"ჩე­მი შვი­ლი გა­თი­შეს და მოკ­ლეს" - რა უთხრა ელენე თევდორაძემ მომაკვდავი პატიმრის დედას

"ჩე­მი შვი­ლი გა­თი­შეს და მოკ­ლეს" - რა უთხრა ელენე თევდორაძემ მომაკვდავი პატიმრის დედას

ყვე­ლა სი­ახ­ლის წი­ნა ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ "23 პა­ტიმ­რის სკან­და­ლურ წე­რილს", რო­მე­ლიც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის #19 ტუბ­და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან იყო გა­მოგ­ზავ­ნი­ლი, გა­მო­ეხ­მა­უ­რა ქალ­ბა­ტო­ნი გულ­ნა­ზი ბუს­ხრი­კი­ძე, რომ­ლის 29 წლის ვა­ჟი რო­ინ მჟავანაძე ამა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 2012 წლის ნო­ემ­ბერ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ამ­ბობს, რომ პა­ტიმ­რე­ბის მი­ერ წე­რილ­ში მოყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტე­ბი მის­თვის ნაც­ნო­ბი­ა, მი­სი შვი­ლი გულ­გრი­ლი და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი ექი­მე­ბის მსხვერ­პლი შე­იქ­ნა.

- მეც­ნო ექი­მე­ბის გვა­რე­ბი, რო­მელ­თაც პა­ტიმ­რე­ბი ჯა­ლა­თე­ბად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ყვე­ლა­ფე­რი იქი­დან და­იწყ­ო, რომ ჩემს 24 წლის ვაჟს, რო­ინ მჟავანაძეს უკა­ნო­ნოდ მი­უ­სა­ჯეს 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, რო­ი­ნი გლდან­ში იჯ­და ერ­თი წე­ლი, მე­რე ქსან­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და გა­მო­ამ­წყვდი­ეს სველ, ნეს­ტი­ან სა­კან­ში. შე­საძ­ლო­ა, იქ გა­ცივ­და და ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვად­და. მინ­დო­და, გლდან­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ, მაგ­რამ მე­უბ­ნე­ბო­და, ვინც წა­იყ­ვა­ნეს, უკან ფეხ­მო­ტე­ხი­ლე­ბი მოჰ­ყავ­თო.

ეს პა­ტიმ­რე­ბი დღე­საც წე­რენ, ავად­მყო­ფე­ბი "ნა­სილ­კით" მიჰ­ყავთ გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბი­თო, რო­ი­ნიც მე­უბ­ნე­ბო­და, რო­ცა პა­ტიმ­რე­ბი ექი­მე­ბის უყუ­რადღ­ე­ბო­ბით ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დე­ბი­ან, მიჰ­ყავთ და სა­ერ­თოდ ვე­ღარ ვი­გებთ მათ მდგო­მა­რე­ო­ბა­სო. ჩე­მი შვი­ლი ექი­მის გა­მო­წე­რილ წამ­ლებს აღარ იღებ­და. ის წამ­ლე­ბი ფსი­ქი­კა­ზე მოქ­მე­დებ­და, აგ­რე­სი­ას იწ­ვევ­და. ლო­გი­ნად რომ ჩა­ვარ­და, პა­ტიმ­რებს უკ­ვირ­დათ, ყვე­ლა­ზე კარ­გად ეგ იყო და რა და­ე­მარ­თა­ო. ვეჭ­ვობ, რო­ინს სულ სხვა და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და და არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზით და მკურ­ნა­ლო­ბით გა­უ­უ­ა­რე­სეს მდგო­მა­რე­ო­ბა. მას მუც­ლის ღრუ­ში აწუ­ხებ­და რა­ღაც, არც გა­მო­იკ­ვლი­ეს წე­სი­ე­რად და ისე აძ­ლევ­დნენ წა­მალს, უმე­ტე­სად - გა­მა­ყუ­ჩე­ბელს. სწო­რედ იმ წამ­ლე­ბის მი­ღე­ბის მე­რე იტ­კი­ებ­და მუ­ცელს. მითხ­რეს, რომ ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის გარ­და, აღ­მო­აჩ­ნდა B ჰე­პა­ტი­ტი, ბუ­ა­სი­ლის მე­ო­რე სტა­დი­ა... არც ვი­ცი, რი­თია და­ღუ­პუ­ლი ჩე­მი შვი­ლი. რო­ცა დი­აგ­ნოზს არ სვა­მენ და არ გე­უბ­ნე­ბი­ან, რა სჭირს, რა წა­მა­ლი უნ­და შე­მეგ­ზავ­ნა? უარს მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ რო­გორც თეთ­რე­უ­ლის, ისე საკ­ვე­ბის შეგ­ზავ­ნა­ზე. პა­ლა­ტა­ში ეკუთ­ვნო­და გა­დაყ­ვა­ნა და არც იქ გა­და­იყ­ვა­ნეს. ელე­ნე თევ­დო­რა­ძეს­თან მი­ვე­დი თხოვ­ნით, სახ­ლში გა­ე­ტა­ნე­ბი­ნათ ჩე­მი ავად­მყო­ფი შვი­ლი და იცით, რა მითხ­რა? კა­ცის მკვლე­ლე­ბიც არი­ან ავად და ისი­ნიც გა­მო­ვუშ­ვა­თო? არა­და, მძი­მე ავად­მყო­ფი იყო და ეკუთ­ვნო­და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მე­სა­მე­დი სას­ჯე­ლიც მოხ­დი­ლი ჰქონ­და. ავად რომც არ ყო­ფი­ლი­ყო, უდო უნ­და შე­ხე­ბო­და. ერ­თი საყ­ვე­დუ­რიც არ ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. რო­ი­ნი 2012 წლის 9 ნო­ემ­ბერს გა­და­იყ­ვა­ნეს ტუბ­ში და 22-ში გარ­და­იც­ვა­ლა. მთე­ლი ის დღე­ე­ბი გა­რეთ, სი­ცი­ვე­ში ფეხ­ზე ვი­დე­ქი, და­წე­სე­ბუ­ლე­ბას არ მოვ­ცი­ლე­ბი­ვარ.

ჩე­მი შვი­ლი მთხოვ­და, არ დამ­ტო­ვო­ო, მეც მე­ში­ნო­და, უკა­ნა გა­სას­ვლე­ლი­დან სად­მე არ გა­ეყ­ვა­ნათ. იმ უღ­მერ­თო­ებ­მა არ გა­მა­ტა­ნეს ბავ­შვი, რომ გა­მო­მეკ­ვლი­ა. ძლივს შევ­ხვდი ექიმ ნა­თია ლან­დი­ას (პა­ტიმ­რე­ბი მა­საც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ წე­რილ­ში), რო­მელ­საც, რო­გორც მითხ­რეს, გა­სა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი პა­ტიმ­რე­ბის სია ჰქონ­და. ვეხ­ვე­წე, ჩე­მი შვი­ლი ჩემს ხელ­ში ყო­ფი­ლი­ყო, მი­მე­ცა წა­მა­ლი და იქ­ნებ გა­და­მერ­ჩი­ნა, მაგ­რამ ამა­ოდ. მი­სი მკურ­ნა­ლი ექი­მი მა­რი­კა ერის­თა­ვი კი მე­უბ­ნე­ბო­და, შე­ნი შვი­ლი ერთ წე­ლი­წად­ში ტან­ჯვით მოკ­ვდე­ბა­ო. ალ­ბათ მაჩ­ვევ­დნენ იმას, რაც სა­ბო­ლო­ოდ უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­მიკ­ლეს შვი­ლი. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ცნო­ბა­ში წე­რი­ა, რომ გან­ვი­თარ­და მე­ნინ­გი­ტი და ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა. ბო­ლოს ქსან­ში უპი­რებ­დნენ გა­დაყ­ვა­ნას. ექი­მი ერის­თა­ვი მე­უბ­ნე­ბა, წამ­ლებს არ იღებს და მკურ­ნა­ლო­ბას შე­დე­გი არ აქ­ვსო. წა­ვე­დი ერ­თ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ექიმს ავუხ­სე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა, წარ­ვად­გი­ნე ამა­თი დას­კვნე­ბი და ვი­კითხ­ე, თუ შე­იძ­ლე­ბო­და მი­სი შვე­ლა. მითხ­რეს, არა­ფე­რი­ა, შე­ეც­ვლე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა­ო. ერის­თა­ვი კი მე­უბ­ნე­ბო­და, ორ­გა­ნიზ­მი წამ­ლებს ვე­ღარ იღებს და მარ­ტო და­მამ­შვი­დე­ბელს ვაძ­ლევ­თო. ასე­თი უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა თუ ჰქონ­და, მა­შინ გა­მო­ე­ტა­ნე­ბი­ნათ ჩემ­თვის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე 2-3 დღით ად­რე მა­ინც.

- რა­ტომ ფიქ­რობთ, რომ თქვე­ნი შვი­ლი მოკ­ლეს?

- რო­ი­ნი ბო­ლო ორი დღე გა­თი­შუ­ლი ჰყავ­დათ და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, სძი­ნავ­სო. ­გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინა დღეს ფეხ­ზე იდ­გა, ღა­მის 1-ელ სა­ათ­ზე და­მე­ლა­პა­რა­კა, კარ­გად იყო. მთხო­ვა, ხვალ ყვე­ლი და ქა­თა­მი მო­მი­ტა­ნე­ო. მო­მაკ­ვდა­ვი და ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ამას მო­ითხ­ოვ­და? მე­ო­რე დღეს ლან­დი­ას­თან მი­ვე­დი. ვთხო­ვე, გა­მა­ტა­ნეთ ჩე­მი შვი­ლი, ტყე­ში წა­ვიყ­ვან და იქ მო­ვუვ­ლი-­მეთ­ქი. მითხ­რა, ისე­თი ინ­ფექ­ცია აქვს, ვერ გა­მო­ვუშ­ვებ­თო. მოკ­ლედ, ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წი­ე. მკვლე­ლო­ბა­ზე ეჭ­ვი იმი­ტომ მაქვს, რომ რამ­დენ­ჯე­რაც რო­ი­ნი ცუ­დად იყო, იმ დღე­ებ­ში ერ­თი და იგი­ვე ბრი­გა­და მო­რი­გე­ობ­და. მათ ყო­ველ დღეს ცვლი­ან, თუმ­ცა ჩე­მი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის წი­ნა დღე­ს რა­ტომ­ღაც არ შეც­ვა­ლეს. ის ექი­მე­ბი ისევ იქ მუ­შა­ო­ბენ. ისი­ნიც, თა­ვის მხრივ, ზემ­დგო­მე­ბის და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებ­დნენ.

ასევე დაგაინტერესებთ: 23 პა­ტიმ­რის სკან­და­ლუ­რი წე­რი­ლი: "მსჯავ­რ­დე­ბუ­ლე­ბი ჩაჰ­ყავთ კარ­ცერ­ში და სცე­მენ"

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ