ფოთის მერმა თანამდებობა დატოვა

ფოთის მერმა თანამდებობა დატოვა

ფოთის მერმა დავით სარსანიამ თანამდებობა დატოვა. მან ქალაქის საკრებულოს თანამდებობის დატოვების თხოვნით დღეს მიმართა, მიზეზად კი სხვა თანამდებობაზე გადასვლა დაასახელა.

დავით სარსანია სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორის მოადგილედ გააგრძელებს მუშაობას.

დავით სარსანია ფოთის მერად 2013 წლის 11 იანვარს დაინიშნა. დავით სარსანიას მხარი საკრებულოს წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა, მათ შორის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმაც. ოპოზიციაში ამ გადაწყვეტილებას ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარების სურვილით ხსნიდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა