"ომის ატლასი და ტურიზმი კავკასიაში" - ფოტოები, რომელიც პუტინს არ სურს, რომ ნახოთ

"ომის ატლასი და ტურიზმი კავკასიაში" - ფოტოები, რომელიც პუტინს არ სურს, რომ ნახოთ

ორი ჟურნალისტი, რობ ჰორნსტრა და არნოლდ ვან ბრუგენი 5 წლის განმავლობაში მუშაობდნენ პროექტზე, რომელიც სოჭში რიგითი მოქალაქეების ცხოვრებისა და რეგიონში არსებული ვითარების ასახვას ემსახურებოდა. მათ ობიექტივში ასევე მოხვდა ჩრდილოეთ კავკასია.

ჟურნალისტების თქმით, სოჭი "რუსეთის ფლორიდაა, მაგრამ უფრო იაფი" და მოსკოვიდან მატარებლით მგზავრობას 37 საათი სჭირდება. ჟურნალისტებმა სოჭში 5 წლის განმავლობაში გადაღებული ფოტოები და მოძიებული ინფორმაცია წიგნში ("სოჭის პროექტი: ომის ატლასი და ტურიზმი კავკასიაში") გააერთიანეს.

როგორც ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს, პროექტში წარმოდგენილი ფოტოები სიღატაკის, რესურსების არქონის, ეთნიკური და პოლიტიკური პაექრობის ამსახველია, კადრებში ასევე შევიდა სტრიპტიზ-კლუბის თანამშრომლებისა და ბავშვების ფოტოები, რომლებიც კალაშნიკოვით არიან შეიარაღებულნი. "ფოტოები, რომელიც პუტინს არ სურს, რომ ნახოთ", - ასეთი სათაური დაურთო სტატიას გამოცემამ.

როგორც ჰორნსტრა ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, ის და მისი კოლეგა ჩრდილოეთ კავკასიაში ვოიაჟის დროს რამდენჯერმე დააკავეს.

"ჩვენ მუშაობა მალულად დავიწყეთ და საერთოდ არაფერი გამოგვიქვეყნებია. 2012 წელს უკან დავბრუნდით და მგრძნობიარე თემების უფრო ღრმად კვლევა დავიწყეთ. როგორც ვვარაუდობდით, რამდენჯერმე დაგვაპატიმრეს. 2013 წლის ივლისში ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ განგვიცხადა, რომ რუსეთში მომდევნო 5 წლის განმავლობაში შესვლა გვეკრძალებოდა", - ამბობს ჰორნსტა.

ბრუგენის თქმით, პროექტის ფარგლებში გადაღებული ფოტოების გამოფენა ჩიკაგოში მუზეუმ DePaul Art Museum-ში იმართება. თავდაპირველად პროექტის პრეზენტაცია მოსკოვში 2013 წლის ოქტომბისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შოუ ჩაიშალა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?