''მენატურედ 30 წელი ვიმუშავე... 95 კილო ვიყავი''

	 ''მენატურედ 30 წელი ვიმუშავე... 95 კილო ვიყავი''

ჟანა კალატოზიანი 28 წლის გახლდათ, როცა თბილისის სამხატვრო აკადემიაში მენატურედ დაიწყო მუშაობა. ვინ იცის, რამდენ შემდგარ და შეუმდგარ მხატვარს უხატია მისი სხეული... ის რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული. ბოლოს ერთ-ერთი მთავარი როლი განასახიერა რეჟისორ გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილის მხატვრულ ფილმში ''ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ'', რომლის პრემიერა კინოთეატრ ''რუსთაველში'' მცირე ხნის წინ შედგა. მანამდე ის მოხვდა მიხეილ ბასინოვის ფილმში ''ნატურა'', შემდეგ მისით გერმანელი რეჟისორი შტეფან შტოლციც დაინტერესდა. ''შტეფან შტოლცმაც გადამიღო თავის ფილმში. იმ დროს ეთერ ჭკადუა ამერიკიდან იყო ჩამოსული. აქ, თავის სახლში მხატავდა. მაშინ შტოლცი თბილისში ეთერთან მოვიდა. ოთახში რომ დამინახა, მაშინვე თქვა, რომ ჩემი ფილმში გადაღება სურდა და ასეც მოიქცა''.

ჟანა კალატოზიანმა ჩვენთვის მენატურის რთული და დაძაბული სამუშაო გრაფიკის რამდენიმე დეტალი გაიხსენა...

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. 11 წლამდე ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდი, მერე სოლოლაკში გადავედი და ბოლოს მთაწმინდაზე, სულხან-საბა ორბელიანის ბაღთან დავსახლდი. დედისერთა ვარ. მხოლოდ დედა მყავდა, რომელმაც წვალებით გამომზარდა. ერთხელ მოქანდაკე რუბენ ამიროვმა ქუჩაში დამინახა და აკადემიაში წამიყვანა. პირდაპირ უჩა ჯაფარიძესთან დამაყენა.

- მანამდე სწავლობდით სადმე ან მუშაობდით?

- სავაჭრო ტექნიკუმი დავამთავრე. მერე უკვე მენატურედ ვმუშაობდი. აკადემიაში რომ მივედი, ბევრი მენატურე იყო: რუსეთიდანაც, აქაურებიც.

- როგორი სამუშაო რეჟიმი გქონდათ? იქ რამდენი წელი იმუშავეთ?

- ძალიან რთული რეჟიმი მქონდა. იცით, როგორ მომბეზრდა?! წარმოიდგინეთ, 6 საათი ფეხზე უნდა იდგე, ხანაც გაუნძრევლად წევხარ. მთელი სხეული მტკიოდა. საერთოდ, ძალიან რთული სამუშაოა. არადა, რა მექნა, თუ ფული გინდა, უნდა იმუშაო. ზაფხულში ვისვენებდი, მაგრამ როცა სტუდენტებს შემოდგომაზე ლექციები ეწყებოდათ, ჩემი სამუშაოც იწყებოდა. ზამთარში ოთახები თბებოდა. თან რეფლექტორები იდგა. ახლაც თბება, მაგრამ ახლა იქ აღარ ვმუშაობ. 6 წელია, მუშაობას თავი დავანებე. 64-ის წლის ვარ. 30 წელი ვიმუშავე მენატურედ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია