პარლამენტის აპარატმა 2013 წელს გამოშვებულ ათ ავტომანქანაში 292 000 ლარი გადაიხადა

პარლამენტის აპარატმა 2013 წელს გამოშვებულ ათ ავტომანქანაში 292 000 ლარი გადაიხადა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) იუწყება, რომ 2013 წელს საქართველოს პარლამენტის აპარატმა, ამავე წელს გამოშვებული "ჰიუნდაი ელანტრას" მოდელის 10 ავტომობილი შეიძინა. ავტომობილებში, ჯამში 292 000 ლარია გადახდილი.

IDFI-ს ინფორმაციით, აღნიშნული ავტომობილები შემდეგი დანიშნულებით გადანაწილდა: ფრაქცია "ქართული ოცნება ეროვნული ფორუმი" - 1 ავტომობილი, ფრაქცია "ქართული ოცნება მრეწველები" - 1 ავტომობილი, ფრაქცია "უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარები" - 1 ავტომობილი, უმრავლესობის ლიდერის აპარატი - 1 ავტომობილი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - 1 ავტომობილი, დელეგაციებისა და სტუმრების მომსახურების მიზნით - 5 ავტომობილი.

მათივე ინფორმაციით, 2013 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, საწვავის მოხმარებაზე გაწეული ფაქტობრივი ხარჯი შეადგენს 736 217 ლარს. ავტომანქანების მომსახურებაზე (შეკეთება, ცვეთა) გაწეული ფაქტობრივი ხარჯი კი 272 957 ლარს შეადგენს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა