ვანის რაიონში 6 წლის გოგონას ეძებენ

ვანის რაიონში 6 წლის გოგონას ეძებენ

ვანის რაიონის სოფელ შუამთაში 6 წლის გოგონა დაიკარგა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა დავით ლორთქიფანიძემ აცნობა, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, როდესაც მამამ ორი მცირეწლოვანი შვილი სიგარეტის საყიდლად მაღაზიაში გააგზავნა.

"შემთხვევა მოხდა გუშინ, დღის მეორე ნახევარში. შუამთა არის სოფელი ვანის რაიონში, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობს. 3 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ, მეოთხეზე ფეხმძიმედ არის დედა. მამამ სოფლის ცენტრში სიგარეტის საყიდლად გაუშვა 7 წლის ვაჟი და 6 წლის გოგონა. გოგონა უკან აღარ დაბრუნდა. ბიჭი გარკვევით ვერ ამბობს, თუ რა მოხდა. ხან ამბობს, რომ გოგონა მდინარე ყუმურის პირზე თამაშისას მდინარეში ჩავარდა, ხან ამბობს, რომ ვითომ ვიღაცას ჩაუჯდა მანქანაში და გაჰყვა", - აშნიშნა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოები შუამთაში უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.

"გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ძებნა. ადგილზე ვიყავი მეც, ადგილზე იყო იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ვანის პოლიციის წარმომადგენლები. მეზობლებთან ერთად მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები, მაგრამ ვერანაირ კვალს ვერ მივაკვლიეთ. დღეს უკვე მყვინთავები ჩაერთვებიან ძებნაში", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ