პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე 294 516 ლარის პრემია გაიცა

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე 294 516 ლარის პრემია გაიცა

საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე, თანამდებობრივი სარგოებისა და სახელფასო დანამატების გარდა, 2013 წლის განმავლობაში 2 294 516 ლარის პრემია გაიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, აპარატის თანამშრომლებზე გაცემული პრემიების ოდენობა განახევრებულია (2012 წელს აპარატის თანამშრომლებზე პრემიის სახით გაიცა 4 927 487,8 ლარი) აღნიშნული არ განაპირობებდა თანამშრომელთა შემოსავლების კლებას, რადგან წინა წლისგან განსხვავებით, 2013 წელს, პარლამენტის თანამშრომლები ყოველთვიურად დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დანამატსაც იღებდნენ.

რაც შეეხება პარლამენტის წევრებს, IDFI-ს ინფორმაციით, 2013 წელს, მათ პრემია არ აუღიათ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა