რა კითხვით მიმართა საჯაროდ უსუფაშვილმა სუბარს

რა კითხვით მიმართა საჯაროდ უსუფაშვილმა სუბარს

გადაცემა "ემას შოუში" სტუმრად მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარს ტელე/რადიო "პალიტრის" ეთერით მიმართა: ბატონო სოზარ, ხომ არ ჯობდა, ის ფაქტი, რომ ჩანაწერები 24 საათის შემდეგ უკვე წაშლილი იყო, საზოგადოებისთვის შემდეგი 24 საათის განმავლობაში გვეთქვა ან გვეთქვა იმ მომენტში, როცა ეს ფაქტი თავად თქვენთვის გახდა ცნობილი?

უსუფაშვილის თქმით, მისთვის დამაჯერებელია ის ფაქტი, რომ პენიტენციურ სისტემაში ვიდეო დაკვირვების სისტემა ცუდ მდგომარეობაშია. სხვადასხვა დაწესებულებაში სხვადასხვა ტექნოლოგიაა დამონტაჟებული და სხვადასხვა ვადით ხდება ჩაწერა, რაც უსუფაშვილის აზრით, არასწორია.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, იმისთვის, რომ ეს სისტემა მოწესრიგებულიყო და შესაბამისობაში მოეყვანათ, მოითხოვეს 6 თუ 7 მილიონი ლარი.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა