უსუფაშვილმა "ხუმრობა 2014"-ის გამარჯვებული გამოავლინა

უსუფაშვილმა "ხუმრობა 2014"-ის გამარჯვებული გამოავლინა

ნომინაციაში "ხუმრობა 2014" ზურაბ ტყემალაძე ლიდერობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "ემას შოუში" თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის ქუთაისისთვის მიკუთვნების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ზურაბ ტყემალაძის ამ მოსაზრებამ საინტერესო დებატები გამოიწვია. "ბატონი ზურაბი ამბობს, რომ ხუმრობს, მაგრამ ამ ხუმრობაში სიმართლის ნაწილიც არის. კერძოდ ის, რომ ჩვენ ვაპირებთ რუსთაველის შენობაში მუშაობას, მაგრამ ქუთაისი-თბილისის გაცვლა არ იგეგმება. ნომინაციაში, "ხუმრობა 2014", გამარჯვება ეკუთვნის ზურაბ ტყემალაძეს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმ სიახლეებზეც ისაუბრა, რომელიც ხმის მიცემასთან დაკავშირებით დაინერგება. კერძოდ, დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, ხმის მიცემა მოხდება ეკრანზე და არა ღილაკით, რომელიც შეიძლება შემთხვევით ან განგებ გაიჭედოს.

"კომპანიამ, რომელთანაც გვქონდა კონსულტაციები, თითის ანაბეჭდის სისტემა არ გვირჩია. ვფიქრობ, ჩვენ მიერ შერჩეული სისტემა გამორიცხავს გაუგებრობებს, რადგან ეკრანზე თითის დადების გარეშე ხმის მიცემა ვერ მოხდება. გარდა ამისა, ჩვენ მოსაგვარებელი გვაქვს პრობლემა ორი მიმართულებით – იმ დეპუტატებისა, რომლებიც არ არიან სხდომათა დარბაზში და ახერხებენ ხმის მიცემას და ასევე იმ დეპუტატების, რომლებიც დარბაზში არიან და რეგისტრაციას არ გადიან", - განაცხადა უსუფაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა