ნათ­ლის­ღე­ბის ხა­ტი და სადღე­სას­წა­უ­ლოდ აღ­ს­რუ­ლე­ბუ­ლი დი­დი აიაზ­მა

ნათ­ლის­ღე­ბის ხა­ტი და სადღე­სას­წა­უ­ლოდ აღ­ს­რუ­ლე­ბუ­ლი დი­დი აიაზ­მა

19 იან­ვარს მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლე­ბი ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ვ­ნიშ­ნავთ. მკითხ­ვე­ლებ­მა უამ­რა­ვი შე­კითხ­ვა გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­ვე­ცა­დეთ, მა­თი ინ­ტე­რე­სი სრუ­ლად დაგ­ვეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა.

- რა არის გა­მო­სა­ხუ­ლი ნათ­ლის­ღე­ბის ხატ­ზე?

არ­ქი­მან­დ­რი­ტი მა­კა­რი:

- ნათ­ლის­ღე­ბის ხატ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია მაცხოვ­რის ნათ­ლის­ღე­ბა. რო­დე­საც მაცხო­ვა­რი 30 წლის შე­იქ­ნა, მი­ვი­და იოანეს­თან ნათ­ლის­ღე­ბის­თ­ვის და ნა­თელ იღო იორ­და­ნე­ში. ვი­ცით, რომ ამ დრომ­დე ცო­ტა ხნით ად­რე იოანე უდაბ­ნო­დან გა­მო­ვი­და და ადა­მი­ა­ნებს სი­ნა­ნუ­ლის­კენ მო­უ­წო­დებ­და, ვინც მას­თან სი­ნა­ნუ­ლით მი­დი­ო­და, აღი­ა­რებ­დ­ნენ თა­ვი­ათ ცოდ­ვებს და იორ­და­ნე­ში ნათ­ლის­ღე­ბით გა­ნიწ­მინ­დე­ბოდ­ნენ. იოანეს მი­ერ აღ­ს­რუ­ლე­ბუ­ლი ნათ­ლის­ღე­ბა არ იყო ის ნათ­ლის­ღე­ბა, რა­საც ამ­ჟა­მად წმინ­და ეკ­ლე­სია აღას­რუ­ლებს. ეს იყო ცოდ­ვა­თა მი­სა­ტე­ვე­ბე­ლი ნათ­ლის­ღე­ბა, - ძვე­ლაღ­თ­ქ­მი­სე­უ­ლი გან­წ­მენ­და. სწო­რედ მას­თან მი­ვი­და მაცხო­ვა­რი ნათ­ლის­ღე­ბის­თ­ვის, რი­თაც სა­კუ­თარ თავ­ზეც აღას­რუ­ლა სჯუ­ლი და მოგ­ვ­ცა მა­გა­ლი­თი ნათ­ლო­ბი­სა. ამ დროს აღეს­რუ­ლა უდი­დე­სი სა­ი­დუმ­ლო. თა­ვად უფალს ნათ­ლის­ღე­ბა არ სჭირ­დე­ბო­და, რო­გორც ეს სჭირ­დე­ბა ყვე­ლა ადა­მი­ანს, რა­მე­თუ მას­ზე არ იყო ადა­მის ცოდ­ვა (რო­მე­ლიც მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით გა­და­დის ყვე­ლა ადა­მი­ან­ზე). ის იყო სრუ­ლი­ად უცოდ­ვე­ლი, მაგ­რამ რო­გორც მა­მე­ბი გვას­წავ­ლი­ან, რო­დე­საც უფალ­მა ნა­თელ იღო იორ­და­ნე­ში, მას­ში ნა­თელ იღო მთელ­მა კა­ცობ­რი­ო­ბამ. ქრის­ტეს ნათ­ლის­ღე­ბით მოხ­და ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბის, კა­ცობ­რი­ო­ბის გან­წ­მენ­და. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ნათ­ლის­ღე­ბა აღარ გვჭირ­დე­ბა. სა­კუ­თა­რი ნათ­ლის­ღე­ბით უნ­და შე­ვუ­ერ­თ­დეთ ამ ნათ­ლის­ღე­ბას. სწო­რედ ეს მოვ­ლე­ნაა გა­მო­სა­ხუ­ლი ნათ­ლის­ღე­ბის ხატ­ზე. მას­ზე ვხე­დავთ, რომ მაცხო­ვა­რი დგას იორ­და­ნე­ში და ნა­თელს სცემს იოანე. ასე­ვე გა­მო­სა­ხუ­ლია მტრე­დი. რო­გორც სა­ხა­რე­ბა გვე­უბ­ნე­ბა, მაცხოვ­რის ნათ­ლის­ღე­ბის დროს სუ­ლიწ­მი­და გარ­და­მო­ვი­და ვი­თარ­ცა მტრე­დი და ეს იყო კაც­თათ­ვის სა­ხილ­ვე­ლი. ის ადა­მი­ან­თა თვალ­თათ­ვის შე­სა­ხე­დად რო­გორც მტრე­დი, ისე გა­მოჩ­ნ­და. ნათ­ლის­ღე­ბის ხატ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია ან­გე­ლო­ზე­ბიც. სა­ხა­რე­ბა არ მო­იხ­სე­ნი­ებს, რომ მაცხოვ­რის ნათ­ლის­ღე­ბის დროს ვინ­მეს ან­გე­ლო­ზე­ბი ეხი­ლოს, მაგ­რამ ცხა­დია, იქ მყო­ფობ­დ­ნენ, რად­გან ან­გე­ლო­ზე­ბი თა­ვი­ანთ მა­რა­დი­ულ, და­უ­სა­ბა­მო და და­უს­რუ­ლე­ბელ მე­უ­ფეს ყველ­გან ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან და ცხა­დია, ქრის­ტეს ნათ­ლის­ღე­ბის დრო­საც ან­გე­ლოზ­თა უამ­რა­ვი წყე­ბა და და­სი იქ­ნე­ბო­და, რა­მე­თუ მა­თი მე­უ­ფე, მთე­ლი სამ­ყა­როს მე­უ­ფე იდ­გა იორ­და­ნე­ში ნათ­ლის­ღე­ბის­თ­ვის.

ხა­ტის ზე­მო ნა­წილ­ში გა­მო­სა­ხუ­ლი წრის მო­ნაკ­ვე­თი სიმ­ბო­ლუ­რად, ცას აღ­ნიშ­ნავს, რო­მე­ლიც, რო­გორც წმინ­და გრი­გოლ ღვთის­მეტყ­ვე­ლი ბრძა­ნებს: "ა­დამ­მა და­ახ­შო, რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის, ასე­ვე შთა­მო­მავ­ლო­ბის­თ­ვის. წრის ეს მო­ნაკ­ვე­თი მი­ა­ნიშ­ნებს "ცა­თა ში­ნა" ღმერ­თის მყო­ფო­ბა­ზე". საღ­ვ­თის­მ­სა­ხუ­რო ტექ­ს­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ნათ­ლის­ღე­ბის ამ­სახ­ველ ხატ­ზე მაცხო­ვა­რი უმე­ტეს­წი­ლად, შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლით გა­მო­ი­სა­ხე­ბა, რა­მე­თუ ხორ­ცის სი­შიშ­ვ­ლით (ი­გუ­ლის­ხ­მე­ბა ჯვარ­ზე გაკ­ვ­რა) მაცხო­ვა­რი დი­დე­ბი­სა და უხ­რ­წნე­ლო­ბის სა­მო­სით შე­მო­სავ­და ადა­მი­სა და მი­სი მოდ­გ­მის, - მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის სუ­ლი­ერ სი­შიშ­ვ­ლეს. იოანე ნათ­ლის­მ­ცე­მელს, რო­მე­ლიც ხელს ას­ხამს - ნა­თელს სცემს მაცხო­ვარს, მარ­ცხე­ნა ხელ­ში გრაგ­ნი­ლი უჭი­რავს, სიმ­ბო­ლოდ მი­სი ქა­და­გე­ბი­სა.

- რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს სადღე­სას­წა­უ­ლო მოვ­ლე­ნე­ბის ხატ­წე­რით გა­მო­ხატ­ვას?

- ხა­ტის უმ­თავ­რე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ის არის, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა უფ­რო ად­ვი­ლად აღიქ­ვან საღ­მ­რ­თო მად­ლი, რად­გან ჩვე­ნი გა­მი­წი­ე­რე­ბუ­ლი გო­ნე­ბა ძნე­ლად აკე­თებს მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას, რომ უფალ­თან მყო­ფო­ბას მი­აღ­წი­ოს. ხა­ტე­ბი არის სარ­კ­მე­ლე­ბი მიღ­მ­ურ, ზე­ცი­ურ სამ­ყა­რო­ში და ის სიწ­მინ­დე­ე­ბი, რო­მელ­თა ხილ­ვი­თაც ჩვე­ნი გო­ნე­ბა უფ­რო კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი ხდე­ბა. რო­დე­საც ხა­ტე­ბის წი­ნა­შე ვლო­ცუ­ლობთ, გვახ­სენ­დე­ბა უფა­ლი, წმინ­და მოვ­ლე­ნე­ბი, წმინ­და­ნე­ბი და ამ დროს ჩვე­ნი გო­ნე­ბა და გუ­ლი ღვთის­კენ მი­იდ­რი­კე­ბა. რაც უფ­რო გუ­ლის­ყუ­რი­თა და ყუ­რადღე­ბით ვლო­ცუ­ლობთ, მით მე­ტად ვართ მიმ­ღებ­ნი იმ მად­ლი­სა, რაც და­უს­რუ­ლებ­ლად მო­ე­დი­ნე­ბა უფ­ლის­გან მთელ სამ­ყა­რო­ზე. ხა­ტე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით - სადღე­სას­წა­უ­ლო ხა­ტე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ადა­მი­ან­თა სა­სუ­ლი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბა­საც. ქრის­ტი­ა­ნო­ბის პირ­ველ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, რო­დე­საც სადღე­სას­წა­უ­ლო მოვ­ლე­ნე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ხა­ტე­ბი იქ­მ­ნე­ბო­და, უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა არ იცო­და წე­რა-კითხ­ვა. მხო­ლოდ სმე­ნით, ეკ­ლე­სი­ა­ში ქა­და­გე­ბით იღებ­დ­ნენ სწავ­ლე­ბებს, ხო­ლო რო­დე­საც მოს­მე­ნილ საღ­მ­რ­თო მოვ­ლე­ნას ხა­ტებ­ზე გა­მო­სა­ხულს ხე­დავ­დ­ნენ, უფ­რო იოლად იმახ­სოვ­რებ­დ­ნენ ამ ყვე­ლა­ფერს. თუმ­ცა, ეს არის უფ­რო ქრის­ტი­ა­ნო­ბის პირ­ველ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ხა­ტე­ბის­თ­ვის თა­ნამ­დე­ვი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რად­გან ხა­ტის უპირ­ვე­ლე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ის გახ­ლავთ, რომ მიგ­ვა­ახ­ლოს უფალ­თან, უფ­რო ხში­რად გაგ­ვახ­სე­ნოს უფა­ლი და მათ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი პირ­ველ­სა­ხე­ე­ბი.

- რა­ტომ აღეს­რუ­ლე­ბა ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე დი­დი აიაზ­მა?

მა­მა და­ვით ქვლი­ვი­ძე:

- ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით წმინ­და ეკ­ლე­სია წყლის კურ­თხე­ვას აღას­რუ­ლებს, რა­საც დი­დი აიაზ­მა - წყლის კურ­თხე­ვა ეწო­დე­ბა. არ­სე­ბობს დი­დი და მცი­რე აიაზ­მა. დი­დი აიაზ­მა მხო­ლოდ ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლის წი­ნადღეს და თა­ვად ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე აღეს­რუ­ლე­ბა; ქრის­ტი­ა­ნებ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრძალ­ვა, სა­სო­ე­ბა და რწმე­ნა აქვთ მის­და­მი. წყლის კურ­თხე­ვის დროს ღვთის­მ­სა­ხურ­ნი სამ­ჯერ შთაფ­ლა­ვენ ჯვარს წყალ­ში და ჯვარს გა­მო­სა­ხა­ვენ, რაც სიმ­ბო­ლუ­რად გა­ნა­სა­ხი­ე­რებს უფ­ლის სამ­ჯერ შთაფ­ვ­ლას მდი­ნა­რე იორ­და­ნე­ში... უფა­ლი ნათ­ლო­ბას უწო­დებს სუ­ლი­ერ შო­ბას და ბრძა­ნებს: "რო­მე­ლი არა იშ­ვას წყლი­თა და სუ­ლით, მას ვერ ხე­ლე­წი­ფე­ბის ხილ­ვად სა­სუ­ფევ­ლი­სა ღვთი­სა". აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნათ­ლო­ბას ჰქვია სუ­ლი­ე­რი შო­ბა, რო­მე­ლიც აღეს­რუ­ლე­ბა წყლი­თა და სუ­ლით, სუ­ლიწ­მი­დის მად­ლით. ამ­დე­ნად, წყალს აქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. თა­ვად უფალ­მა წყალ­ში შთას­ვ­ლით ინე­ბა ნათ­ლის­ღე­ბა, - წყალ­ში ჩა­ვი­და და ნა­თელ იღო. უფალს ნათ­ლის­ღე­ბა არ სჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ნათ­ლის­ღე­ბით მოგ­ვ­ცა მა­გა­ლი­თი ნათ­ლო­ბი­სა. ნათ­ლო­ბის დროს წყალ­ში შთას­ვ­ლით მაცხო­ვარ­მა მთე­ლი სამ­ყა­როს წყლე­ბი აკურ­თხა, წყლის ბუ­ნე­ბა შეც­ვა­ლა, მას მა­კურ­ნე­ბე­ლი ძა­ლა მი­ე­ცა, ამი­ტო­მაც აღეს­რუ­ლე­ბა ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე წყლის კურ­თხე­ვა - წყალ­კურ­თხე­ვის სა­ი­დუმ­ლო.

როგორც ვთქვით, დი­დი აიაზ­მა აღეს­რუ­ლე­ბა მხო­ლოდ ერ­თხელ, ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე. მცი­რე აიაზ­მა კი ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა აღეს­რუ­ლოს. დი­დი აიაზ­მის კურ­თხე­ვის დროს ლოც­ვე­ბიც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იკითხე­ბა და ამ დროს ნა­კურ­თხი წყა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ სიწ­მინ­დეს წარ­მო­ად­გენს. იგი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხე­ბა და რო­გორც უდი­დეს სიწ­მინ­დეს, ისე იხ­მე­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი - გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში, სუ­ლი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი სნე­უ­ლე­ბის ჟამს. დიდი აიაზ­მის აღ­ს­რუ­ლე­ბის დროს წარ­მოთ­ქ­მულ ლოც­ვებ­შიც ევედ­რე­ბა ღვთის­მ­სა­ხუ­რი უფალს, რომ ის იქ­ცეს სა­კურ­ნებ­ლად სუ­ლი­სა და ხორ­ცი­სა. მცი­რე აიაზ­მაც დიდ სიწ­მინ­დეს წარ­მო­ად­გენს, მისი მი­ღე­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა, - დი­ლით უზ­მო­ზე, საზ­რ­დე­ლის მი­ღე­ბის წინ, ძი­ლის წინ, აპ­კუ­რე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა ნივთს... უზ­მო­ზე შეგ­ვიძ­ლია მი­ვი­ღოთ დი­დი აიაზ­მაც. ნა­კურთხ წყალს უდი­დე­სი მო­წი­წე­ბით უნ­და მო­ვექ­ცეთ. უდი­ე­რად მოპყ­რო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­იხ­რ­წ­ნე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა ბა­გით შე­ვე­ხოთ ბოთ­ლს, რო­მელ­შიც ნა­კურ­თხი წყა­ლია მო­თავ­სე­ბუ­ლი ან თავ­და­უ­ხუ­რა­ვი დავ­ტო­ვოთ. ნა­კურ­თხი წყლის გამ­რავ­ლე­ბა შეგ­ვიძ­ლია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წყლის და­მა­ტე­ბით.

- რო­გორ ვიხ­მი­ოთ ნა­კურ­თხი წყა­ლი, რომ მის­გან კურ­ნე­ბა მი­ვი­ღოთ?

- რო­დე­საც მაცხო­ვარ­თან მი­დი­ოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი და გან­კურ­ნე­ბას სთხოვ­დ­ნენ, უფა­ლი მი­უ­გებ­და, - მო­გე­ტე­ოს შენ შე­ცო­დე­ბა­ნი შე­ნი და სარ­წ­მუ­ნე­ბა­მან შენ­მან გაცხოვ­ნოს შენ. ნა­კურ­თხი წყლი­სა თუ სხვა სა­ხის სიწ­მინ­დე­ე­ბის მი­ღე­ბა უნ­და მოხ­დეს რწმე­ნით. რო­გო­რი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბი­თაც მი­ვი­ღებთ, ისე­ვე მოგ­ვე­გე­ბა.

- ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე მდი­ნა­რე იორ­და­ნე­ზე ყო­ველ­წ­ლი­უ­რად სას­წა­უ­ლი აღეს­რუ­ლე­ბა...

- რო­დე­საც ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე იერუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქი მდი­ნა­რე იორ­და­ნეს აკურ­თხებს, მდი­ნა­რე წა­მი­ე­რად ჩერ­დე­ბა და აღ­მა იწყებს სვლას, - წყა­ლი თა­ვის ბუ­ნე­ბა­სა და ფი­ზი­კის კა­ნო­ნებს ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა და იწყებს აღ­მას­ვ­ლას, შემ­დეგ კვლავ ჩვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით დი­ნე­ბას გა­ნაგ­რ­ძობს. ეს არის ხი­ლუ­ლი დას­ტუ­რი იმი­სა, რაც უხი­ლა­ვად ხდე­ბო­და, უხი­ლა­ვად გვწამს. ნათ­ლის­ღე­ბის მსა­ხუ­რე­ბის ლოც­ვებ­შიც წე­რია, - რო­დე­საც წყალ­ში შთა­მა­ვა­ლი ღმერ­თი და­ი­ნა­ხეს, წყლე­ბიც კი შეძ­რ­წუნ­დ­ნენ და იქ­ც­ნენ მარ­თ­ლუ­კუო.

აქ­ტუ­ა­ლუ­რი კითხ­ვე­ბი

- ხში­რად შე­მიმ­ჩ­ნე­ვია, რომ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, ცუდ ხა­სი­ათ­ზეა, ცდი­ლობს, სხვე­ბიც გა­მო­იყ­ვა­ნოს მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ერ­თ­მა გო­გო­ნამ პირ­და­პირ მითხ­რა ამის შე­სა­ხებ. რო­გორ უნ­და მო­ვიქ­ცეთ ასეთ დროს? სა­ერ­თოდ, რა­ტომ იქ­ცე­ვი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ასე?

- შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი ასე შეგ­ნე­ბუ­ლად არ იქ­ცე­ო­დეს. რო­დე­საც გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი ვართ, ხში­რად ჩვენც ასე ვმოქ­მე­დებთ. ადა­მი­ა­ნი მუ­დამ იმა­ზე არ ფიქ­რობს - რად­გან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა ცუ­დად უნ­და იყო­სო. ხან­და­ხან ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა სუ­ლი­ე­რად ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ობა­ში და ამის გა­მო პა­სუ­ხი არ უნ­და მოვ­თხო­ვოთ. პი­რი­ქით, გვერ­დით უნ­და და­ვუდ­გეთ და ვე­ცა­დოთ, სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან სა­უბ­რით, შე­გო­ნე­ბით, ლოც­ვით გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ.

- მა­ინ­ტე­რე­სებს, რა დატ­ვირ­თ­ვა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს შო­ბი­დან მე­ორ­მო­ცე დღეს ყრმის ტა­ძარ­ში მიყ­ვა­ნას? ვი­ცი, რომ ახალ­შო­ბი­ლის შო­ბი­დან მე­ორ­მო­ცე დღეს ტაძ­რად მიყ­ვა­ნე­ბის წე­სი ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის პე­რი­ოდ­შიც აღეს­რუ­ლე­ბო­და...

- ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის სჯუ­ლის მი­ხედ­ვით, შო­ბი­დან მე­ორ­მო­ცე დღეს ახალ­შო­ბი­ლი ყრმა მიჰ­ყავ­დათ ტა­ძარ­ში და აღას­რუ­ლებ­დ­ნენ მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვას, რაც მაცხო­ვარ­მა თა­ვის თავ­ზეც აღას­რუ­ლა - შო­ბი­დან მე­ორ­მო­ცე დღეს იერუ­სა­ლი­მის ტა­ძარ­ში წარ­დ­გი­ნე­ბით. ვი­ცით, რომ ეს მოვ­ლე­ნა მირ­ქ­მის სა­ხელ­წო­დე­ბი­თა­ცაა ცნო­ბი­ლი. ეს იყო სა­მად­ლო­ბე­ლის შე­წირ­ვა ღვთი­სად­მი შვი­ლი­ე­რე­ბის მი­ნი­ჭე­ბის გა­მო. ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­თ­ვის უნ­და ხსო­მე­ბო­დათ, რომ თა­ვი­ან­თი დამ­სა­ხუ­რე­ბი­დან და მცდე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი არ მი­ე­ცათ მათ შვი­ლი, არა­მედ უფალ­მა მის­ცა, - შვი­ლი­ე­რე­ბა ღვთის წყა­ლო­ბაა. შო­ბი­დან მე­ორ­მო­ცე დღეს ყრმის ტაძ­რად მიყ­ვა­ნე­ბის წე­სი ახალ აღ­თ­ქ­მა­შიც აღეს­რუ­ლე­ბა და იგი­ვე დატ­ვირ­თ­ვა აქვს, რაც ძველ აღ­თ­ქ­მა­ში. ამ წე­სის აღ­ს­რუ­ლე­ბით უფ­ლის წი­ნა­შე ვა­ღი­ა­რებთ, რომ "ბავ­შ­ვი არა ჩე­მი, არა­მედ შე­ნია, უფა­ლო". ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ღვთის შვი­ლია, რო­მელ­საც უფა­ლი ხორ­ცი­ელ მშობ­ლებს აძ­ლევს აღ­საზ­რ­დე­ლად. შვი­ლი ისე უნ­და გავ­ზარ­დოთ, რომ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით უფა­ლი ადი­დოს და უფალ­თან და­იმ­კ­ვიდ­როს. რო­დე­საც შვი­ლე­ბი გვყავს, უნ­და გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ ისი­ნი ჩვენ უფალ­მა მოგ­ვ­ცა აღ­საზ­რ­დე­ლად და ისი­ნი არა ჩვე­ნი, არა­მედ უფ­ლის სა­კუთ­რე­ბაა ისე­ვე, რო­გორც თა­ვად ჩვენ. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ამ ქვეყ­ნი­დან გა­ვა, ისე უნ­და ჰქონ­დეს ცხოვ­რე­ბა გავ­ლი­ლი, რომ უფალ­თან და­იმ­კ­ვიდ­როს, - მი­სი არაქ­რის­ტია­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა და უფალ­თან ვერ­დამ­კ­ვიდ­რე­ბის მი­ზე­ზი მშო­ბე­ლი არ უნ­და გახ­დეს.

ყრმის ტაძ­რად მიყ­ვა­ნე­ბის დროს ძველ აღ­თ­ქ­მა­ში აღეს­რუ­ლე­ბო­და მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვა, ახალ აღ­თ­ქ­მა­ში კი იკითხე­ბა ლოც­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ახა­ლაღ­თ­ქ­მი­სე­ულ პე­რი­ოდ­შია შექ­მ­ნი­ლი. მოძღ­ვა­რი ლოც­ვით შეს­თხოვს უფალს, რომ ბავ­შ­ვი გა­ი­ზარ­დოს ღვთის სათ­ნო პი­როვ­ნე­ბად, იყოს ღვთის მა­დი­დე­ბე­ლი და ღვთის წყა­ლო­ბა იყოს მას­ზე, პირ­ველ რიგ­ში კი, რო­გორც ვთქვით, ამ წე­სის აღ­ს­რუ­ლე­ბით მად­ლო­ბას ვწი­რავთ უფალს, შვი­ლი­ე­რე­ბის მო­ნი­ჭე­ბის­თ­ვის.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია