"როცა ქუჩაში ვცხოვრობდი, ტილი არ მყოლია, ახლა მყავს" - რე­პორ­ტა­ჟი უსახ­ლ­კა­რო­თა თავ­შე­საფ­რი­დან

"როცა ქუჩაში ვცხოვრობდი, ტილი არ მყოლია, ახლა მყავს" - რე­პორ­ტა­ჟი უსახ­ლ­კა­რო­თა თავ­შე­საფ­რი­დან

თბი­ლი­სის გა­რე­უ­ბან­ში, მოს­კო­ვის გამ­ზი­რის და­საწყის­ში, რამ­დე­ნი­მე ათას კვად­რა­ტულ მეტ­რ­ზე სამ­ხედ­რო კარ­ვე­ბია გან­ლა­გე­ბუ­ლი. ტე­რი­ტო­რია შე­მო­ღო­ბი­ლია, ეზო­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას, მედ­პერ­სო­ნალსა და სამ­ხედ­რო­ფორ­მი­ან მა­მა­კა­ცებს შე­ამ­ჩ­ნევთ. ეს თბი­ლი­სის უსახ­ლ­კა­რო­თა თავ­შე­სა­ფა­რია.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, 2013 წლის ბო­ლოს ქუ­თა­ის­ში, გორ­სა და თბი­ლის­ში შექ­მ­ნილ სპე­ცი­ა­ლუ­რ თავ­შე­საფ­რებ­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას უსახ­ლ­კა­რო ადა­მი­ა­ნე­ბი ქუ­ჩი­დან გად­მოჰ­ყავს. თავ­შე­სა­ფა­რი ღია ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, სა­ი­და­ნაც მი­უ­სა­ფარ ადა­მი­ა­ნებს გა­რეთ გას­ვ­ლა თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ. შე­სა­ბა­მი­სად ხდე­ბა მა­თი ყო­ველ­დღი­უ­რი აღ­რიცხ­ვა. რე­პორ­ტა­ჟის მო­სამ­ზა­დებ­ლად მი­სულს იქ 180 ადა­მი­ა­ნი დამ­ხ­ვ­და. თავ­შე­სა­ფარ­ში ღა­მის გა­თე­ვა 228 ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, ამას ემა­ტე­ბა 12-ად­გი­ლი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო კა­რა­ვი, სა­დაც ისი­ნი ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ მკურ­ნა­ლო­ბენ. რო­გორც გა­ვარ­კ­ვი­ეთ, ზო­გი მათ­გა­ნი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მუ­შა­ოდ გა­დის თავ­შე­საფ­რი­დან, ზო­გი კი - მოწყა­ლე­ბის სათხოვ­ნე­ლად.

გე­ზი # 6 კარ­ვის­კენ ავი­ღე, მეგ­ზუ­რო­ბას კა­თარ­ზისის თა­ნამ­შ­რო­მე­ლი ქ-ნ ელი­სო მი­წევს. კა­რავ­ში შე­შის ღუ­მე­ლი დგას, სიგ­რ­ძე­ზე ჩამ­წ­კ­რი­ვე­ბულ ორ­სარ­თუ­ლი­ან სა­წო­ლებს შო­რის სი­ვიწ­რო­ვეა, თუმ­ცა რო­გორც ჩე­მი მას­პინ­ძ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, კა­რა­ვი ქუ­ჩას ნამ­დ­ვი­ლად სჯობს. აქ ტე­ლე­ვი­ზო­რი და ჭა­ღიც აქვთ. ტე­ლე­ვი­ზო­რი ერთ-ერთ მი­უ­სა­ფარს მო­უ­ტა­ნია. "ჟურ­ნა­ლის­ტი მო­გიყ­ვა­ნეთ, შე­გიძ­ლი­ათ თქვე­ნი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ უამ­ბოთ", - წარ­მად­გი­ნა კა­თარ­ზი­სის თა­ნამ­შ­რო­მელ­მა.

"ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვიწყებ­დე, ბევრ რა­მეს შევ­ც­ვ­ლი­დი"- და­ნა­ნე­ბით ამ­ბობს 57 წლის მა­მა­კა­ცი. ბა­ტო­ნი ვა­ჟა, ხუ­თი შვი­ლის მა­მა, წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი ვა­კის პარ­კ­ში ცხოვ­რობ­და, დღეს უსახ­ლ­კა­რო­თა თავ­შე­სა­ფარ­შია და დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე ბევრს ფიქ­რობს. ამ­ბობს, რომ ცოლ­მა მი­სი ნდო­ბით ისარ­გებ­ლა და ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა: "5 შვი­ლის მა­მა ვარ, ცოლს გა­ცი­ლე­ბუ­ლი, მე­უღ­ლეს­თან პრობ­ლე­მე­ბი რამ­დე­ნი­მე წლის წინ შე­მექ­მ­ნა და ოჯა­ხი­დან წა­მო­ვე­დი. 23 წე­ლი­წა­დი მზა­რე­უ­ლად ვი­მუ­შა­ვე, ახ­ლა 57 წლის ვარ, მაგ­რამ ჩე­მი პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბას ვერ შევ­ძ­ლებ, რად­გან ტრავ­მის გა­მო ფე­ხე­ბი მა­წუ­ხებს, ამი­ტო­მაც მო­მი­შო­რეს ოჯა­ხი­დან. უფ­რო­სი გო­გო გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლობს. ერ­თი გათხო­ვი­ლია, ერ­თი გაშ­ვი­ლე­ბუ­ლია კოჯ­რის სახ­ლი­დან, ორი დე­დას­თან არის. რო­დე­საც ვა­კის პარ­კ­ში ვცხოვ­რობ­დი, ჩე­მი შვი­ლი მო­დი­ო­და ხოლ­მე სა­ნა­ხა­ვად და თუ რა­მე მქონ­და, ვა­ტან­დი. საჭ­მე­ლი სულ მქონ­და კე­თი­ლი ხალ­ხის დახ­მა­რე­ბით. ხში­რად ვა­კე­ლე­ბის­გან ვის­კი, სი­გა­რე­ტი და საჭ­მელ- სას­მე­ლიც დამ­ხ­ვედ­რია. ვა­კე­ლებს ათას რა­მე­ში ვეხ­მა­რე­ო­ბო­დი, რა­საც ისი­ნი თა­კი­ლობ­დ­ნენ, მე ვა­კე­თებ­დი და სი­გა­რე­ტის ფულს ვშო­უ­ლობ­დი.

ზვი­ა­დი, 38 წლის: - ჩემს სახ­ლ­ში ლტოლ­ვი­ლე­ბი არი­ან შე­სახ­ლე­ბუ­ლი, ვე­რაფ­რით გა­მოვ­რე­კე იქი­დან და ხან ცი­ხე­ში ვარ, ხან აქ. ცოლს დი­დი ხა­ნია გავ­შორ­დი. ვიდ­რე აქ მოვ­ხ­ვ­დე­ბო­დი, მოს­კოვ­ში, უკ­რა­ინა­ში, თურ­ქეთ­ში ვმოგ­ზა­უ­რობ­დი.

მად­ლე­ნა, 39 წლის - სად აღარ მძი­ნე­ბია, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდ­ზე, ხუ­და­დო­ვის აუზ­ში, სწო­რედ იქ გა­ი­ყი­ნა ჩე­მი მე­უღ­ლე, ჯერ ორ­მო­ციც არაა გა­სუ­ლი. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თავს მათხოვ­რო­ბით ვირ­ჩენ­დით. მე­უღ­ლე სპი­ლენძს აგ­რო­ვებ­და და აბა­რებ­და. სა­მი შვი­ლი მყავს, ერ­თი გათხო­ვი­ლია. და­ნარ­ჩენ ორს დე­დო­ბილ-მა­მო­ბი­ლე­ბი უვ­ლი­ან რუს­თავ­ში. პა­ტა­რა 7 წლი­საა, შუ­ა­თა­ნა 16-ის. სა­ხელ­მ­წი­ფო დახ­მა­რე­ბაც მაქვს, 156 ლა­რი, იმ თან­ხას დე­და იღებს და ავად­მ­ყოფ ძმას უვ­ლის. ისი­ნი ერ­თად ცხოვ­რო­ბენ ნა­ქი­რა­ვებ­ში. ვოც­ნე­ბობ, ბავ­შ­ვებს ჩე­ვე­ხუ­ტო და მათ­თან ერ­თად და­ვი­ძი­ნო, იქ­ნებ მთავ­რო­ბამ მოგ­ვ­ცეს ბი­ნა, რომ იქ მშვი­დად ვიცხოვ­რო. ბი­ნა კი მქონ­და, მაგ­რამ იპო­თე­კა­რებ­მა მო­მატყუ­ეს და ქუ­ჩა­ში დავ­რ­ჩი.

ეკა­ტე­რი­ნა თავ­შე­სა­ფარ­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პაჟ­მა დე­კემ­ბერ­ში მო­იყ­ვა­ნა. მო­ხუ­ცი ქა­ლი წლების გან­მავ­ლო­ბა­ში ქუ­ჩა­ში ცხოვ­რობ­და და თავს მოწყა­ლე­ბით ირ­ჩენ­და. ამ­ბობს, რომ ბევ­რ­ჯერ გა­ქურ­დეს. მო­ჰპა­რეს პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბი, ტან­საც­მე­ლი, ფეხ­საც­მე­ლი, საკ­ვე­ბი. თავ­შე­სა­ფარ­ში გად­მოყ­ვა­ნას ასე იხ­სე­ნებს: "იმ ღა­მეს ძა­ლი­ან ცი­ო­და, ერ­თი­ა­ნად გა­ყი­ნუ­ლი ვი­ყა­ვი, მა­ღა­ზი­ას­თან ვი­დე­ქი, რო­დე­საც ერ­თი ბი­ჭი მო­მი­ახ­ლოვ­და და და­ლე­ვა შე­მომ­თა­ვა­ზა, დავ­თან­ხ­მ­დი. არა­ყი ავი­ღეთ და ის იყო, სმა და­ვიწყეთ, რომ პატ­რუ­ლი დაგ­ვად­გა თავს. ჩაგ­ვ­ს­ვეს მან­ქა­ნა­ში და წა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს. გვითხ­რეს, იქ გექ­ნე­ბათ სით­ბო და საჭ­მე­ლიო. თა­ვი­დან მე­ში­ნო­და, რად­გან ნას­ვა­მი ვი­ყა­ვი. მომ­წონს აქ, საჭ­მე­ლია და სით­ბო. ყო­ჩაღ, ბი­ძი­ნა! ახ­ლა ფე­ხებ­ზე მმკურ­ნა­ლო­ბენ და სხვა რა მინ­და?"

თავ­შე­სა­ფარ­ში ჩვენს სტუმ­რო­ბას ერთ-ერ­თი იქ მცხოვ­რე­ბის, პა­ა­ტას და­ბა­დე­ბის დღე და­ემ­თხ­ვა. პა­ა­ტა ახ­ლად­შე­ძე­ნილ მე­გობ­რე­ბთან ერ­თად 49 წლის იუბი­ლეს აღ­სა­ნიშ­ნავად ემ­ზა­დე­ბო­და. ამა­ვე კარ­ვის ბი­ნა­და­რი ნი­კა ხა­ჭა­პურს აცხობს და თან თა­ვის სატ­კი­ვარ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა. თურ­მე წლე­ბის წინ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და, დღეს კი უსახ­ლ­კა­რო­დაა დარ­ჩე­ნი­ლი...

პაატა:

- ამბობენ, რა­ღა­ცე­ბი არ თქვათო, მე ყვე­ლა­ფერს გეტყ­ვით, იმი­ტომ, რომ ჩე­მი შე­ში­ნე­ბა არც ისე ად­ვი­ლია.

გაგ­ვარ­კი­ონ, რას გვთა­ვა­ზო­ბენ. თუ არადა, პირ­ვე­ლი მე წა­ვალ აქე­დან და ისევ ისე ვიცხოვ­რებ, რო­გორც ვცხოვ­რობ­დი. საჭ­მე­ლი არას­დ­როს მი­ჭირ­და. ბოთ­ლებს, ათას რა­ღა­ცას ვპო­უ­ლობ­დი და ისე გამ­ქონ­და თა­ვი. ეკ­ლე­სია მეხ­მა­რე­ბო­და, მაჭ­მევ­და, მას­მევ­და, ახ­ლაც მეხ­მა­რე­ბა. არც საჭ­მე­ლი გვინ­და, არც სას­მე­ლი და ტან­საც­მე­ლი, ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­რი­სია. მაგ­რამ აქ რა პი­რო­ბე­ბია? რო­ცა ქუ­ჩა­ში ვცხოვ­რობ­დი, ტი­ლი არ მყო­ლია, ახ­ლა მყავს, ესაა საქ­მე? საჭ­მე­ლი რომ არ გვი­ჭირს, კი ხე­დავთ, სუფ­რა სავ­სეა სა­ნო­ვა­გით. ბი­ნე­ბი მოგ­ვ­ცენ და ჩვენს თავს თა­ვად მივ­ხე­დავთ.

- სად ცხოვ­რობ­დით, ვიდ­რე აქ მოხ­ვ­დე­ბო­დით?

- ერთ-ერ­თი სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს ნან­გ­რე­ვებ­ში, მაგ­რამ შე­ნო­ბის მე­პატ­რო­ნემ გამ­ძარ­ც­ვა და გა­რე­თაც გა­მო­მაგ­დო. სულ ასე კი არ ვი­ყა­ვი, კარ­გი სამ­სა­ხუ­რიც მქონ­და, სახლ-კა­რიც. შვილს და­ვუ­ტო­ვე ყვე­ლა­ფე­რი, მე­რე ცო­ლი გახ­და პირ­ვე­ლი რი­გის მე­ურ­ვე და გა­ყი­და სახ­ლი, არ ვი­ცი, სად არის ჩე­მი ოჯა­ხი. აღარც არა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებს...

ქალბატონმა, რო­მე­ლიც ჩვენს იქ ყოფ­ნა­ში თავ­შე­სა­ფარ­ში დაბ­რუნ­და, ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა, თუმ­ცა თა­ვი­სი გა­სა­ჭი­რი კი გაგ­ვი­ზი­ა­რა: "ოჯახ­მა არ იცის, აქ რომ ვარ, შვილ­მა - მით უმე­ტეს, ვმათხოვ­რობ და ფულს პა­ტა­რას ვუგ­ზავ­ნი, მა­ნამ­დე ქუ­ჩა­ში ხან სად მე­ძი­ნა, ხან სად, მეტს ნუ­რა­ფერს მკითხავთ!.. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­ცა სა­ღა­მოს ცხელ კერძს მი­ი­ღებ და ლო­გინ­ში დაწ­ვე­ბი, მაგ­რამ ზოგ­ჯერ აქ სა­ში­ნე­ლი უსუფ­თა­ო­ბაა. კა­რავ­ში ბევ­რ­ნი ვართ, უსი­ა­მოვ­ნო სუ­ნი დგას, ჭუჭყის, სას­მ­ელის, სი­გა­რე­ტის კვამ­ლია. ტუ­ა­ლე­ტი სა­ერ­თოა, მაგ­რამ რას იზამ, ყვე­ლა­ფერს უნ­და შე­ე­გუო, აბა "დუშ-კა­ბი­ნას" აქ ვინ და­გიდ­გამს?"

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" კა­თარ­ზი­სის პრე­ზი­დენ­ტის მო­ად­გი­ლეს, ქალ­ბა­ტონ ნა­ნა მუს­ხე­ლიშ­ვილს ესა­უბ­რა:

"აქ მცხოვ­რებ­თა 90% ალ­კო­ჰოლ­და­მო­კი­დე­ბუ­ლია, 50-60% კი ნა­სა­მარ­თ­ლე­ვი. კა­რავ­ში და­ლე­ვა კა­ტე­გო­რი­უ­ლად იკ­რ­ძა­ლე­ბა, მაგ­რამ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მათ ტე­რი­ტო­რი­ი­დან გას­ვ­ლა არ ეკ­რ­ძა­ლე­ბათ. რომ გა­ვიდ­ნენ და უკან ნას­ვა­მე­ბი დაბ­რუნ­დ­ნენ, ვე­რა­ფერს ვი­ღო­ნებთ. უმ­რავ­ლე­სო­ბა მათხოვ­რო­ბით შო­უ­ლობს ალ­კო­ჰო­ლის ფულს. ვა­კონ­ტ­რო­ლებთ, რომ სას­მე­ლი არ მოხ­ვ­დეს კა­რავ­ში, მაგ­რამ ჩხრე­კის უფ­ლე­ბა ხომ არ გვაქვს? ალ­კო­ჰოლ­და­მო­კი­დე­ბუ­ლებს შარ­დის შე­უ­კა­ვებ­ლო­ბა აქვთ, ბუნ­კე­რე­ბი სავ­სეა ტან­საც­მ­ლით. ჩას­ვე­ლე­ბუ­ლე­ბი იც­ვ­ლი­ან და ყრი­ან საც­ვ­ლებს, ზო­გი არც იც­ვ­ლის, ზედ აშ­რე­ბათ და შემ­დეგ სუ­ნი დგას კა­რავ­ში. ვინც გვაც­ვ­ლე­ვი­ნებს, გვა­ბა­ნი­ნებს, მათ ვუ­კე­თებთ პამ­პერსს, ვბანთ, ვუვ­ლით. თავ­შე­საფ­რის ახ­ლოს აბა­ნოა, ვი­საც სურს, შე­უძ­ლია და­ი­ბა­ნოს".

10 და 11 იან­ვარს გო­რი­სა და თბი­ლი­სის თავ­შე­სა­ფარ­ში ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ქალ­ბა­ტონს, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე თავ­შე­სა­ფარ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და...

ორი სა­ა­თი გა­ვა­ტა­რე უსახ­ლ­კა­რო­თა თავ­შე­სა­ფარ­ში, წა­მოს­ვ­ლი­სას ერთ-ერ­თ­მა ბი­ნა­დარ­მა ელ­დარ მა­მე­დოვ­მა მთხო­ვა, იქ­ნებ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სთხო­ვოთ, სამ­სა­ხუ­რი და­მაწყე­ბი­ნოს, სხვა არა­ფე­რი მინ­დაო...

თამუნა იმერლიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია