა­ეკ­ლე­სიო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ნარ­ჩე­ნი თუ ლი­ტე­რა­ტუ­რა არ შე­იძ­ლე­ბა მო­ვა­თავ­სოთ სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნებ­თან ერ­თად. სა­ეკ­ლე­სიო ნარ­ჩე­ნე­ბი ცალ­კე უნ­და დავ­წ­ვათ. ფერ­ფ­ლი კი სუფ­თა ად­გილ­ზე დავ­ფ­ლათ ან მდი­ნა­რე­ში გა­დავ­ყა­როთ.

თქვენ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო კითხ­ვე­ბი შე­გიძ­ლი­ათ გა­მოგ­ზავ­ნოთ მე­სი­ჯის სა­ხით, ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 555.56.63.22

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია