''ვიღაცისთვის ფოტოგრაფია შეჩერებული წამია, მე კი დაგეგმილ წამს ვიღებ...''

''ვიღაცისთვის ფოტოგრაფია შეჩერებული წამია, მე კი დაგეგმილ წამს ვიღებ...''

კოტე იანტბელიძე ''პალიტრა მედიაში''მუშაობს. საბავშვო წიგნების ავტორი და რედაქტორია. მართალია, ერთ შენობაში ვმუშაობთ, მაგრამ არ ვიცოდით, თუ ფოტოგრაფიითაც იყო გატაცებული. უცნაურია, მაგრამ მისი გადაღება ყოველთვის დაგეგმილია, როგორც მისი სხვა კოლეგები, წამს არასოდეს აჩერებს. არ უყვარს სულიერის გადაღება. მის ობიექტივში მოხვედრის შანსი მხოლოდ საკუთარი ხელით აწყობილ კომპოზიციებს და ხანდახან ბავშვებსაც აქვთ.

- ფილოლოგი გახლავართ, დედაც ფილოლოგია, მამაც და ჩემი დაც. ფოტოგრაფია ჩემთვის საშუალება აღმოჩნდა და არა მიზანი. წლების წინ მინიმალისტური კომპოზიცია შევქმენი და ხალხისთვის მისი ჩვენება მხოლოდ ფოტოთი შემეძლო. თუ ფოტო ტექნიკურად ცუდად იქნებოდა შესრულებული, კომპოზიციას სათანადოდ ვერ აღიქვამდნენ, ამიტომ მომიწია გადაღების შესწავლამ. მაშინ პირველ კურსზე ვიყავი. თავიდან ''ზენიტით''ვიღებდი და დღემდე ვგიჟდები ფირით გადაღებაზე. გადაღებებმა გამიტაცა, მაგრამ ადამიანების გადაღებაზე უარს ვამბობდი. კომპოზიციას დიდხანს ვქმნი, საგნები არსად გარბიან. ადამიანები კი ამდენ ხანს გადაღების მოლოდინში ვერ ძლებენ. ვხუმრობ კიდეც - ვიღაცისთვის ფოტოგრაფია შეჩერებული წამია, მე კი დაგეგმილ წამს ვიღებ.

- სად იღებდი ფოტოებს?

- სახლში, დიდ ოთახში მაგიდა გვედგა, რომელზეც კომპოზიციებს ვაგებდი და შემდეგ ფოტოებს ვუღებდი. პირველი გამოფენა უნივერსიტეტში წითელი ჯვრის დელეგაციის სტუმრობისას მქონდა. მეორედ, პატრიარქი იუბილეს აღსანიშნავად ჩვენთან მობრძანდა. ჩარჩოში ჩასმის საშუალება არ მქონდა და ფოტოები თოკებზე დავკიდე. შემდეგ კიდევ მქონდა გამოფენა თეატრალურ სარდაფში. ერთხელ კონკურსი ჩატარდა, თემა იყო ''ხელოვნება მარადიულია, ცხოვრება წარმავალი''. ნაკლებად მიყვარს ოთახიდან გასვლა, მთელი დღე ვაწყობდი კომპოზიციას და ბოლოს ჩაპლინის თემა ავირჩიე.

- შიშველ ნატურაზე თუ გიმუშავია?

- დიახ, ოღონდ ამ შემთხვევაშიც კომპოზიციას მივადექი, ე.წ. ''ბოდისკეიპს'', როდესაც სხეულის რომელიმე დეტალს ნივთს ამატებ და ამით ცდილობ, სხვა შინაარსი შექმნა. ეს ფოტოსესია ექვსი წლის წინ გადავიღე. მეგობრის მეგობარს ვთხოვე მონაწილეობა. ხომ იცით, საქართველოში ქალბატონის დათანხმება რთულია. გეკითხებიან, ბოლომდე მითხარი, რა გინდაო (იღიმის). ოდისევსის თემა ავიღე. ზოგ შემთხვევაში იდაყვი ჩანდა, ზოგჯერ მკერდი, ზურგის ნაწილი. გოგონამ მთხოვა, რომ მისი ვინაობა არ გამეთქვა, ცხადია, სახეც არ უჩანს.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია